ამობეჭდვის თარიღი: 09.05.2025 02:19:14
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ქალაქ თბილისის N210 საჯარო სკოლის ბალანსზე რიცხული სკოლის ძველი შენობის დემონტაჟი
განაცხადის #:34574CQW48329817
აუქციონის #: 34574
ლოტის #: 483298
დაწყება/დასრულება: 28/11/2017 17:00 - 04/12/2017 12:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 651 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 3000GEL
დასრულების დრო: 04.12.2017 12:50:00
გაყიდვის ფასი : 32550.0000 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის #210 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. თბილისის საბურთალოს რაიონში / სოფ.დიღომი, სარაჯიშვილის ქ. #12
ტელეფონი: 971-322130805
თვისებები
კვადრატულობა(მ²)1206ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ. თბილისის საბურთალოს რაიონში / სოფ.დიღომი, სარაჯიშვილის ქ. #12
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
მიწის ფართობი(მ²)11792შენობის ფართობი(მ²)1206.00
საკადასტრო კოდი01.72.14.024.214Rs რუკის მხარდაჭერა-
;
აღწერილობა
აღწერილობა

სსიპ ქალაქ თბილისის N210    საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს   საჯარო  სკოლის ბალანსზე რიცხული სკოლის ძველი შენობის  დემონტაჟზე.

სკოლის ძველი შენობის ძირითადი კორპუსი არის 2(ორი) სართულიანი, იგი აშენებულია 1932-65 წლებში. შენობა არის მართკუთხედის ფორმის, ზომები 67x18მ. გაშენების ფართი 1206 კვ.მ.  პირველი და მეორე სართული აშენებულია აგურით. სართულებს შორის გადახურვების კონსტრუქციები არის ხის და ნაწილობრივ რკინაბეტონით. სახურავის ჩონჩხი ასევე ხის მასალისაა და ხოლო გადახურულია თუნუქით.

ორივე ნაკვეთურის კედლები ცვეთაგანცდილი და დაბზარულია. ხის გადახურვები სრულადაა ამორტიზებული. ძველ ნაკვეთურში დაბზარულია თაღოვანი ზღუდარები. მიწისპირა სართულზე აყრილია ხის იატაკი. შენობის აღდგენა დიდი ალბათობით არარენტაბელურია და ის ექვემდებარება დემონტაჟს.

 სადემონტაჟო სამუშაოები უნდა განხორციელდეს გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, მისი ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს, მათ შორის მოსამზადებელი პერიოდის ხანგრძლივობა შეადგენს 0.25 თვეს.

შენობის დემონტაჟზე თანხმობა გაცემულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017  წლის   26 სექტემბრის   № 3566981 ბრძანებით.

სადემონტაჟო სამუშაოების  შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს  საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული  მეორადი სამშენებლო მასალები.

მოკლე აღწერილობა

საკონტაქტო ინფორმაცია:   სკოლის დირექტორი რუსუდან კეკელიძე

T: 593 24 28 46

პირობა

1.აუქციონში გამარჯვებულმა სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს შპს ,, და "-ის მიერ შედგენილი ,, . თბილისის N 210 საჯაროს სკოლის ძველი ორსართულიანი შენობის (04/2) " სადემონტაჟო პროექტისა    და  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური2017  წლის   26 სექტემბრის   № 3566981 ბრძანების შესაბამისად; 

2.აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ –  ქალაქ თბილისის N210   საჯარო  სკოლასთან  გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის თაობაზე, სანაცვლოდ დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან  გატანის პირობით;

3. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ინფორმაცია მინიმუმ ბოლო ერთწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით, ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი და ბოლო ერთი წლის განმავლობაში 5 000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი;

4. გამარჯვებულს უნდა ჰქონდეს სადემონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები;

5. აუქციონში გამარჯვებულმა  საპრივატიზებო თანხა  სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან  5(ხუთისამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას;

6.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია  სამუშაოების დასრულებიდან  გონივრულ ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, წარმოდგენილი  დოკუმენტაციის  შესაბამისად გაფორმდება სადემონტაჟო სამუშოების  მიღება-ჩაბარების  აქტი, რაც  წარმოადგენს  ,,მყიდველის ''  მიერ  ხელშკრულებით  ნაკისრი  ვალდებულებების  შესრულების  დადასტურებას;

7. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს

8. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ  წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში

9. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა

10. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა;

11.     მიმაგრებულ ფაილებში , იხილეთ  “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულია უქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება;  ასევე, იხილეთ შესასრულებელი სამუშაოების სადემონტაჟო  პროექტი;  გეგმა-გრაფიკი; სადემონტაჟო გეგნ-გეგმა.

                                 

;