ამობეჭდვის თარიღი: 07.05.2025 22:03:15
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ქიწნისის საჯარო სკოლის საქვაბის და ელექტროჯიხურის შენობების და ღია აუზის დემონტაჟი
განაცხადის #:94127MVF46032417
აუქციონის #: 94127
ლოტის #: 460324
დაწყება/დასრულება: 04/08/2017 16:00 - 11/08/2017 18:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 57 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 100.00GEL
დასრულების დრო: 11.08.2017 18:06:00
გაყიდვის ფასი : 2850.0000 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის საჯარო სკოლა
მისამართი: გორი / სოფ. ქორდი
ტელეფონი: 971-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)გორის რაიონი სოფ. ქიწნისიქვეყანასაქართველო
ქალაქიგორიRs რუკის მხარდაჭერა+
;
აღწერილობა
აღწერილობა

საკონტაქტო პირი რუსუდან თვაური

ტელ. 577-92-25-45

მოკლე აღწერილობა

გორის  მუნიციპალიტეტის     სოფ.   ქიწნისის    საჯარო   სკოლის   საქვაბის  (03)  შენობა არის ერთსართულიანი, მართკუთხედის ფორმის, ზომებით გეგმაში 6×10მ.

კედლები ნაშენია წვრილი პემზის ბლოკით, დახურვა განხორციელებულია ანაკრები რკ/ბ ღრუტანიანი ფილებით. სახურავი-ბრტყელი. საქვაბეს გააჩნია 20მ სიმაღლის ლითონის საკვამლე მილი. საქვაბის შენობის კედლების ცვეთის ხარისხი მაღალია. დახურვის ფილები დაბზარულია. კოროზირებულია რკ/ბეტონის სარტყლის არმატურა.

სკოლის უფუნქციო ელექტროჯიხურის შენობა (05)  გეგმაში 3×6მ ზომისაა. კედლები-წვრილი პემზის ბლოკითაა ნაშენი. დახურვა-ანაკრები რკ/ბეტონის ღრუტანიანი ფილებით. სახურავი -ბრტყელი. დაწყებულია კედლების და დახურვის ფილების რღვევის პროცესი.

ღია აუზი (02) გეგმაში  6×20მ ზომისაა. კედლები მსხვილი ბლოკითაა ნაშენი, რომლებიც დაბზარული და ცვეთაგანცდილია.

საერთო ფართი შეადგენს 196 კვ.მ.  შენობის დემონტაჟზე გაცემულია თანხმობა გორის მუნჰიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 12.04.2016 წლის N758-გ/2 წერილით.

პირობა

1.სსიპ –  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს, სკოლის საქვაბის და ელექტროჯიხურის შენობა–ნაგებობის და ღია აუზის სადემონტაჟო საუშაოებზე, შენობა–ნაგებობების დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით.  სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების  დაწყებიდან  2 თვის  ვადაში, მათ შორის  მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივობა - 4  დღე.

2.   გამარჯვებულმა    დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი „სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის საჯარო სკოლის საქვაბის, ელექტროჯიხურის შენობების და ღია აუზის სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით.

3.    დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

4.     აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის  საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, დემონტაჟის შედეგად მისაღებ მეორად სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით.

5.    გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ინფორმაცია მინიმუმ ბოლო ერთწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების ან ქონების დამადასტურებელი დოკუმენტი და ერთი წლის განმავლობაში 10000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.       

6.    გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებელად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები.

7.აუქციონში გამარჯვებულმა  საპრივატიზებო თანხა  სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით  ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული  უპირობო და გამოუხმობადი საბანკო   გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას.

 8.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებების დასადასტურებლად,გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან გონივრულ  ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოებისშესრულების საბოლოო ანგარიში, რის შემდეგაც შესრულებული სამუშაოს მიხედვით ფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისშესრულების დადასტურებას.                                                 
9. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;

10. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში;

11. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

12. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.

  მიმაგრებულ ფაილებში ასევე, იხილეთ ‘’სახელმწიფო ქონების განკარგვის და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება.

 

 

;