ამობეჭდვის თარიღი: 09.05.2025 05:43:07
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ რომანეთის საჯარო სკოლის საქვაბის შენობის დემონტაჟი
განაცხადის #:98953NZP49718718
აუქციონის #: 98953
ლოტის #: 497187
დაწყება/დასრულება: 14/02/2018 12:00 - 06/03/2018 10:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 55 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 200GEL
დასრულების დრო: 06.03.2018 10:50:00
გაყიდვის ფასი : 550.0000 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ რომანეთის საჯარო სკოლა
მისამართი: ვანის რაიონი / სოფ.romaneti
ტელეფონი: 995-595096143
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელი რომანეთიქვეყანასაქართველო
ქალაქივანიშენობის ფართობი(მ²)48.5
საკადასტრო კოდი31.11.21.040Rs რუკის მხარდაჭერა-
;
აღწერილობა
აღწერილობასაკონტაქტო ინფორმაცია: გიორგი ხურციძე 551440607
მოკლე აღწერილობა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ რომანეთის საჯარო სკოლის საქვაბის შენობა (02/1) არის ერთსართულიანი,მართკუთხედის ფორმის.შენობის მზიდი კედლები-წვრილი ბეტონის ბლოკებით.დახურვა-ანაკრები რკ/ ღრუტანიანი ფილებით.სარტყელი-მონოლითური რკ/ბეტონის. საძირკვლები/მონოლითური რკ/ბეტონის.სახურავი-ლითონის ფურცლის. საქვაბეს გააჩნია ლითონის საკვამლე მილი. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ რომანეთის საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში, თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტის შესაბამისად. საქვაბის შენობის საერთო ფართი შეადგენს 48.5კვ.მ.  საქვაბის შენობის დემონტაჟზე გაცემულია თანხმობა ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ   N20/3474  11/12/2017წ. სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები.

პირობა

სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ რომანეთის საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს 48.5 კვ.მ   სკოლის საქვაბის  სადემონტაჟო საუშაოებზე, შენობა–ნაგებობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით დარჩენილ სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში, მათ შორის 0,5 თვე  მოსამზადებელი სამუშაოებისთვის.
1. პრეტედენტმა სკოლის საქვაბის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი „ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ რომანეთის საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟის, სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის “ მოთხოვნათა დაცვით და ვანის  მუნიციპალიტეტის გამგებლის N20/3474  11/12/2017  ნებართვის წერილის  შესაბამისად.(იხ. მიმაგრებული ფაილი).
2. დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
3.  აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ რომანეთის საჯარო სკოლასთან გააფორმოს  შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების(მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით.
4. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს  ინფორმაცია საგადასახადო ან  სხვა სახის დავალიანების არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. 
5. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებელად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები.

6.აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპრობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი  საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას.

7.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან გონივრულ ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების  საბოლოო ანგარიში, რის საფუძველზეც გაფორმდება შესრულებული სადემონტაჟო სამუშაოების შესაბამისი მიღება მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას.

7. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;

8. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ  წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში;

9. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

10. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.                

მიმაგრებულ ფაილებში  იხილეთ  “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული უქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება, სადემონტაჟო პროექტი და დემონტაჟტთან დაკავშირებუი სხვა დოკუმენტაცია.

;