|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლის ყოფილი დაწყებითი კლასების შენობის ნარჩენი კონსტრუქციის დემონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოები
განაცხადის #:33230CLE48824617 აუქციონის #: 33230 ლოტის #: 488246 დაწყება/დასრულება: 20/12/2017 18:00 - 28/12/2017 17:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 100GEL
მიმდინარე ფასი :
0 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლა მისამართი: ქ. თბილისის სამგორის რაიონში / მოსკოვის გამზირი მე-2 კვ. ტელეფონი: 995-577133246 |
თვისებები
|
Rs რუკის მხარდაჭერა | - | ქვეყანა | საქართველო | შენობის ფართობი(მ²) | 460 | საკადასტრო კოდი | 01.19.35.005.026 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | სსიპ ქალაქ თბილისის მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N 124 საჯარო სკოლა მდებარეობს თბილისში, სამგორის რ-ნში, მოსკოვის გამზირის მე-2 კვარტალში. სკოლის ტერიტორიაზე განლაგებულია : 1) ოთხსართულიანი სასწავლო შენობა , 2) საქვაბის შენობა 3) ყოფილი დაწყებითი კლასების შენობის ნარჩენი კონსტრუქცია, რომელსაც ესაჭიროება დემონტაჟი. ტერიტორიაზე განლაგებულია გაზსადენის მიწისზედა მილი. ყოფილი დაწყებითი კლასების შენობა აშენებულია გასული საუკუნის 60-იან წლებში, ზომებით 46X10 მ. ამჟამად შენობიდან დარჩენილია ნარჩენი კონსტრუქცია, კონკრეტულად კი : 1) პირველი სართულის მონოლითური რკინა/ბეტონის კედლები და რიგელები 2) ყორებეტონის ზეძირკველი 3) ბუტობეტონის საძირკველი. ნარჩენი კედლები მთელ სიმაღლეზე დაბზარულია და არ ემორჩილება აღდგენას. ნარჩენი კონსტრუქცია საფრთხეს ქმნის სიცოცხლისათვის და ის ექვემდებარება დემონტაჟს. ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601 |
მოკლე აღწერილობა | დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577133246 |
პირობა | სსიპ მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს ყოფილი დაწყებითი კლასების შენობის ნარჩენი 460კვ.მ. ფართის მქონე კონსტრუქციის სადემონტაჟო სამუშაოებზე. შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების(მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით დარჩენილ სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში, მათ შორის მოსამზადებელი პერიოდის ხანგძლივობა 0.25 თვე. 1. პრეტედენტმა საქვაბის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს შპს „ნ და ლ“-ს მიერ შედგენილი „ქ. თბილისის N 124 საჯარო სკოლის ყოფილი დაწყებითი კლასების შენობის ნარჩენი კონსტრუქციის დემონტაჟი - სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 15/12/2017 წ. ნებართვის - ბრძანება N3736906 შესაბამისად. (იხ. მიმაგრებული ფაილი). 2. დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით. 3.აუქციონში გამარჯვებული პირი, ასევე, ვალდებულია სსიპ მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით. 4. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებელად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების მოყვანა. 6. აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციულიბანკების მიერ გაცემული უპირობო დაგამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას. 7. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან გონივრულ ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რომლის შესაბამისად გაფორმდება შესრულებული სადემონტაჟო სამუშაოების მიღება–ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას. 8. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს. 9.თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში. 10. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. 11. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონშიმონაწილეობისწესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა. მიმაგრებულ ფაილებში იხილეთ სადემონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია და ფოტოები, ასევე, იხილეთ “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულია უქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |