საგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს. სარგებლობის ლიცენზიის ვადა 25 წელი. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია: ა) ლიცენზიის გაცემიდან არა უმეტეს ხუთი წლის ვადაში შეისწავლოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსი, გამოთვალოს წყლის მარაგები და შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარადგინოს მარაგების ანგარიში; ბ) მინერალური წყლის ჩამოსხმისა და ბალნეოლოგიური-სამკურნალო მიზნებისათვის ლიცენზიის გაცემიდან ხუთი წლის ვადაში განახორციელოს 3 000 000 (სამი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია, ხოლო მომდევნო ორი წლის ვადაში დამატებით 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია. ამასთან, თუ ლიცენზიის მფლობელი პირველი ხუთი წლის ვადაში განახორციელებს 3 000 000 (სამი მილიონი) აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანხის ინვესტიციას, ნამეტი თანხა ჩაეთვლება ვალდებულების შესრულებად მომდევნო ორი წლის ვადაში განსახორციელებელი საინვესტიციო თანხის შესაბამის ნაწილში; გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცეცში უზრუნველყოს საქართველოს არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) მოქალაქის დასაქმება; დ) ლიცენზიის გაცემიდან 5 (ხუთი) წლის ვადაში ონის მუნიციპალიტეტში უზრუნველყოს არანაკლებ 50-ადგილიანი ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა; ე) საბადოზე დამტკიცებული მარაგების სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში, ხელი არ შეუშალოს ლიცენზიის გამცემს დარჩენილ ოდენობაზე გასცეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია; ვ) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ 88.09.26.172-ით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილზე არსებულ №14K, №19 და №24 ჭაბურღილებსა და მათ სანიტარული დაცვის ზონებზე) სალიცენზიო საქმიანობა განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) ,,ბ” და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული თითოეული ვალდებულების შესრულებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დასკვნა, რომელიც დაადასტურებს შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებას. თ) მარაგების დამტკიცების შემდეგ, ლიცენზიანტი ვალდებულია, გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - გარემოს ეროვნილი სააგენტოს უფროსის 2017 წლის 20 მარტის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შეთავაზებული ფასის გამოკლებით, თუ აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შეთავაზებული ფასი ნაკლებია მარაგების დამტკიცების შემდეგ მის მიერ გადასახდელ თანხაზე. ზემოაღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ლიცენზიის გამცემისათვის წარდგენისა და ლიცენზიაში ცვლილების განხორციელების შემდეგ, ლიცენზიანტი უფლებამოსილია განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება; ი) აწარმოოს მონიტორინგული დაკვირვებები წყლის დებიტზე, ტემპერატურასა და ქიმიურ შემადგენლობაზე კ) მარაგების დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოს სანიტარული ზონების დაცვა; ლ) ლიცენზიის მოქმედების პერიოდში უზრუნველყოს მუდმივი ჰიდროქიმიურ-რეჟიმული დაკვირვებები და სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური კონტროლი; მ) უზრუნველყოს ჭაბურღილებზე დამცავი ჯიხურების დადგმა; ნ) ჭაბურღილების თავმორთულობის და I სანიტარული ზონის დაცვით მიზნით უზრუნველყოს ჭაბურღილების გარშემო ტერიტორიის შემოღობვა; ო) ექსპლუატაციის პროცესში ჭაბურღილებიდან უნდა აღიკვეთოს წყლის არამიზნობრივი დაღვრა და დაცული იქნას სანიტარული ნორმები; პ) უბანზე შენარჩუნებულ იქნას ნაპირდამცავი ნაგებობა; ჟ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გასცეს თანხმობა, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“-ს მიერ სალიცენზიო მიწის ნაკვეთის განკარგვის შემთხვევაში. რ) ლიცენზიის მფლობელმა მოქალაქეებს არ უნდა შეუზღუდოს სალიცენზიო ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება; ს) მოპოვებული მიწისქვეშა მინერალური წყლის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის ჩვენების მიხედვით. ამ მიზნით ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს, შეაკეთოს, შეცვალოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან; ტ) აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს მრიცხველზე ლუქის დადებას; უ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მიწისქვეშა მინერალური წყლის მოპოვება განახორციელოს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის მეშვეობით. ამასთან, მრიცხველი და, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) უნდა იყოს დაცული მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან სხვა სახის ხელყოფა. აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, არ დაუშვას მიწისქვეშა მინერალური წყლის მოპოვება მრიცხველის გვერდის ავლით ან მის გარეშე; ფ) აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება; ქ) ლუქის დადებას და შესაბამისი აქტის შედგენას ლიცენზიატის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი პირი; ღ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ჭაბურღილების თავმორთულობის მოწყობა-მოწესრიგება, ხოლო თვითმდენი ჭაბურღილის შემთხვევაში – მისი ჰერმეტიზაციაც. ასევე ვალდებულია უზრუნველყოს წყაროს დაკაპტაჟება; ყ) ლიცენზიის მფლობელმა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტიკებიდან და ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდეგ ერთი თვის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს დასამტკიცებლად ათვისების გეგმა ყოველწლიურად მოსაპოვებელი რაოდენობის მითითებით; შ) დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით, „საქართველოს ტყის კოდექსით“, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N242 დადგენილებით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნები. |
აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. |