|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ ქალაქ თბილისის N210 საჯარო სკოლის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული საქვაბისა და სანკვანძის დემონტაჟი
განაცხადის #:34574CQW49349918 აუქციონის #: 34574 ლოტის #: 493499 დაწყება/დასრულება: 25/01/2018 15:35 - 30/01/2018 16:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 40 ბიჯი საგარანტიო თანხა: 50GEL
დასრულების დრო: 30.01.2018 16:08:00
გაყიდვის ფასი : 200.0000 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის #210 საჯარო სკოლა მისამართი: ქ. თბილისის საბურთალოს რაიონში / სოფ.დიღომი, სარაჯიშვილის ქ. #12 ტელეფონი: 971-322130805 |
თვისებები
|
კვადრატულობა(მ²) | 88.2 | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ქ. თბილისის საბურთალოს რაიონში / სოფ.დიღომი, სარაჯიშვილის ქ. #12 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | მიწის ფართობი(მ²) | 11792 | საკადასტრო კოდი | 01.72.14.024.214 | Rs რუკის მხარდაჭერა | - |
აღწერილობა
|
აღწერილობა | სსიპ ქალაქ თბილისის N210 საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს საჯარო სკოლის ბალანსზე რიცხული სანკვანძისა და საქვაბის დემონტაჟზის თაობაზე. სკოლის საქვაბისა (08/1) და სანკვანძის (07/1) შენობები სრულადაა ამორტიზირბული, არ ექვემდებარება აღდგენას და სადემონტაჟოა. სკოლის საქვაბისა და სანკვანძის შენობები აშენებულია 1965 წელს. შენობები ერთსართულიანია. სკოლის საქვაბისა და სანკვანძის შენობების კედლები ავარიულ მდომარეობაშია, სახურავიდან ჩამოსული ატმოსფერული ნალექებისგან კოროზირებულია კედლები და ნაწილობრივ ჩამოშლილია, გადახურვები ამორტიზირებულია სრულად. სადემონტაჟო სამუშაოები უნდა განხორციელდეს გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, მისი ხანგრძლივობა შეადგენს 1 თვეს. შენობის დემონტაჟზე თანხმობა გაცემულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 9 იანვრის № 3766969 ბრძანებით. სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები. |
მოკლე აღწერილობა | საკონტაქტო ინფორმაცია: სკოლის დირექტორი რუსუდან კეკელიძე T: 593 24 28 46 |
პირობა | 1.აუქციონში გამარჯვებულმა სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს შპს ,,ლილეოს"-ის მიერ შედგენილი ,, ქ. თბილისის N 210 საჯაროს სკოლის სანკვანძისა და საქვაბის (07/1 და 08/1) " სადემონტაჟო პროექტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 9 იანვრის № 3766969 ბრძანების შესაბამისად; 2.აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია სსიპ – ქალაქ თბილისის N210 საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის თაობაზე, დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგების) სანაცვლოდ და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით; 3. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ინფორმაცია მინიმუმ ბოლო ერთწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით, ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი და ბოლო ერთი წლის განმავლობაში 5 000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი; 4. გამარჯვებულს უნდა ჰქონდეს სადემონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები; 5. აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას; 6.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოების დასრულებიდან გონივრულ ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად გაფორმდება სადემონტაჟო სამუშოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს ,,მყიდველის '' მიერ ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას; 7. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს; 8. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში; 9. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; 10. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა; 11. მიმაგრებულ ფაილებში , იხილეთ “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულია უქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება; ასევე, იხილეთ შესასრულებელი სამუშაოების სადემონტაჟო პროექტი; გეგმა-გრაფიკი; სადემონტაჟო გეგნ-გეგმა. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |