ამობეჭდვის თარიღი: 07.05.2025 22:04:26
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლა
განაცხადის #:97349NQE46074117
აუქციონის #: 97349
ლოტის #: 460741
დაწყება/დასრულება: 10/08/2017 13:30 - 14/08/2017 15:30
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 30GEL
დასრულების დრო: 14.08.2017 15:30:00
გაყიდვის ფასი : 771.0000 GEL
საწყისი ფასი: 761 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლა
მისამართი: ლანჩხუთის რაიონი / სოფელი ნინოშვილი
ტელეფონი: 995-551093101
თვისებები
Rs რუკის მხარდაჭერა-ქვეყანასაქართველო
ქალაქილანჩხუთიშენობის ფართობი(მ²)118.8
საკადასტრო კოდი27.12.41.025ზომის ერთეულიკვადრატული მეტრი
;
აღწერილობა
აღწერილობასაკონტაქტო პირი: აკაკი დიასამიძე ტელ: 577624151
მოკლე აღწერილობა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ ნინოშვილის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე განლაგეულია სხვადასხვა შენობა ნაგებობები მათ, შორის სადემონტაჟო ცალკე მდგომი ამორტიზირებული დამხმარე შენობა ნაგებობა.

     დამხმარე შენობა აგებულია გასული საუკუნი 60 წლებში. ერთსართულიანი გეგმაში 19*10,6მ. მზიდი კედლები წითელი აგურის.  შენობაზე მთლიანად შემორჩენილი არის სახურავის ხის მასალა და ასბოცემენტის ფილები.

    შენობის ჩრდილოეთ მხარეს არსებული კედელი არის თითქმის მთლიანად გამონგრეული, რის შედეგად ასევე ამორტიზირებული და ჩამოზნექილი არის რკ/ბეტონის სარტყელი. რაც საფრთხეს უქმნის შენობის მდგრადობას და არის საფრთხეს შენობის ჩამონგრევის. შენობას ასევე არ გააჩნია კარ ფანჯრები და იატაკი. ასევე აივანზე ერთ ერთი ლითონის ბოძი არის გამოღებული რაც დამატებით ამძიმებს შენობის ამორტიზირების ხარისხს. აქედან გამომდინარე შენობის აღდგენა მიზანშეუწონელია და ის ექვემდებარება დემონტაჟს.

პირობა

     ლანჩხუთი მუნიციპალიტეტის სოფ. ნინოშვილი საჯაროსკოლის დამხმარე შენობის დემონტაჟის ხანგრძლივობა განსაზღვრულია სნდაწ 1.04.03-85 – „მშენებლობის ხანგრძლივობის ნორმები“-ს და დამხმარე „სარეკონსტრუქციო და სადემონტაჟო სამუშაოთა ხანგრძლივობის განსაზღვრა“-ს საფუძველზე და შეადგენს სამუშაოების დაწყებიდან 2 თვეს, მათ შორის მოსამზადებელი პერიოდის ხანგრძლივობა-0,3 თვე. ცალკეულ სადემონტაჟო სამუშაოთა ტექნოლოგიური თანამიმდევრობა და ხანგრძლივობა მოცემულია „სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარულ გეგმა“-ში.

ლანჩხუთი მუნიციპალიტეტის სოფ. ნინოშვილი საჯაროსკოლის დამხმარე შენობის სადემონტაჟო სამუშაოები სრულდება ორ რიგად:

 პირველი რიგი-მოსამზადებელი სამუშაოები.

  მეორე რიგი-დემონტაჟის ძირითადი სამუშაოები.

მოსამზადებელ პერიოდში სრულდება შემდეგი სამუშაოები:

  1)დროებითი აღნიშვნების მოწყობა გოსტ 23407-78-ის თანახმად კონტურსგარეთა სახიფათო ზონის საზღვარზე და სამშენებლო მოედნის შემოღობვა (პოტენციური სახიფათო ზონის საზღვარზე).

2)დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა.

3)შენობის შიგა ქსელების გამორთვა გარე საკომუნიკაციო ქსელებიდან.

4)მტვრისგან და ხმაურისგან დამცავი ღონისძიებების განხორციელება.

5)სახიფათო ზონების შემოღობვა; ამკრძალავი, გამაფრთხილებელი ნიშნების და სიგნალების მოწყობა.

6) დროებითი სასაწყობო მოედნების მომზადება.

 ძირითად პერიოდში ხორციელდება დამხმარე შენობის სადემონტაჟო სამუშაოები შემდეგ ეტაპებად:
I ეტაპი -სახურავის დემონტაჟი.

II ეტაპი- შენობის კედლების დემონტაჟი.

III ეტაპი - საძირკვლების დემონტაჟი სადემონტაჟო სამუშაოები სწარმოებს „ზემოდან-ქვემოთ“, „სახურავიდან-საძირკვლების ჩათვლით“, ელემენტური დაშლისა და გამსხვილებული ბლოკებით დაშლის მეთოდებით, დემონტაჟის ტექნოლოგიის შესაბამისად. სადემონტაჟო სართულზე სადემონტაჟო სამუშაოები სწარმოებს შემდეგი თანმიმდევრობით:

ა)კომუნიკაციების,იატაკების,შეკიდული ჭერების დემონტაჟი

ბ)ტიხრების,კარებებისა და ფანჯრების დემონტაჟი

გ)მზიდი კონსტრუქციების დემონტაჟი მზიდი კონსტრუქციების დემონტაჟი სართულზე სწარმოებს შემდეგი თანმიმდევრობით: ა) გადახურვის კონსტრუქციების (ხე) და კიბის დემონტაჟი

ბ) მზიდი კედლების დემონტაჟი

გ) საძირკვლების დემონტაჟი

შენობის სადემონტაჟო სამუშოთა წარმოებისას მკაცრად უნდა იქნას დაცული სადემონტაჟო სამუშაოთა ტექნოლოგიური თანამიმდევრობა. სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებლად უნდა გამოირთოს გარე ქსელებიდან ყველა შიგა კომუნიკაცია (დენი,წყალი,კანალიზაცია,გაზი და სხვა). მზიდი კონსტრუქციების დემონტაჟის დაწყებამდე აუცილებლად უნდა დაზუსტდეს მათი ტექნიკური მდგომარეობა, განლაგება და მაქსიმალური წონა. მხოლოდ ამის შემდეგ არის ნებადართული დემონტაჟის დაწყება. სადემონტაჟო სამუშაოები სწარმოებს „ზემოდან-ქვემოთ“ ანუ „სახურავიდან-საძირკვლების ჩათვლით“ . ყველა კონსტრუქცია დემონტაჟის დაწყებამდე უნდა გაშიშვლდეს. სამუშაოთა წარმოების პროექტში დამუშავდეს ანაკრები მზიდი კონსტრუქციების ელემენტური დაშლის დეტალური მეთოდები და ტექნოლოგიური თანამიმდევრობა. სართულზე პირველ რიგში დემონტირებული იქნას ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ანაკრები კონსტრუქციები დემონტაჟის ტექნოლოგიის სრული დაცვით. სადემონტაჟო სამუშაოები ელემენტების შესაბამისად სწარმოებს შემდეგნაირად: საინჟინრო ქსელების დაშლის დროს ხდება მათი დანაწევრება დაჭრით. შეერთებების დაშლა შესაძლებელია ხელის ჩაქუჩებით. იატაკების დემონტაჟი უნდა მოხდეს ელემენტურად ხელით, მცირე მექანიზაციისა და ხელის ინსტრუმენტების გამოყენებით. ტიხრების, კარებების, ფანჯრების, სახურავის დემონტაჟი ხორციელდება ხელით, ელემენტური დაშლით. მზიდი კედლებისა და ტიხრების დემონტაჟი ხორციელდება ორი მეთოდით:

1) ელემენტური დაშლის გზით-მეორადი გამოყენებისთვის ვარგისი მასალის კედლების და ტიხრების დემონტაჟი

2) გამსხვილებულ ბლოკებად დაშლის გზით-მეორადი გამოყენებისთვის უვარგისი მასალის კედლების და ტიხრების დემონტაჟი. აკრძალულია კედლების და ტიხრების დანგრევა პირდაპირი მონგრევის გზით. საძირკვლების მონგრევა ხორციელდება ხელით, სანგრევი პნევმატური ჩაქუჩების გამოყენებით. სამშენებლო ნაგვის აღება ხორციელდება ექსკავატორით ჩამჩის ტევადობით 0,5მ3. ნაგვის გატანა ხორციელდება ავტოთვითმცლელებით. ობიექტის მეპატრონის გადაწყვეტილების შემთხვევაში მეორადი გამოყენებისთვის ვარგისი მასალები, დეტალები და კონსტრუქციები დასაწყობდება დროებით სასაწყობო მოედნებზე. სკოლის შენობის სადემონტაჟო სამუშაოები (ანაკრები კონსტრუქციების დემონტაჟი; კედლების და ტიხრების გამსხვილებული ბლოკების დემონტაჟი;მძიმე დეტალებისა და ნაკეთობების დემონტაჟი;ვარგისი მასალების ჩამოღება; სამშენებლო ნაგვის ჩამოღება და სხვ.) ხორციელდება საავტომობილო ამწის გამოყენებით, ტვირთამწეობით 25 ტნ. სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისას ამწე მოძრაობს შენობის განივი კონტურების გასწვრივ გარედან, მიბმით 4,0 მეტრზე (იხილეთ „სადემონტაჟო გენგეგმა)“. საავტომობილო ამწე მუშაობს როგორც ისრულ,ასევე ისრულ-ბატიყელიან შესრულებაში. სამშენებლო ნაგვის ტრანსპორტირება სართულებიდან ხორციელდება დახურული ღარების მეშვეობით. სამუშაოთა წარმოებისას დაცული უნდა იქნას სნდაწ - III-4-80*-ის მოთხოვნები.

სკოლის შენობის სადემონტაჟო სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა შემდეგი მანქანა-მექანიზმები და ტრანსპორტი:

1. საავტომობილო ამწე, ტვირთამწეობით 25ტნ. -1 ცალი

2. ექსკავატორი „უკუჩამჩა“, ტევადობით 0,5მ3-1ცალი

3. მოძრავი კომპრესორი-1ცალი

4. ავტოთვითმცლელები-1ცალი

5. ბორტული ავტომანქანა-1ცალი

6. ავტოდამტვირთავი-1ცალი


დემონტაჟისათვის აუცილებელია ასევე შემდეგი მცირე მექანიზაციის საშუალებები და ინვენტარი:

1. მცირე მექანიზაციის საშუალებები-1კომპლექტი

2. პნევმატური სანგრევი ჩაქუჩები-2ცალი

3. ელექტროსანგრევი ჩაქუჩები-1ცალი

4. ელექტრული ჭრის მექანიზმი-1ცალი

5. ინვენტარული ხარაჩოები-50მ2

 ყველა სადემონტაჟო სამუშაო უნდა შესრულდეს სნდაწ - III-4-80* - „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში“-ის მოთხოვნების მკაცრი დაცვით,ასევე ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების მოთხოვნების მკაცრი დაცვით. სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებლად უნდა დამუშავდეს „სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების პროექტი“, რომელშიც დეტალურად იქნება მოცემული სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების მეთოდები და უსაფრთხოების ღონისძიებები. სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე შენობის შიგა კომუნიკაციები (დენი, წყალი, კანალიზაცია, გაზი და სხვა) უნდა გამოირთოს გარე ქსელებიდან. ანაკრები კონსტრუქციების დემონტაჟის დაწყებამდე აუცილებლად უნდა დაზუსტდეს მათი წონები,განლაგება და ტექნიკური მდგომარეობა. სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისას წარმოშობილი სახიფათო ზონების საზღვრები სადემონტაჟო შენობის კონტურიდან გარეთ შეადგენს 3,0მეტრს. დროებითი შემოღობვის მოწყობის საკითხები დეტალურად გადაწყდეს უშუალოდ ადგილზე, დემონტაჟის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ. სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისას აკრძალულია უცხო ადამიანთა ყოფნა სადემონტაჟო მოედნის ტერიტორიაზე და განსაკუთრებით კი დემონტაჟის სახიფათო ზონებში. დემონტაჟის სახიფათო ზონების მოცემული რადიუსი დაზუსტდეს სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების პროექტში ან ადგილზე უშუალოდ სამუშაოთა დაწყების წინ. ყველა მუშა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი სამუშაოთა წარმოებისას აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური უსაფრთხოების კომპლექტით (უსაფრთხოების ქამრები, რეზინის ფეხსაცმელები, რეზინის ხელთათმანები, ჩაფხუტები და სხვა). აკრძალულია სადემონტაჟო სამუშაოებზე მუშათა დაშვება დამცავი ჩაფხუტის,უსაფრთხოების ქამრების, რესპირატორებისა და დამცავი სათვალეების გარეშე. აკრძალულია მანქანა-მექანიზმების მუშაობა უშუალოდ მოქმედი ელ. გადამცემი ხაზების ქვეშ. მოქმედი ელ.გადამცემი ხაზების სიახლოვეს მანქანა-მექანიზმების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ დამშვები განწესის საფუძველზე. სადემონტაჟო სამუშაოებზე დასაქმებულებს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს სისტემური სწავლება უსაფრთხოების ტექნიკის საკითხებში. მხოლოდ ამ სწავლებების შემდეგ არის ნებადართული მათი დაშვება სადემონტაჟო სამუშაოებზე. სკოლის შენობა-ნაგებობების სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოებისას აკრძალულია უცხო ადამიანთა ყოფნა სახიფათო ზონაში. ყოველი მომუშავე სამუშაოს წარმოებისას უნდა იმყოფებოდეს უშუალოდ თავის სამუშაო ადგილზე, მოერიდოს სახიფათო ზონებში ყოფნას და სიარულს, დაემორჩილოს ამკრძალავ,  გამაფრთხილებელ და მიმთითებელ ნიშნებს. სამუშაოები უნდა სწარმოებდეს უშუალოდ სამუშაოთა მწარმოებლის მეთვალყურეობით. სამშენებლო ნაგვის გატანა ხორციელდება ავტოთვითმცლელებით ნაგავსაყრელზე. სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოებისას მიღებული უნდა იქნას ზომები და შემუშავდეს ღონისძიებები გარემოსა და გარშემომყოფთა დასაცავად მტვრისგან და ხმაურისგან.

 

;