ამობეჭდვის თარიღი: 11.05.2025 08:26:59
კატეგორია: სხვა ტიპის იჯარა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:მეორადი გამოყენების რკინა-ბეტონის ფილები (ზომით 6მX2მ)
განაცხადის #:28269BNT49296018
აუქციონის #: 28269
ლოტის #: 492960
რაოდენობა: 52
დაწყება/დასრულება: 18/01/2018 17:00 - 23/01/2018 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1800GEL
დასრულების დრო: 23.01.2018 17:00:00
გაყიდვის ფასი : 760.0000 GEL
საწყისი ფასი: 740 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ისანი-სამგორის რაიონში, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება)
ტელეფონი: 995-595796226
თვისებები
ქალაქიქუთაისიქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტირაოდენობა52
ბრძანების ნომერი2 18.01.2018წ.გადახდის პერიოდი30
სარგებლობაში გადაცემის ვადა5 თვეზომის ერთეულიცალი
ტელეფონის ნომერი595796226
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

აუქციონში მონაწილეობის ზოგადი პირობები:

აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ ნებისმიერ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს.
დროებით სასყიდლიან სარგებლობაში (იჯარით) გადაცემის ყოველთვიური საწყისი ღირებულება მოცემულია დ.ღ.გ-ს ჩათვლით.
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საწყის საიჯარო ღირებულებაზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება.
უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გაცემის ვადას. გამარჯვებულ პირს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, ბოლო თვეების საფასურში.
თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, მათ მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ქონების განმკარგავი სუქბიექტის ბიუჯეტში.
აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში, თუ ქონების განმკარგავმა გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა ქონების განკარგვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონში მონაწილეებს გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა უკან უბრუნდება.
ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის (იჯარის) ხელშეკრულება გამარჯვებულთან ფორმდება აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადში.
ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულს წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა არ დაუბრუნდება, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
გ) დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აუქციონში მონაწილეობის წესები.
აუქციონში გამარჯვებულზე დროებით სარგებლობის უფლება  გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან.

მოკლე აღწერილობა

წინასწარ დაძაბული რკინა-ბეტონის ანაკრეფი ფილები (ზომა-6X2) დასაწყობებულია ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის შიდა კონტროლირებად  ტერიტორიაზე. ფილები ნამყოფია ექსპლუატაციაში და აღენიშნება მცირედი დაზიანებები.

გასაყიდი ქონების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ადმინისტრაციის შენობაში. საკონტაქტო ტელ: 0322487353, +995599151908, +995595796226.

პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ხელშეკრულების წლიური ფასის 20%-ის ოდენობით) შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ანგარიზე თანხის დეპონირების სახით, რომელიც აუქციონში გამარჯვებულს დაუბრუნდება ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 7 დღის ვადაში ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (იმავე ოდენობით), რომლის ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ვადას არანაკლებ 7 დღით. აღნიშნული გარანტიიდან მოხდება მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ფულადი მოთხოვნების გამოქვითვა. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არ დადგება აღნიშნული შესრულების გარანტიით აეროპორტის მოთხოვნის დაკმაყოფილების აუცილებლობა ან ასეთი აუცილებლობა დადგება ნაწილობრივ, მხარის მიერ გადახდილი გარანტიის თანხა ან მისი ნაწილი დაუბრუნდება მოიჯარეს ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.   
საწარმოს ან/და დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების გაყიდვის შემთვევაში ქონების შემძენი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს დროებით სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულება;
დასაშვებია ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ ან მისი უფლებამონაცვლის მიერ იჯარით გადაცემული ქონების შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ კაპიტალიდან ამოღების ან იჯარით გამცემის მიერ მოშლის თაობაზე ცალმხრივი ნების გამოვლენის შემთხვევაში. ხელშეკრულების დასახელებული საფუძვლით მოშლის ვადა შეადგენს მოშლის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 2 (ორი) თვეს.
მოიჯარე ვალდებულია, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიიდან რკინა-ბეტონის ფილების გატანა (დატვირთვა და ტრანსპორტირება);
მოიჯარე ვალდებულია, საკუთარი სახსრებით დააბრუნოს, ჩამოტვირთოს და დაასაწყობოს ქონება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ მითითებულ ადგილზე;
მოიჯარე ვალდებულია დააბრუნოს ქონება იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც მან მიიღო აეროპორტისგან, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით. ქონების დაზიანების (მათ შორის: დაბზარვის, ჩამოტეხვის, სრული განადგურების) შემთხვევაში, მოიჯარე ვალდებულია კომპენსაციის სახით აანაზღაუროს ქონების საბაზრო ღირებულება, 510 ლარის ოდენობით 1 ფილაზე.

;