|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლის ბალანსზე რიცხული სპორტის დარბაზისა და მასსა და ძირითად კორპუსს შორის დამაკავშირებელ ე.წ. გადასასვლელის დემონტაჟი
განაცხადის #:98946NZM47115517 აუქციონის #: 98946 ლოტის #: 471155 დაწყება/დასრულება: 02/10/2017 11:00 - 30/10/2017 18:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 220 ბიჯი საგარანტიო თანხა: 200GEL
დასრულების დრო: 30.10.2017 18:24:00
გაყიდვის ფასი : 2200.0000 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლა მისამართი: გორი / სოფ. ფლავი ტელეფონი: 971-595922535 |
თვისებები
|
კვადრატულობა(მ²) | 221.40 | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | გორი/ სოფ.ფლავი | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | გორი | მიწის ფართობი(მ²) | 9275. | შენობის ფართობი(მ²) | 3645.47 | საკადასტრო კოდი | 66.48.04.033 | Rs რუკის მხარდაჭერა | - |
აღწერილობა
|
აღწერილობა |
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს საჯარო სკოლის ბალანსზე რიცხული სპორტის დარბაზისა და მასსა და ძირითად კორპუსს შორის დამაკავშირებელ ე.წ. გადასასვლელის დემონტაჟზე. სპორტული დარბაზის შენობა არის ერთსართულიანი.მართკუთხედის ფორმის,ზომებით გეგმაში 9X24.6 მ. სიმაღლით -9.0 მეტრამდე. შენობას სარდაფი არ გააჩნია.შენობა აშენებულია გასული საუკუნის 70-იან წლებში.შენობის ძირითად მზიდ ელემენტებს წარმოადგენს მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასი,სვეტებით და კოჭებით. საძირკვლები მონოლითური რკინა-ბეტონის,წერტილოვანი ტიპის,საძირკვლების შემკრავი რკინა-ბეტონის კოჭებით. მზიდი კედლები თეთრი და წითელი აგურისგან.გადახურვები ანაკრები რკინა ბეტონის წიბოვანი ფილებით.სიგრძით 6,0 მ სახურავი -ქანობიანი. ბურული აზბესტცემენტის ფურცლრბით. დახურვის კოჭები მონოლითური რკინაბეტონის. სპორტული დარბაზის შენობის გარკვეული ნაწილი ორსართულიანია,სადაც განთავსებულია სხვადასხვა დამხმარე სათავსოები.კედლები აღნიშნულ ნაწილში მზიდია.სართულშუა გადახურვის ელემენტები შეადგენს გადახურვის ღრუტანიანი რ/კ ბეტონის ღრუტანიანი ფილები.ღიობებზე ზღუდარებად გამოყენებულია რკ/ბეტონის კოჭბი. სპორტული დარბაზის შენობა სასწავლო შენობასთნ დაკავშირებულია ერთსართულიანი გადასასვლელით,ზომებით 9x9.6 მ. სიმაღლით - 4,5 მ. გადასასვლელის მზიდი კედლები სილიკატური თეთრი აგურით. დახურვა -ანაკრები რკინაბეტონის ღრუტანიანი ფილებით,სახურავი ქანობიანი. შენობების განივ და გრძივ კედლებში გაჩენილია სხვადასხვა სიდიდის დახრილ, ჰორიზონტალური და ვერტიკალური ბზარები,რომლებიც გამოწვეულია მზიდი კედლების ჯდენითი დეფორმაციებით.სვეტების ბეტონის მარკა შესამჩნევად დაბალია და ადვილად იშლება.გადახურვის ფილების ბეტონი გამოტუტულია და არმატურა კოროზირებულია.იატაკები დეფორმირებული და აყრილია.სახურავის ელემენტები დაზიანებულია. სპორტული დარბაზის და გადასასვლელის შენობები ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე სეისმურ მოთხოვნებს.ისინი ექვემდებარებიან დემონტაჟს. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის განმავლობაში, მათ შორის მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივობაა 0,5 თვე. თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტის შესაბამისად.
სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები.
|
მოკლე აღწერილობა |
საკონტაქტო: სოფელ ფლავის საჯარო სკოლის დირექტორი თეა გიგუაშვილი 577922531 |
პირობა |
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს სოფელ ფლავში მდებარე სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლის ბალანსზე რიცხული სპორტის დარბაზისა და მასსა და ძირითად კორპუსს შორის დამაკავშირებელ ე.წ. გადასასვლელის დემონტაჟზე. შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის განმავლობაში, მათ შორის მოსამზადებელი სამუშოების ხანგრძლივობაა 0,5 თვე.
4. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სადემონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები. 5. აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებითგათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას. 6.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად,გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოების დასრულებიდან გონივრულ ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად გაფორმდება სადემონტაჟო სამუშოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს ,,მყიდველის '' მიერ ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას. 7. თუ სახელმწიფო ქონების 8. თუ ელექტრონული აუქციონი 9. ელექტრონული აუქციონის 10. სარგებლობაში გადაცემის მიმაგრებულ ფაილებში ასევე, იხილეთ “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულია უქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10
|
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |