|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის N1 საჯარო სკოლის საქვაბის დემონტაჟი
განაცხადის #:97258NPO46453917 აუქციონის #: 97258 ლოტის #: 464539 დაწყება/დასრულება: 22/08/2017 12:00 - 31/08/2017 12:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 50GEL
დასრულების დრო: 31.08.2017 12:00:00
გაყიდვის ფასი : 10.0000 GEL
საწყისი ფასი: 5.0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის #1 საჯარო სკოლა მისამართი: ქ.ზუგდიდი / სოფ. ჯიხაშკარი ტელეფონი: 995- |
თვისებები
|
კვადრატულობა(მ²) | 39.0 | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სოფელი ჯიხაშკარი | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ზუგდიდი | საკადასტრო კოდი | 43.05.41.163 | Rs რუკის მხარდაჭერა | + |
აღწერილობა
|
აღწერილობა |
შენობა მდებარეობს სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის N1 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე. მისამართი: ზუგდიდი, სოფელი ჯიხაშკარი. საკონტაქტო პირი: ვალერი ჩილაჩავა 577974740 |
მოკლე აღწერილობა |
დემონტაჟს ექვემდებარება სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის N1 საჯარო სკოლის ბალანსზე რიცხული საქვაბე (39,0კვ.მ) ერთ სართულიანი შენობა. კონსტრუქციული ელემენტების მოკლე აღწერა: კაპიტალური შენობა კედლები აგურით ნაშენები, სახურავი რკინა ბეტონის კონსტრუქციით ( სინკარი) გადახურული. შენობის დემონტაჟე გაცემულია თანხმობები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ; სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 16.06.2017წლის #2035ბრძანება. |
პირობა |
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის N1 საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს სკოლის საქვაბე შენობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით. დემონტაჟი განხორციელდეს სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, სამუშაოს დაწყებიდან 2 თვის ვადაში, მათ შორის მოსამზადებელი პერიოდის ხანგრძლივობა 7 დღე . 1. გამარჯვებულმა სკოლის საქვაბე შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი სსიპ ზუგდიდის მუნიციპაალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის N1 საჯარო სკოლის საქვაბე შენობის სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის მოთხოვნათა დაცვით. 2. დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს ,, მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით. 3. აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის N1 საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის შედეგად მისაღებ მეორად სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით. 4. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები. 5. გამარჯვებულმა კომპანიამ დემონტაჟის პერიოდში გადაიხადოს მის მიერ გახარჯული კომუნალური (ელექტროენერგიის) გადასახადები. 6. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან გონივრულ ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რომელიც შემდგომ დასადასტურებლად გადაეცემა ,,სსიპ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს თანხმობის „გამყიდველისათვის“ წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, გაფორმდეს სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოედგენს ,,მყიდველის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დადასტურებას.
|
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |