ამობეჭდვის თარიღი: 29.03.2024 08:57:04
კატეგორია: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, კერძოდ შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი“-ს 100% წილისა (ს/კ N212917183) და დანართში მითითებული ძირითადი საშუალებების (დანართი თან ახლავს), საწესდებო კაპიტალში არსებული უძრავი ქონებებისა და აკ. ხორავას ქუჩა N1, ნაკვეთი N1-ში არსებული ძირითადი საშუალებების გათვალისწინების გარეშე პირობებით პრივატიზება
განაცხადის #:56FBP117
აუქციონის #: 56
ლოტის #: 1
დაწყება/დასრულება: 01/06/2017 15:00 - 16/06/2017 15:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 88500GEL
დასრულების დრო: 16.06.2017 15:00:00
გაყიდვის ფასი : 300000.0000 GEL
საწყისი ფასი: 295000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5000.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქალაქ ქუთაისის მერია
მისამართი: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N3
ტელეფონი: 971-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქალაქი ქუთაისიქვეყანასაქართველო
ქალაქიქუთაისიბრძანების ნომერიN1417 01.06.2017
Rs რუკის მხარდაჭერა-წილის პროცენტი100
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა30
;
აღწერილობა
აღწერილობა

აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:

მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში       

მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი-TRESGE22

საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300183369

გადახდის დანიშნულება - შემოსავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული სხვა არამატერიალური ძირითადი აქტივების გაყიდვიდან.

აუქციონის შედეგების ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში ფორმდება, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება. ელექტრონული აუქციონის შედეგები გაუქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობი და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ჩაირიცხება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ:

ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება;

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ

 (+995 0431) 24 10 30 

მოკლე აღწერილობა

იყიდება, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, კერძოდ შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი“-ს 100% წილი (ს/კ N212917183) და დანართში მითითებული ძირითადი საშუალებების (დანართი თან ახლავს), საწესდებო კაპიტალში არსებული უძრავი ქონებებისა და აკ. ხორავას ქუჩა N1, ნაკვეთი N1-ში არსებული ძირითადი საშუალებების გათვალისწინების გარეშე.

დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ დანართებში.

ინფორმაცია: აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ღირებულების გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს მყიდველის მიერ, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში.

პირობა

სააუქციონო პირობები:

 1. შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის’’ (ს/კ N212917183) განვითარებისათვის მყიდველმა ყოველწლიურად უნდა უზრუნველყოს, ფეხბურთის განვითარების ფონდის არსებობის, ფუნქციონირების შემთხვევაში არანაკლებ 1,5 მლნ. ლარის ინვესტირება, მათ შორის პირდაპირი ინვესტირების გზით ან სპონსორის მოზიდვით (ფონდიდან მისაღები თანხების გარეშე) უნდა უზრუნველყოს 500 000 ლარის ინვესტირება დამოუკიდებლად. 2017 წლის ვალდებულება, მიუხედავად არასრული კალენდარული წლისა, სრულად უნდა შესრულდეს 2018 წლის 1 იანვრამდე რაც გულისხმობს, მყიდველის მიერ 500 000 ლარის პირდაპირი გზით ინვენსტირებას, გარდა ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიღებული თანხებისა;

2. ფეხბურთის განვითარების ფონდიდან დაფინანსების შეწყვეტის ან შემცირების შემთხვევაში, მყიდველის მიერ უნდა განხორციელდეს პირდაპირი ინვესტირების გზით ან სპონსორის მოზიდვით, შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი“-სათვის, არანაკლებ 1,5 მლნ ლარით დაფინანსება, მე-3 პუნქტში განსაზღვრული მიმართულებებისათვის;

3. მყიდველის მიერ ინვესტირებული (მ.შ.ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამიდან გამოყოფილი დაფინანსების) თანხა გაიხარჯოს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის’’ (ს/კN212917183) თანამშრომლების, ფეხბურთელების შრომის ანაზღაურებისათვის, ფეხბურთელების შეძენისათვის, შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის’’ (ს/კ N212917183) ტორპედო ქუთაისის ბაზაზე საფეხბურთო სკოლა-აკადემიის და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისათვის;

4. მყიდველმა ყოველწლიურად უზრუნველყოს შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის’’ (ს/კ N212917183) საქართველოს ეროვნული უმაღლესი ლიგის ჩემპიონატში მონაწილეობისათვის პირობების დაკმაყოფილება და შესაბამისი ლიცენზიის მოპოვება/შენარჩუნება, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობისათვის

5. მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს საფეხბურთო სკოლა-აკადემიის და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება (წელიწადში 100-200 ბავშვზე), ოფიციალური მატჩებისა და სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, ფიფას, უეფას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულებებით დადგენილი პირობების შესაბამისად;

6. მყიდველი ვალდებულია არ შეცვალოს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის’’ (ს/კ N212917183) სპორტული პროფილი - ,,ფეხბურთი’’;

7. მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის’’ (ს/კ N212917183) ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოშობილი კრედიტორული დავალიანებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში (თან ერთვის ფინანსური დოკუმენტაცია);

8. მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ საფეხბურთო კლუბმა შეასრულოს უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დადგენილი საკლუბო ლიცენზირების სავალდებულო მოთხოვნები და სხვა სტანდარტები; 

9. მყიდველი ვალდებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის’’ (ს/კ N212917183) განვითარებისათვის, შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი“-ში ჩარიცხული თანხების დამადასტურებელი დოკუმენტები (საგადასახადო დავალება), ვალდებულების დადგომის ბოლო დღიდან 10 (ათი) დღის ვადაში;

10. მყიდველი ვალდებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს, საქართველოში ლიცენზირებული აუდიტის დასკვნა, საპრივატიზებო პირობის/პირობების შესრულების შესახებ, ვალდებულების დადგომის ბოლო დღიდან 3 (სამი) თვის ვადაში;

11. ერთ-ერთი საპრივატიზებო პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მყიდველმა დაუყონებლივ უნდა დაუბრუნოს გამყიდველს შეძენილი შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის’’ (ს/კ N212917183) 100%-იანი წილი და დანართში მითითებული ძირითადი საშუალებები, ყოველგვარი დავალიანების გარეშე; 

;