|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკლასთან შერწყმული სოფელ შალავერის დაწყებითი სკოლის შენობის დემონტაჟი
განაცხადის #:99595ODY49407418 აუქციონის #: 99595 ლოტის #: 494074 დაწყება/დასრულება: 25/01/2018 17:00 - 31/01/2018 12:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 171 ბიჯი საგარანტიო თანხა: 200GEL
დასრულების დრო: 31.01.2018 12:16:00
გაყიდვის ფასი : 1710.0000 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლა მისამართი: ადიგენის რაიონი / ს.ბენარა ტელეფონი: 995- |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სოფელი ბენარა | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ადიგენი | შენობის ფართობი(მ²) | 225 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ამონაწერი საჯარო რეესტრიდან | 61.10.24.009 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლა აცხადებს დემონტაჟის აუქციონს სკოლასთან შერწმული სოფელ შოლავერის დაწყებითი სკოლის შენობის დემონტაჟზე. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლასთან შერწყმული სოფელ შოლავერის დაწყებითი სკოლის შენობა არის ერთსართულიანი, შენობის კედლები-ბეტონის წვრილი ბლოკებით, აგურის ჩანართებით. ზეძირკველი - მონოლითური ბეტონის. გადახურვა- ხის კონსტრუქციებით. სახურავი - ხის კონსტრუქციებით. ბურული - ლითონის ტალღოვანი შიფერით. საძირკვლები - მონოლითური ბეტონის. შენობის წინამხარეს გადადახურული ხის აივანია მოწყობილი. შენობის კედლებზე აღირიცხება დიდი გახსნილობის ბზარები. კედლების ნაწილი დეფორმირებულია. შენობის ჭერის ხის კონსტრუქცია დაზიანებულია. შენობის აღდგენა არარენტაბელურია და ის ექვემდებარება დემონტაჟს. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკლასთან შერწყმული სოფელ შოლავერის დაწყებითი სკოის შენობის დემონტაჟის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს , მათ შორის მოსამზადებელი პერიოდის ხანგრძლივობა - 0,25 თვე. |
მოკლე აღწერილობა | საკონტაქტო ინფორმაცია: სკოლის დირექტორი კობა კუბლაშვილი ტელ: 577588315 |
პირობა | სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლა აცხადებს დემონტაჟის აუქციონს სკოლასთან შერწმული სოფელ შოლავერის დაწყებითი სკოლის შენობის დემონტაჟზე. სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები. შენობის დემონტაჟზე თანხმობა გაცემულია ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 11 ოქტომბრის N279709 ბრძანებით და 2017 წლის 12 ოქტომბრის N5407/09 სანებართვო მოწმობით. 1. აუქციონში გამარჯვებულმა სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ,,ადგიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლასთან შერწყმული სოფელ შულავერის დაწყებითი სკოლის შენობის დემონტაჟზე" შედგენილი სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზების პროექტის შესაბამისად; 2.აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია სსიპ – ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის თაობაზე, დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგების) გადაცემის სანაცვლოდ, ასევე, გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით; 3. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი; 4. გამარჯვებულს უნდა ჰქონდეს სადემონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები; 5. აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკოგარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას; 6.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოების დასრულებიდან გონივრულ ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოოანგარიში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად გაფორმდება სადემონტაჟოსამუშოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს ,,მყიდველის '' მიერ ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას; 7. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავადელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს; 8. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში; 9. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; 10. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა; 11. მიმაგრებულ ფაილებში , იხილეთ “სახელმწიფო ქონების განკარგვისას დასარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულია უქციონის ჩატარების წესისდამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება; ასევე, იხილეთ შესასრულებელი სამუშაოების სადემონტაჟო პროექტი; გეგმა-გრაფიკი; სადემონტაჟო გეგნ-გეგმა. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |