|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის საქვაბისა და საცხოვრებელი შენობის დემონტაჟი
განაცხადის #:104486OZD50810018 აუქციონის #: 104486 ლოტის #: 508100 დაწყება/დასრულება: 23/03/2018 16:00 - 30/03/2018 15:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 351 ბიჯი საგარანტიო თანხა: 1000GEL
დასრულების დრო: 30.03.2018 15:06:00
გაყიდვის ფასი : 3510.0000 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლა მისამართი: ადიგენის რაიონი / სოფ.ბოლაჯური ტელეფონი: 995-599142650 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სოფელი ბოლაჯური | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ადიგენი | შენობის ფართობი(მ²) | 420 | საკადასტრო კოდი | 61.08.23.010 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ტელეფონის ნომერი | 591 41 24 72 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლა აცხადებს დემონტაჟის აუქციონს სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის საქვაბისა და საცხოვრებელი შენობის დემონტაჟზე. საქვაბის შენობა და საცხოვრებელი შენობა განლაგებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ. ბოლაჯურში, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე. არსებული საქვაბის შენობა (03/1) არის ერთსართულიანი, ზომებით ღერძებში 6 x 6 მ. შენობა აშენებულია 1970 წელს. საძირკვლები-მონოლითური რკ/ ბეტონის. მზიდი კედლები - ბეტონის წვრილი ბლოკებით და წითელი აგურით. დახურვა- ანაკრები რკ/ბეტონის წიბოვანი ფილებით. სახურავი - ბრტყელი. ბურული- აზბესტცემენტის შიფერით, ხის ფიცრებზე. საქვაბის შენობის კედლები დაბზარულია და გახსნილია. ანაკრები ფილების ნაწილი ჩამომტვრეულია. საქვაბის შენობა მოსწავლეთათვის საფრთხის შემცველია და ექვემდებარება დემონტაჟს. საცხოვრებელი შენობა ( 02/2) აშენებულია 1970 წელს. შენობა 5 არის ორსართულიანი, გეგმაში 12X32 მ. კედლები ნაგებია წითელი აგურით. გადახურვა და დახურვა- ანაკრები რ/ბ ღრუტანიანი ფილებით. სახურავი- ბრტყელი. შენობის კედლები დაბზარული და დეფორმირებულია. ბზარების გახსნა 3-4 სმ აღწევს. გადახურვის ფილების არმატურა კოროზირებულია. ლავგარდანის ფილები ჩამოშლილია. საცხოვრებელი შენობა მოსწავლეთათვის საფრთხის შემცველია და ექვემდებარება დემონტაჟს. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის საქვაბისა და საცხოვრებელი შენობის დემონტაჟის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს , მათ შორის მოსამზადებელი პერიოდის ხანგრძლივობა - 7 დღე. |
მოკლე აღწერილობა | სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ თამარ მერაბიშვილი. ტელ: 591 41 24 72 |
პირობა | სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლა აცხადებს დემონტაჟის აუქციონს სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის საქვაბისა და საცხოვრებელი შენობის დემონტაჟზე. სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები. შენობის დემონტაჟზე თანხმობა გაცემულია ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 14 დეკემბრის N330909 ბრძანებით და 2017 წლის15 დეკემბრისN6503/09 სანებართვო მოწმობით. 1. აუქციონში გამარჯვებულმა სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის საქვაბისა და საცხოვრებელი შენობის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ,,სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის საქვაბისა და საცხოვრებელი შენობის დემონტაჟზე" შედგენილი სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზების პროექტის შესაბამისად; 2.აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია სსიპ – ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის თაობაზე, დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგების) გადაცემის სანაცვლოდ, ასევე, გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით; 3. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი; 4. გამარჯვებულს უნდა ჰქონდეს სადემონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები; 5. აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკოგარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას; 6.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოების დასრულებიდან გონივრულ ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად გაფორმდება სადემონტაჟო სამუშოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს ,,მყიდველის '' მიერ ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას; 7. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავადელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს; 8. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში; 9. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; 10. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა; 11. მიმაგრებულ ფაილებში , იხილეთ “სახელმწიფო ქონების განკარგვისას დასარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულია უქციონის ჩატარების წესისდამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება; ასევე, იხილეთ შესასრულებელი სამუშაოების სადემონტაჟო პროექტი; გეგმა-გრაფიკი; სადემონტაჟო გეგნ-გეგმა. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |