|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის ეზოში არსებული წყლის ავზის, ე.წ ბოილერის (გათბობის) შენობისა და ელექტრო ტრანსფორმატორის შენობების დემონტაჟი
განაცხადის #:86586LER46477717 აუქციონის #: 86586 ლოტის #: 464777 დაწყება/დასრულება: 01/09/2017 14:00 - 20/09/2017 18:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 224 ბიჯი საგარანტიო თანხა: 200GEL
დასრულების დრო: 20.09.2017 18:08:00
გაყიდვის ფასი : 2240.0000 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლა" მისამართი: გურჯაანის რაიონი / სოფ.ვაჩნაძიანი . ტელეფონი: 995-577679202 |
თვისებები
|
Rs რუკის მხარდაჭერა | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | გურჯაანი | შენობის ფართობი(მ²) | 302 | საკადასტრო კოდი | 51.02.60.031 |
აღწერილობა
|
აღწერილობა |
საკონტაქტო პირი: ქეთევან ირომაშვილი-ჯაჭვაძე ტელ: 577 94 47 01 |
მოკლე აღწერილობა |
შენობა-ნაგებობა არის შემდეგ მდგომარეობაში: წყლის ავზი კაპიტალური ნაგებობაა და მოწყობილია მიწის სიღრმეში 1,2-2,5 მ სიღრმეზე. ავზის იატაკად აქვს რკინა-ბეტონის მოჭიმვა, კედლების ძირა ნაწილი ძირითადად დიდი კედლის ბლოკებითაა და მის ზემოდან კედლის ნაწილი კი მოწყობილია თეთრი და წითელი აგურის ერთობლიობით. ავზის კედლები შიგა მხრიდან შელესილი იყო ქვიშა-ცემენტის ხსნარით და ამჟამად ნალესის დიდი ნაწილი დაზიანებულია. დაზიანებულია თვით ავზის კედლების ზედა ნაწილი და უფუნქციობის გამო მისი გამოყენება არანაირი დანიშნულებით არ ხდება. გამომდინარე მისი უფუნქციობისა მას არანაირი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარებია და მისი მდგომარეობა ბუნებრივი ნალექის ზემოქმედების შედეგად დღითი-დღე გაუარესდა და ის დღეისათვის გამოუსადეგარ, არაღირებულ ქონებას წარმოადგენს. ამ ავზის შიგა ფართი დაუზუსებლად შეადგენს (17x8) 135.0 კვ.მ.-ს. მეორე შენობა-ნაგებობა, რომელიც ასევე უფუნქციოდაა დარჩენილი ათეული წლებია, წარმოადგენს ე.წ. ბოილერს (გათბობის) შენობას, რომელიც ფაქტობრივად ერთგანაყოფიან აგურით ნაშენებ კაპიტალურ შენობას წარმოადგენს. შენობას აქვს ზედა ნაწილში რკინა-ბეტონის სარტყელი და ზემოდან გადახურულია რკინა-ბეტონის ფილებით. შენობა შედარებით მაღალჭერიანი ნაგებობაა და მასში ასევე დარჩენილია ყოფილი წყლის გამაცხელებელი თუჯის ორი ღუმელის ნაწილები და შენობის მიმდებარედაა საკვამური მილიც, რომელიც დამონტაჟებულია ვერტიკალურად ბეტონის დგარზე. მესამე შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ყოფილი ელექტრო ტრანსფორმატორის შენობას, რომელიც ასევე კაპიტალურია და ნაშენებია აგურით. შენობას აქვს რკინა-ბეტონის ფილებით გადახურვა და ათეული წლებია უფუნქციოდაა დარჩენილი. ამ შენობას დღეისათვის ფუნქციური დატვირთვა არ გააჩნია და მისი მდგომარეობა დღითი-დღე უარესდება. შენობა რამდენიმე მცირე განაყოფს მოიცავს. იატაკად არის რკინა-ბეტონის მოჭიმვა სხვადასხვა გვარი ფორმის და განაყოფებში დარჩენილია ლითონის ყოფილი კარადის ელემენტები. თვით შენობაზეც შემორჩენილია ლითონის კარებები და ცალკეულ ნაწილებში რკინისვე ელემენტები. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს სსიპ-გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებული წყლის ავზის (200 კვ.მ), ე.წ ბოილერის (გათბობის) (60 კვ.მ) და ელექტრო ტრანსფორმატორის შენობების (42 კვ.მ) დემონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კვირის ვადაში,თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტის შესაბამისად. შენობების საერთო ფართი შეადგენს 302 კვ.მ. შენობის დემონტაჟზე გაცემულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 26 დეკემბრის ნებართვა N3047. |
პირობა |
სსიპ – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს სკოლის ტერიტორიაზე არსებული 302.00 კვ.მ.შენობა–ნაგებობების (ღია აუზი, გათბობის ოთახი და ელექტრო ტრანსფორმატორი) სადემონტაჟო საუშაოებზე, შენობა–ნაგებობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით, დარჩენილ სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კვირის ვადაში, მათ შორის
I-II კვირა მოსამზადებელი სამუშაობისთვის. 1. პრეტედენტმა 302.00 კვ.მ. შენობა–ნაგებობების (ღია აუზი, გათბობის ოთახი და ელექტრო ტრანსფორმატორი) დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი „გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის ღია აუზის, გათბობის ოთახისა და ელექტრო ტრანსფორმატორის დემონტაჟი სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ 2016 წლის 26 დეკემბერს გაცემული ნებართვა N3047-ის შესაბამისად (იხ. მიმაგრებული ფაილები). 2. დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით. 3. აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების(მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით. 4. გამარჯვებული ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ინფორმაცია მინიმუმ ბოლო ერთწლიანი სამუშაო გამოცდილებისშესახებ, დამოწმებული ხელმოწერით, ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი და ერთი წლის განმავლობაში 10 000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებელად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები. 6. აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას. 7. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან გონივრულ ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, წარმოდგენილი ანგარიშის შესაბამისად, გაფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება–ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას. Ø თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენმონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო დაგამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში; Ø ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობისაბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმახელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; Ø სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობისაბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.
„მიმაგრებულ ფაილებში“ ასევე, იხილეთ “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება.
|
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |