ამობეჭდვის თარიღი: 30.04.2025 11:03:05
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული 32 კვ.მ ხის შენობის დემონტაჟი
განაცხადის #:99188OBK47369117
აუქციონის #: 99188
ლოტის #: 473691
დაწყება/დასრულება: 29/11/2017 13:32 - 05/12/2017 14:43
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 300GEL
მიმდინარე ფასი : 1500 GEL
საწყისი ფასი: 1500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საჯარო სამართლის იურიდიული პირი "ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის #1 საჯარო სკოლა"
მისამართი: ბოლნისის რაიონი / სოფ.ქვემო ბოლნისი
ტელეფონი: 995-
თვისებები
Rs რუკის მხარდაჭერა-ქვეყანასაქართველო
შენობის ფართობი(მ²)32
;
აღწერილობა
აღწერილობა

სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს სკოლის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის  განსახორციელებლად.

სოფელ ფოლადაურის დაწყებითი კლასების შენობა წარმოადგენს ბელეტაჟის ტიპის სამი საფეხურის სიმაღლეზე მდებარე ხის შენობას. მისი პარამეტრებია 6,40X5 მ, სულ 32 კვ.მ. ოთხების სიმაღეა 2,40მ. სკოლა გადახურულია ძველი პატარა ზომის აზბესტო-ცემენტის ფურცლოვანი საფარით. შენობა გარედაც შემოფარგლულია ე.წ ,,შიპიანი" ფიცრით, ხოლო შიგნიდან ოთახების ჭერი და კედლები მოპირკეთებულია დევეპე- თხელი მუყაოსებრი ფანერით. იატაკი ხისაა, საყრდენი ბოძები 2,5მ სიმაღლისაა 6X10 სმ სისქის.

შენობის დემონტაჟზე თანხმობა გაცემულია ოლნისის მუნიციპალიტეტი გამგეობის მიერ 2017 წლის 27 ოქტომბრის N 6784-11 ნებართვით.

სადემონტაჟო სამუშაოების  შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული  მეორადი სამშენებლო მასალები და ხე-მასალა ფიცრებისა და კოჭების სახით.

მოკლე აღწერილობა

საკონტაქტო პირი - ზიათხან სარდაროვი

მობ: 551 08 21 12

პირობა

სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს მის სარგებლობაში არსებულ,  სოფელ ფოლადაურში მდგომი დაწყებითი კლასების  შენობის სადემონტაჟო სამუშაოებზე.

 შენობის დემონტაჟის განხორციელების  შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ ასევე დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით, სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის განმავლობაში, მათ შორის მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივობაა 3 დღე.

1. აუქციონში გამარჯვებულმა, სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1  საჯარო სკოლასთან შერწყმული ფოლადაურის დაწყებითი სკოლის შენობის  დემონტაჟი" -სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის მოთხოვნათა დაცვით, და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის 2017 წლის 27 ოქტომბრის სანებართვო მოწმობის  N6784-11 ნებართვის შესაბამისად. 

2.აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაურის საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის თაობაზე, სანაცვლოდ დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით.

3. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ინფორმაცია მინიმუმ ბოლო ერთწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით, ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი და ბოლო წლის განმავლობაში 2 000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სადემონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები.

5. აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებითგათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას.

 
6.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად,გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოების დასრულებიდან გონივრულ ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად გაფორმდება სადემონტაჟო სამუშოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს ,,მყიდველის '' მიერ ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას.

7. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;

8. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში;

9. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

10. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონშიმონაწილეობისწესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა. 
მიმაგრებულ ფაილებში ასევე, იხილეთ “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულია უქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება.

;