|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ სერგეი მესხის სახელობის წყალუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლა
განაცხადის #:89943LZA48624317 აუქციონის #: 89943 ლოტის #: 486243 დაწყება/დასრულება: 22/12/2017 11:00 - 20/01/2018 18:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 55 ბიჯი საგარანტიო თანხა: 50GEL
დასრულების დრო: 20.01.2018 18:16:00
გაყიდვის ფასი : 380.0000 GEL
საწყისი ფასი: 105 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლა მისამართი: ქ.წყალტუბო / ს.რიონი ტელეფონი: 995- |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სოფელი რიონი | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | წყალტუბო | შენობის ფართობი(მ²) | 79.40 | Rs რუკის მხარდაჭერა | + | საკადასტრო რუკა | 29.06.37.085 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | შენობა-ნაგებობები, რომელიც საჭიროებს დემონტაჟს (საქვაბე და საპირფარეშო), ორივე შენობა ერთსართულიანია , გადახურულია ასაკრები ღრუტანიანი ასაკრები ფილებით, კედლები არის თეთრი სილიკატური აგურის. ფილები დაწყობილია აგურის კედელზე რკინა/ბეტონის მონოლითური სარტყელის გარეშე. საქვაბე და ტუალეტის შენობა ამორტიზებულია. კედლები დაზიანებულია ნაწილობრივ ჩამოშლილია და საჭიროებს დემონტაჟს. შენობების დემონტაჟზე თანხმობა გაცემულია სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 30/08/2017 წლის N 31/4348 წერილით. |
მოკლე აღწერილობა | დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო პირი: მაგდა ბაქრაძე ტელ:577 965 540 |
პირობა | სსიპ სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს სკოლის ტერიტორიაზე არსებული 79.4 კვ.მ.შენობა–ნაგებობების (საპირფარეშოსა და საქვაბის) სადემონტაჟო საუშაოებზე, შენობა–ნაგებობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით, დარჩენილ სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში. 1. პრეტედენტმა 79.4 კვ.მ. შენობა–ნაგებობების (საპირფარეშოსა და საქვაბის) დემონტაჟი უნდა განახორციელოს შპს ,,მალის" მიერ შედგენილი „სსიპ სერგეი მესხი სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტისრიონის საჯარო სკოლის საპირფარეშოსა და საქვაბის, დემონტაჟი სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით. 2. გამარჯვებულმა დემონტაჟი უნდა განახორციელოს შპს ,,მალის" მიერ შედგენილი სსიპ სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლის საქვაბის და საპირფარეშოს შენობების სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზიის პროექტის მოთხოვნათა დაცვით. 3. დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით. 4. აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, დემონტაჟის შედეგად მისაღებ მეორად სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენებისტერიტორიიდან გატანის პირობით. 5. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ინფორმაცია მინიმუმ ბოლო ერთწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების ან ქონების დამადასტურებელი დოკუმენტი და ერთი წლის განმავლობაში 500 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. 6. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებელად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები. 7.აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან წარმოადგინოსსაქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიისმოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას. 8.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებების დასადასტურებლად,გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან გონივრულ ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოებისშესრულების საბოლოო ანგარიში, რის შემდეგაც შესრულებული სამუშაოს მიხედვით ფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას. 10. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლისბიუჯეტში; 11. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; 12. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურსაუქციონში მონაწილეობა. მიმაგრებულ ფაილებში ასევე, იხილეთ ‘’სახელმწიფო ქონების განკარგვის და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |