|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ ქალაქ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზი (გადასასვლელი და გასახდელი ოთახები)
განაცხადის #:29561BWK44549117 აუქციონის #: 29561 ლოტის #: 445491 დაწყება/დასრულება: 08/06/2017 12:00 - 22/06/2017 12:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 200GEL
მიმდინარე ფასი :
500 GEL
საწყისი ფასი: 500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 25 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ქალაქ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლა მისამართი: პიერ კობახიძეს ქუჩა N95 ტელეფონი: 971-577959736 |
თვისებები
|
კვადრატულობა(მ²) | 350 | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | მოსაშვილის N2 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ზუგდიდი | შენობის ფართობი(მ²) | 350 | საკადასტრო კოდი | 43.31.46.014 | Rs რუკის მხარდაჭერა | - |
აღწერილობა
|
აღწერილობა |
საკონტაქტო პირი: თეა გაბელაია
ტელ.: 577 244 748 |
მოკლე აღწერილობა |
სსიპ ქალაქ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის (გადასასვლელისა და გასახდელი ოთახების) დემონაჟი (იხილეთ აუდიტორული დასკვნა). |
პირობა |
1.სსიპ – ქალაქ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს, სკოლის შენობა–ნაგებობის (სპორტული დარბაზი (გასახდელი ოთახები და გადასასვლელი) სადემონტაჟო სამუშაოებზე, შენობა–ნაგებობების დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით. სპორტული დარბაზის (გასახდელი ოთახებისა და გადასასვლელის) დემოტაჟის შედეგად დარჩენილი ძირითადი შემობის იმ ნაწილის მოპირკეთება და მცირე ზომის ოთსაფეხურიანი კიბის მოწყობა. სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, სამუშაოების დაწყებიდან 2 თვის ვადაში, მათ შორის მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივობა - 10 დღე. 2.გამარჯვებულმა სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი „სსიპ ქალაქ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის შენობის სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით. 3.დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით. სკოლის შენობის დემონტაჟზე ნებართვა გაცემულია სსიპ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიი 2017 წლის 30 მარტის N105 ბრძანებით. 4. აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ ქალაქ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, დემონტაჟის შედეგად მისაღებ მეორად სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით. 5.გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ინფორმაცია მინიმუმ ბოლო ერთწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების ან ქონების დამადასტურებელი დოკუმენტი და ერთი წლის განმავლობაში 10000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. 6. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებელად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები. 7. აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულივალდებულებების შესრულების ვადას. 8. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებების დასადასტურებლად,გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან გონივრულ ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რომელიც შემდგომ დასადასტურებლად გადაეცემა "სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს".სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების საგენტოს თანხმობის "გამყიდველისათვის" წარდგენიდან 3 სამუშაო დღისვადაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, გაფორმდეს სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისშესრულების დადასტურებას. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |