ამობეჭდვის თარიღი: 07.05.2025 22:23:02
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟი
განაცხადის #:97308NPZ45986617
აუქციონის #: 97308
ლოტის #: 459866
დაწყება/დასრულება: 28/07/2017 16:00 - 07/08/2017 14:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 65 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 200GEL
დასრულების დრო: 07.08.2017 14:08:00
გაყიდვის ფასი : 650.0000 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლა
მისამართი: მცხეთის რაიონი / სოფ. ბიწმენდი
ტელეფონი: 995-
თვისებები
Rs რუკის მხარდაჭერა-ქვეყანასაქართველო
შენობის ფართობი(მ²)290საკადასტრო კოდი72.04.01.145
;
აღწერილობა
აღწერილობასაკონტაქტო პირი: ნინელი მამულაშვილი 577 544829
მოკლე აღწერილობა

სსიპ მცხეთის    მუნიციპალიტეტის    სოფ.  ბიწმენდის   საჯარო    სკოლის    შენობა,   გაბარიტული  ზომებით   ღერძებში  10x29  მ,  შედგება  1943  და    1951 წელში  აშენებული   ორი  ნაწილისგან.

დამრეც  რელიეფზე  მდგარი  შენობა   ფასადის   მხრიდან  ერთსართულიანია, ანფასის   მხრიდან - ორსართულიანი.    შენობის  კედლები    რიყის   ქვის    წყობისაა,   წითელი   აგურის  ჩანართებით. ფასადის   მხრიდან   არსებული   დერეფანი   ხისაა.     შენობის   დახურვა,  გადახურვა   და  სხვენი  ხისაა.  სახურავი  დაფარულია   აზბესტცემენტის   შიფერით.   შენობის   კედლებში   აღინიშნება   ბზარები.   ხის   დერეფანი   დეფორმირებულია.   გადახურვის  და   დახურვის   კონსტრუქცია   სრულადაა   ამორტიზებული.   დერეფნის   ზონაში   გადახურვა   და   დახურვა   ხის   ბიჯგებითაა   შემაგრებული.   ერთ   საკლასო   ოთახში   ჭერი   მნიშვნელოვნადაა   ჩამოწეული.             

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟი სამუშაოების დაწყებიდან 3 თვის ვადაში , თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტის შესაბამისად. შენობის საერთო ფართი შეადგენს 290 კვ..  შენობის დემონტაჟზე გაცემულია თანხმობა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 08.06.2017 წლის N1085 წერილით.

პირობა

სსიპ მცხეთისს მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს სკოლის შენობა-ნაგებობის სადემონტაჟო სამუშაოებზე, შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გადატანის პირობით დარჩენილ სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, სამუშაოსდაწყებიდან 3 თვის ვადაშიმათ შორის  მოსამზადებელი პერიოდის ხანგრძლივობა 0.3 თვე

1. გამარჯვებულმა სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი  მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის  საჯარო სკოლის შენობის სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის მოთხოვნათა დაცვით.

2.დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ'' საქართველოსმთავრობის2009 წლის24 მარტისN57 დადგენილებისშესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

3. აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის შედეგად მისაღებ მეორად სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით.

4. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ინფორმაცია მინიმუმ ბოლო ერთწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების ან ქონების დამადასტურებელი დოკუმენტი და ერთი წლის განმავლობაში 5000 ლარიანი ბრუნვის ქონების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები.

6. აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია , ასეთ შემთხვევაში , საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას

7.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად , გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან გონივრულ ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შერულების საბოლოო ანგარიში. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად ფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს ''მყიდველის'' მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დადასტურებას.

8. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;

9. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში;

10. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

11. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.

  მიმაგრებულ ფაილებში ასევე, იხილეთ ‘’სახელმწიფო ქონების განკარგვის და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება.


;