|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ ქალაქ ხაშურის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის N6 საჯარო სკოლის სანკვანძის დემონტაჟი
განაცხადის #:28755BTG45279917 აუქციონის #: 28755 ლოტის #: 452799 დაწყება/დასრულება: 28/06/2017 13:00 - 04/07/2017 13:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 80GEL
მიმდინარე ფასი :
261.07 GEL
საწყისი ფასი: 261.07 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის #6 საჯარო სკოლა მისამართი: ქ. ხაშური / ზ.ფალიაშვილის N 10 ტელეფონი: 995-0368246032 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ფალიაშვილის ქუჩა N10 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ხაშური | Rs რუკის მხარდაჭერა | + |
აღწერილობა
|
აღწერილობა | საკონტაქტო პირი: თამარ ხადური ტელ.591 05 70 78 |
მოკლე აღწერილობა | სადემონტაჟო ობიექტის ქვეშ განთავსებული ტერიტორია განთავსებულია ქალაქ ხაშურში, ზ. ფალიაშვილის N10 -ში სკ 69.08.63.147 ობიექტი წარმოადგენს ერთ წითელ ხაზებში და ერთ შემოღობილ ეზოში განთავსებულ N6 საჯარო სკოლის სან.კვანძის საკადასტრო გეგმაზე ნომრით 2. ზომებით 3X10მ.მ. სანკვანძის შენობა ერთსართულიანია კედლები წითელი აგურითაა ნაგები. ხის სახურავი აზბესტცემენტის შიფერითაა დაფარული. სან.კვანძის კედლები ცვეთაგანცდილია, სახურავი ამორტიზებულია, ბურული დაზიანებულია. აღდგენა არანერტაბელურია და მოსაწავლეთათვის საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ ექვემდებარება დემონტაჟს. პროექტი ითვალისწინებს 02/1 შენობის სრულ დემონტაჟს და ტერიტორიის მოსუფთავებას. ტერიტორია ხასიათდება სწორი რელიეფით. N02/1 სანკვანძის ნაგებობის საერთო ფართი -31,45 მ2 . ობიექტზე საინჟინრო კომუნიკაციების, ასევე რაიმე ქსელის არსებობის შემთხვევაში, დემონტაჟის დაწყებამდე აუცილებელია მათი ჩაჭრა საექსპლუატაციო ორგანიზაციების მეთვალყურეობის ქვეშ დადგენილი ნორმატიული და კანონმდებლობითი პირობების გათვალისწინებით, უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს სსიპ -გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული ძველი შენობა ნაგებობების დემონტაჟი ხელშეკურლების გაფორმებიდან 4 კვირის ვადაში, თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტის შესაბამისად. შენობის დემონტაჟზე გაცემულია თანხმობა სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 22 სექტემბრის N2760 ბრძანებით. სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები. |
პირობა | 1. სსიპ – გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს, სკოლის სან. კვანძის (საპირფარეშო) შენობა–ნაგებობის სადემონტაჟო საუშაოებზე, შენობა–ნაგებობების დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით დარჩენილ სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 კვირის ვადაში, მათ შორის პირველი კვირა ეთმობა მოსამზადებელ სამუშაოებს. კალენდარულ თვეში მიღებულია 25 სამუშაო დღე შაბათის ჩათვლით, კვირა დასვენების დღედაა ჩათვლილი. 2. გამარჯვებულმა სკოლის სან.კვანძის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო დასამეცნიერო ინფასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი „სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლის სან.კვანძის შენობის სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით. 3. დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით. 4. აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, დემონტაჟის შედეგად მისაღებ მეორადსამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით. 5. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ინფორმაცია მინიმუმ ბოლო ერთწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების ან ქონების დამადასტურებელი დოკუმენტი და ერთი წლის განმავლობაში 20000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. 6. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებელად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები. 7. აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას. 8. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რომელიც შემდგომ დასადასტურებლად გადაეცემა "სსიპ სამეცინიერო დასაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს".სსიპ "სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების საგენტოს თანხმობის "გამყიდველისათვის" წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, გაფორმდეს სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |