|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოეფელ გუმათის საჯარო სკოლა
განაცხადის #:102543OQB48928118 აუქციონის #: 102543 ლოტის #: 489281 დაწყება/დასრულება: 26/01/2018 16:00 - 01/02/2018 16:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1281 ბიჯი საგარანტიო თანხა: 1000GEL
დასრულების დრო: 01.02.2018 16:46:00
გაყიდვის ფასი : 21810.0000 GEL
საწყისი ფასი: 9000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლა მისამართი: ქ.წყალტუბო / სოფ.გუმათი ტელეფონი: 995- |
თვისებები
|
კვადრატულობა(მ²) | 1049.6 | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სოფელი გუმათი | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | წყალტუბო | საკადასტრო კოდი | 29.03.34.021 | Rs რუკის მხარდაჭერა | + |
აღწერილობა
|
აღწერილობა | შენობა-ნაგებობები, რომელიც საჭიროებს დემონტაჟს (სკოლის შენობის),შენობა არის ორსართულიანი , გადახურული ასაკრები ღრუტანიანი ასაკრები ფილებით, კედლები არის თეთრი სილიკატური აგურის. ფილები დაწყობილია აგურის კედელზე რკინა/ბეტონის მონოლითური სარტყელის გარეშე. სკოლის შენობის კედლები დაზიანებულია ნაწილობრივ ჩამოშლილია და საჭიროებს დემონტაჟს. შენობების დემონტაჟზე თანხმობა გაცემულია სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 01/12/2017 წლის N 31/5759 წერილით. სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცამა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები. |
მოკლე აღწერილობა | დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო პირი: ელისო დანგაძე ტელ:595 932 328 |
პირობა | სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს სკოლის ტერიტორიაზე არსებული 1049.6 კვ.მ.შენობა–ნაგებობების (სკოლის შენობა) სადემონტაჟო საუშაოებზე, შენობა–ნაგებობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით, დარჩენილ სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში, მათ შორის მოსამზადებელი პერიოდის ხანგრძლივობა 0,5 თვე. 1. გამარჯვებულმა 1049.6 კვ.მ. შენობა–ნაგებობების (სკოლის შენობის ) დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი „სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლის სკოლის სასწავლო შენობის დემონტაჟი" სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით. 2. დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით. 3. აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, დემონტაჟის შედეგად მისაღებ მეორად სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით. 4. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ინფორმაცია საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებელად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების მოყვანა. 6. აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიისმოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას. 8.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებების დასადასტურებლად,გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან გონივრულ ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რის შემდეგაც შესრულებული სამუშაოს მიხედვით ფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას. 10. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში; 11. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; 12. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურსაუქციონში მონაწილეობა. მიმაგრებულ ფაილებში, ასევე, იხილეთ ‘’სახელმწიფო ქონების განკარგვის და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |