|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლასთან შერწყმული კოხისუბნის დაწყებითი სკოლის შენობის დემონტაჟი
განაცხადის #:90966MED49754118 აუქციონის #: 90966 ლოტის #: 497541 დაწყება/დასრულება: 12/02/2018 11:00 - 17/02/2018 18:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 100GEL
დასრულების დრო: 17.02.2018 18:00:00
გაყიდვის ფასი : 10.0000 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10.0 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლა მისამართი: ოზურგეთის რაიონი / სოფ. ძიმითი ტელეფონი: 995- |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სოფელი ძიმითი | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ოზურგეთი | შენობის ფართობი(მ²) | 59.9 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | შეფასების თანხა | 0 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | სსიპ - ოზურგეთისმუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლა აცხადებს დემონტაჟის აუქციონს სკოლასთან შერწმული კოხისუბნის დაწყებითი სკოლის შენობის დემონტაჟზე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ძიმითის საჯარო სკოლასთან შერწყმული კოხისუბნის დაწყებითი სკოლის შენობა არის ერთსართულიანი, გეგმაში მართკუთხედის ფორმის. შენობის კედლები აგებულია წვრილი ბლოკით. სახურავის და სხვენის კონსტრუქციები არის ხის. გადახურვის კონსტრუქციები - ხის. შენობა დახურულია აზბესტცემენტის შიფერით და ლითონის ფურცლით. იატაკი ხის. ჭერი და აივანი - ხის. საძირკვლები- ყორებეტონის. შენობის მზიდ კედლებში აღინიშნება მრავალრიცხოვანი ბზარები. გადახურვის ხის კონსტრუქციები, ხის იატაკი და სხვენის ხის კონსტრუქციები ამორტიზებულია. შენობის აღდგენა- გაძლიერება არარენტაბელურია და ის ექვემდებარება დემონტაჟს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლასთან შერწყმული კოხისუბნის დაწყებითი სკოლის შენობის დემონტაჟის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს , მათ შორის მოსამზადებელი პერიოდის ხანგრძლივობა - 0,25 თვე. |
მოკლე აღწერილობა | საკონტაქტო ინფორმაცია: სსიპ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის დირექტორი მალზახ სამსონია ტელეფონის ნომერი: 577 94 80 51 |
პირობა | სსიპ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლა აცხადებს დემონტაჟის აუქციონს სკოლასთან შერწმული კოხისუბნის დაწყებითი სკოლის შენობის დემონტაჟზე. სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები. შენობის დემონტაჟზე თანხმობა გაცემულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 7 თებერვლის N352 ბრძანებით და 2017 წლის 12 ოქტომბრის N00468 სანებართვო მოწმობით. 1. აუქციონში გამარჯვებულმა სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ,, ოზურგეთისმუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლასთან შერწყმული კოხას დაწყებითი სკოლის შენობის დემონტაჟზე" შედგენილი სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზების პროექტის შესაბამისად; 2.აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია სსიპ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის თაობაზე, დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგების) გადაცემის სანაცვლოდ, ასევე, გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით; 3. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი; 4. გამარჯვებულს უნდა ჰქონდეს სადემონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები; 5. აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას; 6.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოების დასრულებიდან გონივრულ ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოოანგარიში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად გაფორმდება სადემონტაჟოსამუშოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს ,,მყიდველის '' მიერ ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას; 7. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავადელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს; 8. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში; 9. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; 10. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა; 11. მიმაგრებულ ფაილებში , იხილეთ “სახელმწიფო ქონების განკარგვისა და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება; ასევე, იხილეთ შესასრულებელი სამუშაოების სადემონტაჟო პროექტი; გეგმა-გრაფიკი; სადემონტაჟო გენ-გეგმა. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |