ამობეჭდვის თარიღი: 09.05.2025 03:56:51
კატეგორია: სხვა სახის შენობა–ნაგებობა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:გუდაურში მდებარე საპირფარეშოების იჯარა
განაცხადის #:47517EIA49333818
აუქციონის #: 47517
ლოტის #: 493338
დაწყება/დასრულება: 22/01/2018 18:00 - 01/02/2018 18:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 500GEL
დასრულების დრო: 01.02.2018 18:00:00
გაყიდვის ფასი : 1100.0000 GEL
საწყისი ფასი: 1000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს ემ თი ეი
მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, კოსტავას ქ, №70, მე-3 სართული, ლიტერი „ა“ 
ტელეფონი: 971-599473707
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)გუდაურიკონდიციონერი-
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
ტელეფონი-ინტერნეტი-
პარკირება-ლიფტი-
ბუხარი-ავეჯი-
აივანი-ლოჯი-
TV-ცხელი წყალი-
გათბობა-ქვეყანასაქართველო
ქალაქიგუდაურისათავსო-
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
მოკლე აღწერილობა

შპს “მთის კურორტების განვითარების კომპანია” აცხადებს აუქციონს გუდაურში მდებარე 6 (ექვსი) საპირფარეშოს (გუდაურას საბაგიროს ზედა სადგურთან მდებარე 3.64 კვ.მ საპირფარეშო (მიწის ნაკვეთის გარეშე), 2. ზუმას (საჩოჩიალო) ქვედა სადგურთან მდებარე 23 კვ.მ საპირფარეშო (მიწის ნაკვეთის გარეშე), 3. კუდების საბაგიროს ზედა სადგურთან მდებარე 23 კვ.მ საპირფარეშო (მიწის ნაკვეთის გარეშე), 4. სნოუ პარკის საბაგიროს ზედა სადგურთან მდებარე 23 კვ.მ საპირფარეშო (მიწის ნაკვეთის გარეშე), 5. სოლიკოს საბაგიროს ზედა სადგურთან მდებარე 3.64 კვ.მ საპირფარეშო (მიწის ნაკვეთის გარეშე) და 6. შინოს საბაგიროს ქვედა სადგურთან მდებარე 23 კვ.მ საპირფარეშო (მიწის ნაკვეთის გარეშე) იჯარის უფლებით გაცემის თაობაზე აღნიშნული საპირფარეშოების ფუნქციონირებისათვის.

აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია იჯარით გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ საპირფარეშოების ფუნქციონირების დანიშნულებით. ამასთან, იგი ვალდებულია მოახდინოს აღნიშნული საპირფარეშოების სისტემატური დალაგება-დასუფთავება, ნარჩენების გატანა და ეკოლოგიური და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა.

აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ იჯარით გაცემული თითოეული საპირფარეშოს ერთჯერადი მოხმარებისთვის განსაზღვრული საფასური არ უნდა აღემატებოდეს 1 (ერთი) ლარს, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

აუქციონზე გასატანი უძრავი ქონების საიჯარო ვადა განისაზღვრება - შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017-2018 წლის ზამთრის სამთო-სათხილამურო სეზონის ოფიციალურად დასრულების დღის ჩათვლით.

აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან კერძო სამართლისიურიდიულ პირს, რომელსაც აქვს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისუფლება.

აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 3
სამუშაო დღეში გამოცხადდეს შპს “მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ოფისში, მდებარე: ქ. თბილისი, კოსტავას 70-ში  და გააფორმოს იჯარის ხელშეკრულება,  წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს არ დაუბრუნდება საგარანტიო თანხა.

ყურადღება:

იჯარის ხელშეკრულების ვადამდე მოშლა დასაშვები იქნება სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ან მისი უფლებამონაცვლის მიერ აღნიშნული ქონების საწარმოს კაპიტალიდან ამოღების ან მეიჯარის მიერ მოშლის თაობაზე ცალმხრივი ნების გამოვლენის შემთხვევაში. იჯარის ხელშეკრულების დასახელებული საფუძვლით მოშლის ვადა უნდა განისაზღვროს მოშლის თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს ორი თვის ოდენობით. ქონებაზე გაწეული ხარჯები არ ანაზღაურდება.

აუქციონში გამარჯვებული პირი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ვალდებულია
შპს “მთის კურორტების განვითარების კომპანიას" გადაუხადოს ყოველთვიური საიჯარო ქირა წინასწარ, ყოველი თვის 6 რიცხვში, რომელიც გამოვლინდება აუქციონზე ვაჭრობის შედეგად და რომლის საწყისი სავაჭრო ოდენობა ყოველთვიურად შეადგენს 1000 (ათასი) ლარს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველანაირი გადასახადის ჩათვლით. აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხა დაფიქსირდება როგორც ყოველთვიური საიჯარო ქირა. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 599881687.

პირობააუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.
;