ამობეჭდვის თარიღი: 09.05.2025 01:56:29
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლის ყოფილი დაწყებითი კლასების შენობის ნარჩენი კონსტრუქციის დემონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოები
განაცხადის #:33230CLE49078618
აუქციონის #: 33230
ლოტის #: 490786
დაწყება/დასრულება: 04/01/2018 18:02 - 18/01/2018 15:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 100GEL
მიმდინარე ფასი : 0 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. თბილისის სამგორის რაიონში / მოსკოვის გამზირი მე-2 კვ.
ტელეფონი: 995-577133246
თვისებები
Rs რუკის მხარდაჭერა-ქვეყანასაქართველო
შენობის ფართობი(მ²)460საკადასტრო კოდი01.19.35.005.026
;
აღწერილობა
აღწერილობა

სსიპ ქალაქ თბილისის  მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N 124  საჯარო   სკოლა    მდებარეობს  თბილისში,  სამგორის   რ-ნში,   მოსკოვის    გამზირის   მე-2   კვარტალში.      სკოლის   ტერიტორიაზე    განლაგებულია :  1) ოთხსართულიანი    სასწავლო   შენობა ,   2)  საქვაბის   შენობა   3)  ყოფილი   დაწყებითი   კლასების   შენობის   ნარჩენი   კონსტრუქცია, რომელსაც ესაჭიროება დემონტაჟი.                             

     ტერიტორიაზე     განლაგებულია    გაზსადენის   მიწისზედა    მილი.

    ყოფილი    დაწყებითი   კლასების    შენობა   აშენებულია   გასული    საუკუნის    60-იან   წლებში,   ზომებით  46X10  მ.    ამჟამად   შენობიდან    დარჩენილია    ნარჩენი   კონსტრუქცია,     კონკრეტულად   კი : 1) პირველი   სართულის    მონოლითური   რკინა/ბეტონის    კედლები   და   რიგელები 2)  ყორებეტონის    ზეძირკველი  3) ბუტობეტონის  საძირკველი.  ნარჩენი   კედლები    მთელ   სიმაღლეზე    დაბზარულია    და   არ   ემორჩილება   აღდგენას.  ნარჩენი   კონსტრუქცია   საფრთხეს   ქმნის   სიცოცხლისათვის    და   ის   ექვემდებარება   დემონტაჟს.

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
მოკლე აღწერილობადამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577133246
პირობა

სსიპ მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს ყოფილი   დაწყებითი   კლასების   შენობის   ნარჩენი   460კვ.მ. ფართის მქონე კონსტრუქციის სადემონტაჟო სამუშაოებზე. შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების(მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით დარჩენილ სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაშიმათ შორის მოსამზადებელი პერიოდის ხანგძლივობა 0.25 თვე.

1. პრეტედენტმა საქვაბის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს შპს „ნ და ლ“-ს მიერ შედგენილი „ქ.   თბილისის   N 124     საჯარო     სკოლის    ყოფილი დაწყებითი    კლასების   შენობის   ნარჩენი კონსტრუქციის დემონტაჟი - სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტისმოთხოვნათა დაცვით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის  15/12/2017 წ. ნებართვის - ბრძანება N3736906  შესაბამისად. (იხ. მიმაგრებული ფაილი).

2. დემონტაჟი საჭიროა განხორციელდესმშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებსაქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

3.აუქციონში გამარჯვებული პირი, ასევე, ვალდებულია სსიპ მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით.

4. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს  საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებელად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების მოყვანა.

6. აუქციონში გამარჯვებულმა  საპრივატიზებო თანხა  სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტისამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზითან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციულიბანკების მიერ გაცემული  უპირობო დაგამოუხმობადი საბანკო  გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას.

7. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან გონივრულ  ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რომლის შესაბამისად  გაფორმდება შესრულებული სადემონტაჟო სამუშაოების მიღებაჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას.

8. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს.

9.თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ  წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში.

10. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

11. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონშიმონაწილეობისწესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.            

მიმაგრებულ ფაილებში იხილეთ სადემონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია და ფოტოები, ასევე, იხილეთ  “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულია უქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;