ამობეჭდვის თარიღი: 04.05.2025 22:24:22
კატეგორია: არასაცხოვრებელი ფართი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ტექნო-პარკში სამზარეულოსთვის გამოყოფილი ფართის (143,6 კვ. მ.) იჯარა. სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
განაცხადის #:86017LBT46411717
აუქციონის #: 86017
ლოტის #: 464117
დაწყება/დასრულება: 21/08/2017 09:00 - 29/08/2017 09:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 400.00GEL
მიმდინარე ფასი : 1143 GEL
საწყისი ფასი: 1143 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
მისამართი: ქ. თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა N7
ტელეფონი: 971-
თვისებები
კვადრატულობა(მ²)143.6ქუჩა(დასახელება/ნომერი)ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა N7
კონდიციონერი+ქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისიცხელი წყალი+
გათბობა+სათავსო+
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა30Rs რუკის მხარდაჭერა-
წყალი და კანალიზაცია+ელექტრო მომარაგება+
ბუნებრივი გაზი+ტელეფონი-
ინტერნეტი+პარკირება-
შენობის მდგომარეობაახალი გარემონტებულილიფტი+
ბუხარი-ავეჯი+
აივანი+ლოჯი-
TV-
;
აღწერილობა
აღწერილობა

ქალაქ თბილისში, ინოვაციების ქ. N7-ში სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (ტექნო-პარკი) ნულოვან სართულზე კაფეტერიის განსათავსებლად გამოყოფილი ფართის (143,6 კვ.მ.) იჯარით გაცემა.

ტექნო-პარკი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს სხვადასხვა სახის მომსახურებას, მასპინძლობს ადგილობრივ და საერთაშორისო მაღალი რანგის შეხვედრებს და ატარებს უამრა ღონისძიებას. ტექნოპარკი მუდმივად მაღალი დათვირთვით მუშაობს და აქ ყოველდღიურად მოდის უამრავი ადამიანი.

გამარჯვებულ პირს საიჯარო ფართთან ერთად სარგებლობაში გადაეცემა კაფეტერიისთვის საჭირო ინვენტარი (მათ შორის ცხელი და ცივი კერძების ხაზი და დარბაზში განთავსებული მაგიდები და სკამები). დამატებითი ინვენტარის საჭიროების შემთხვევაში მოიჯარა საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს მათ შეძენა/განთავსებას. შესაძენი ნივთის დიზაინი უნდა შეთანხმდეს მეიჯარესთან (შენობის საერთო დიზაინის გათვალისწინებით)

მოკლე აღწერილობა
  • ყოველთვიური სარგებლობის საფასური (საიჯარო ქირა) განისაზღვრება აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე (მინიმუმ 1143 ლარი). საიჯარო ქირა გადახდილი უნდა იქნეს ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის განმავლობაში;
  • გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს გამარჯვებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. საიჯარო ხელშეკრულების აუცილებელი პირობაა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში გაუქმდეს იჯარის ხელშეკრულება. მოიჯარე ვალდებულია საიჯარო ფართის დანიშნულებისამებრ გამოყენება დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
  • გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გადაიხადოს ბე - 2 თვის საიჯარო ქირის ოდენობით. აუქციონში გამარჯვებულ პირს, მის მიერ გადახდილი ბე ჩაეთვლება სარგებლობის ვადის ბოლო თვეების ქირის ოდენობაში;
  • ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აუქციონში გამარჯვებულ პირს საიჯარო ქირის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაეკისრება გადასახდელი საიჯარო ქირის 0,1%;
  • თუ კი აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადაწყვეტს ხელშეკრულების შეწყვეტას,  მას დაეკისრება პირგასამტეხლო ბე–ს სახით გადმორიცხული თანხის ოდენობით;
  • საიჯარო ფართის დანიშნულებაა კვების ობიექტის განთავსება. დანიშნულების შეცვლა დაუშვებელია სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე;
  • მოიჯარეს ეკრძალება საიჯარო ფართის მესამე პირისთვის სარგებლობაში გადაცემა;
  • მოიჯარე ვალდებულია სარგებლობის ვადის ამოწურვის შემდეგ საიჯარო ქონება დააბრუნოს იმავე მდგომარეობაში, როგორშიც მიიღო (ბუნებრივი ცვეთის და ამორტიზაციის გათვალისწინებით);
  • სარგებლობაში გადაცემული ფართის და ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში მოიჯარე ვალდებულია საკუთარი სახსრებით აღმოფხვრას მიყენებული ზიანი;
  • მოიჯარეს ეკრძალება საიჯარო ქონებაზე რეკლამის განთავსება. ამ პუნქტის მიზნებისათვის რეკლამად არ ჩაითვლება მოიჯარის მიერ საიჯარო ფართზე საკუთარი საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის (დასახელება, სასაქონლო ნიშანი) განთავსება, ასევე ობიექტზე გასაყიდი საკვების და სასმელის რეკლამა;
  • ყოველ დღე (მათ შორის შაბათ-კვირასაც) უზრუნველყოს ადგილზე მზა საკვების მიწოდება;
  • კაფეტერია უნდა მუშაობდეს ყოველ დღე  შაბათ-კვირის ჩათვლით, არაუგვიანეს 10-დან არაუადრეს 19 საათამდე;
  • მოიჯარე ვალდებულია დაიცვას სანიტარული ნორმები;
  • კაფეტერიის მომსახურე პერსონალი შემოსილი უნდა იყოს შესაბამისი ფორმით (თავსაბურავი, წინსაფარი);
  • კაფეტერიაში უნდა მუშაობდეს არანაკლებ 2 თანამშრომელი (1 ხაზის თანამშრომელი და 1 დარბაზის ამლაგებელი);
  • მენიუში წამოდგენილი უნდა იყოს წვნიანი, სალათი, ძირითადი კერძი, გარნირი, ცომეული, სენდვიჩი;
  • საკვები პროდუქტი უნდა იყოს ახალი, ჯანსაღი, შესაბამისი ნორმებისა და ჰიგიენური წესების დაცვით მომზადებული;
  • მენიუში ასევე წამოდგენილი უნდა საკვები შემდეგი ღირებულებებით: საუზმე - 2-5 ლარი; ლანჩ-მენიუ - 3-8 ლარი; წვნიანი კერძები - 2-5 ლარი; სალათები 2-6 ლარი; ძირითადი კერძები - 3-8 ლარი; ბურგერები - 3-6 ლარი; სენდვიჩები - 2-5 ლარი; დესერტი - 1,5-3 ლარი;
  • კაფეტერიაში მომხმარებელს საშუალება უნდა ჰქონდეს კვების საფასური გადაიხადოს როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე ტერმინალის საშუალებით.

პირობა

 

აუქციონში მონაწილეობის მიღებამდე სასურველია მონაწილე პირმა დაათვალიეროს საიჯარო ფართი და მასში განთავსებული ინვენტარი.

;