|
![]() |
კატეგორია:
არასასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში მდებარე 45. კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
განაცხადის #:36656CWP43874317 აუქციონის #: 36656 ლოტის #: 438743 საქმის ნომერი: 2 რაოდენობა: 45 დაწყება/დასრულება: 22/05/2017 11:00 - 05/06/2017 12:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 24 ბიჯი საგარანტიო თანხა: 170.00GEL
დასრულების დრო: 05.06.2017 12:14:00
გაყიდვის ფასი : 1892.5000 GEL
საწყისი ფასი: 212.5 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 70.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: ონის მუნიციპალიტეტი მისამართი: საქართველო, ონის რაიონში, დავით აღმაშენებლის ქ. N40 ტელეფონი: 971- |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სოფელი გლოლა | საქმის ნომერი | 2 | ბრძანების ნომერი | 63 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ონი | რაოდენობა | 45 | მიწის ფართობი(მ²) | 45.00 | საკადასტრო კოდი | 88.02.24.001 | Rs რუკის მხარდაჭერა | + | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 15 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 60 | ამონაწერი საჯარო რეესტრიდან | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFECCzuAb3v3ic5Sre2PjSteICDR2nqLhtzUk3Z]Mnojt | შეფასების თანხა | 212.5 | საკადასტრო რუკა | http://maps.napr.gov.ge/#zoom=18&lat=42.70074&lon=43.63654&layers=00000000FFTFFFFFFFFFFFFT00B0F | ზომის ერთეული | კვადრატული მეტრი |
აღწერილობა
|
აღწერილობა |
ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
| ||
მოკლე აღწერილობა | ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში მდებარე 45. კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე დამაგრებული ნანგრევით. | ||
პირობა |
აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.
. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები
1.1. ელექტრონული აუქციონის ფორმით ონის მუნიციპალიტეტის (შემდგომში „მუნიციპალიტეტი“) ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა) შემძენი შეიძლება იყოს, საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას - კანონით განსაზღვრული პირი.
1.2. ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების/საკუთრებაში არსებული აქციების და წილების სარგებლობაში/მართვის უფლებით მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი.
1.3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) ვებგვერდზე www.eauction.ge დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან რო¬გორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები);
ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მათზე თანხმობის გაცხადება.
გ) პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, ელექტრონული აუქციონის პირობების გაცნობა;
დ) საბანკო დაწესებულების მეშვეობით, აგრეთვე, „ინტერნეტბანკინგის“, საბანკო პლასტიკური ბარათისა და სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით, „ბე“-ს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად). აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონების პრივატიზებისთვის/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, „ბე“ უნდა გადაიხადოს ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია წარმოადგინოს/გააქტიუროს (ელექტრონულად) თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.
1.4. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეიძლება, უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ დარღვეულია „1.3.“ პუნქტის მოთხოვნები.
2. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
2.1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, რომელიც აკმაყოფილებს „1.3.“ პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატების შემთხვევაში, იძენს ელექტრონულ აუქციონში მონაწილის სტატუსს
2.2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინ რეჟიმში.
2.3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.
2.4. ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი შესაბამის ვებგვერდზე გამოცხადების მომენტი.
2.5. ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირს, რომელსაც სურს საწყისი საპრივატიზებო საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატებას), რომელიც, ასევე, ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გაყიდულად (სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულად) აუქციონის იმ მონაწილეზე, რომლის მიერაც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.
2.6. თუ ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს ელექტრონული აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება 2 წუთით, დასრულების მითითებული მომენტიდან. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული დროის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო ფასის შემთავაზებელი პირი.
2.7. ვაჭრობის დასრულებისას, გამარჯვებულსა და ელექტრონული აუქციონის სხვა მონაწილეებს, ელექტრონული გზით (მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე), გაეგზავნებათ ინფორმაცია ელექტრონული აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
2.8. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, ელექტრონული გზით, ეცნობება საბოლოო ღირებულების სრულად გადახდის თარიღი და ქონების გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ბე აუქციონში დამარცხებულს უბრუნდება მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, ხოლო საბანკო გარანტია დამარცხებულს უბრუნდება მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
2.9. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
2.10. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება.
2.11. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, აგრეთვე, სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“განსაზღვრული წესი და პირობები.
3. მხარეთა უფლება-მოვალეობები
3.1. აუქციონატორი (მუნიციპალიტეტი) უფლებამოსილია:
ა) ნებისმიერ დროს შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი და ელექტრონული აუქციონის პირობები (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) და განათავსოს შესაბამის ვებგვერდზე;
ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან აუქციონატორს;
გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით;
დ) ელექტრონული აუქციონის პროცესში რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები.
3.2. აუქციონატორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეს, მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესითა და ელექტრონული აუქციონის პირობებით (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) აღარ სურს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.
3.3. აუქციონატორი ვალდებულია, კანონით დადგენილი წესით, გადასცეს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში – საკუთრების უფლება ვალდებულებებთან ერთად).
3.4. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი უფლებამოსილია:
ა) შეიძინოს მუნიციპალიტეტის ქონება;
ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.
5. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია:
ა) დაიცვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესები;
ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, დადგენილი წესით დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები.
4. ანგარიშსწორება
4.1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკინგის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათითა და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებით. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა შესაძლებელია როგორც გააქტიურებით (ელექტრონულად), ასევე წარდგენის საშუალებით.
4.2. ელექტრონული აუქციონის შესაბამის ვებგვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების გადახდის, ასევე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და აუქციონატორის შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრ(ებ)ის მითითებით.
4.3. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა ხორციელდება, ამ წესის გათვალისწინებით, აუქციონატორის მიერ განსაზღვრული წესით, საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკინგის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათითა და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებით.
4.4. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ გადახდილი მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულება ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
5. გარიგების გაფორმება და ქონების მიმღების პასუხისმგებლობა
აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი, ქონების მიმღების ვალდებულებები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღების პასუხისმგებლობის წესი და პირობები, დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“.
|
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |