ამობეჭდვის თარიღი: 09.05.2025 01:48:07
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის ოპტიმიზირებული დამოუკიდებელი დაწყებითი სკოლის შენობის დემონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოები
განაცხადის #:50245ERS49100318
აუქციონის #: 50245
ლოტის #: 491003
დაწყება/დასრულება: 10/01/2018 10:30 - 18/01/2018 16:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 80GEL
მიმდინარე ფასი : 240 GEL
საწყისი ფასი: 240 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლა
მისამართი: სოფ ხიდარი
ტელეფონი: 995-
თვისებები
კვადრატულობა(მ²)112ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელი ხიდარი
ქვეყანასაქართველოქალაქიხარაგაული
საკადასტრო კოდი36.13.34.011Rs რუკის მხარდაჭერა-
;
აღწერილობა
აღწერილობა

არსებული ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის     სოფ.  ხიდარის    საჯარო სკოლის  ოპტიმიზირებული     დამოუკიდებელი   დაწყებითი   სკოლის    შენობა    არის    ერთსართულიანი,  გეგმაში   მართკუთხედის   ფორმის.  შენობის   კედლები     არის     წვრილი   ბლოკის    და   ხის.     სახურავის   და   სხვენის   კონსტრუქციები   არის   ხის.   გადახურვის   კონსტრუქციები-ხის.   შენობა   დახურულია   აზბესტცემენტის    შიფერით.       იატაკი- ხის.  ჭერი  და  აივანი  -  ხის.  საძირკვლები-  ყორებეტონის.  ზეძირკველი-  ნათალი  ქვის.   

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს სსიპ -ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული ოპტიმიზირებული     დამოუკიდებელი   დაწყებითი   სკოლის    შენობის დემონტაჟი ხელშეკრუელბის გაფორმებიდან 2 თვის ვადაში, თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტის შესაბამისად. შენობის საერთო ფართი შეადგენს 112 კვ.მ. შენობის დემონტაჟზე გაცემულია თანხმობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის  მიერ ბრძანება N49 2045 18/12/2017 

 სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოს აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები.
მოკლე აღწერილობა

საკონტაქტო ინფორმაცია: ეთერი პაპავა 591 71 32 33

პირობა

სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს ოპტიმიზირებული დამოუკიდებელი დაწყებითი სკოლის 112 კვ.მ ფართის მქონე შენობის სადემონტაჟო სამუშაოებზე. შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების(მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით დარჩენილ სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში,  მათ შორის მოსამზადებელი პერიოდის ხანგძლივობა 0.25 თვე.

1.პრეტედენტმა ოპტიმიზირებული სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდარის საჯარო სკოლის ოპტიმიზირებული დამოუკიდებელი დამოუკიდებელი დაწყებითი სკოლის შენობის დემონტაჟი - სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის “ მოთხოვნათა დაცვით და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის  N49 2045 18/12/2017  შესაბამისად.(იხ. მიმაგრებული ფაილი).

2. დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

3.აუქციონში გამარჯვებული პირი, ასევე, ვალდებულია სსიპ –ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლასთან გააფორმოს  შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების(მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით.

4. . გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებელად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების მოყვანა.

5. აუქციონში გამარჯვებულმა  საპრივატიზებო თანხა  სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.  ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციულიბანკების მიერ გაცემული  უპირობო დაგამოუხმობადი საბანკო  გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას.

6. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან გონივრულ  ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რომლის შესაბამისად  გაფორმდება შესრულებული სადემონტაჟო სამუშაოების მიღება–ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას.

7. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირებამაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგაწარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს.

8.თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზითრომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაშიელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ  წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში.

9. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტშითუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

10. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონშიმონაწილეობისწესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.             

მიმაგრებულ ფაილებში იხილეთ სადემონტაჟო სამუშაოებთა დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია, ასევეიხილეთ  “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულია უქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება.

სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს ოპტიმიზირებული დამოუკიდებელი დაწყებითი სკოლის 112 კვ.მ ფართის მქონე შენობის სადემონტაჟო სამუშაოებზე. შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების(მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით დარჩენილ სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში,  მათ შორის მოსამზადებელი პერიოდის ხანგძლივობა 0.25 თვე.

;