ამობეჭდვის თარიღი: 03.05.2025 03:53:12
კატეგორია: ხაზოვანი ნაგებობა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ყურადღება! აუქციონი შეწყვეტილია განმკარგავი ორგანიზაციის ოფიციალური მომართვის საფუძველზე. უმოქმედო გაზსადენი "სართიჭალა-პატარძეული" 219 დიამ
განაცხადის #:31917CGN43777417
აუქციონის #: 31917
ლოტის #: 437774
დაწყება/დასრულება: 16/05/2017 18:00 - 05/06/2017 18:00
ლოტის სტატუსი: შეწყვეტილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 39326GEL
მიმდინარე ფასი : 262170 GEL
საწყისი ფასი: 262170 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 2622 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ისანი-სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილი, №21
ტელეფონი: 995-322244040(514)
თვისებები
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)კახეთის გზატკეცილი 21Rs რუკის მხარდაჭერა-
შეფასების თანხა262170ზომის ერთეულიმეტრი
;
აღწერილობა
აღწერილობა

სარეალიზაციო ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში. მითითებული მისამართი წარმოადგენს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" იურიდიულ მისამართს.

სარეალიზაციო ობიექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ კორპორაციის მომარაგებისა და ლოჯისტიკის დეპატრამენტის უფროსს ნოდარ ქუბრიაშვილს. ტელ: 2244040/585 მობ. 577053636

მოკლე აღწერილობაყურადღება! აუქციონი შეწყვეტილია განმკარგავი ორგანიზაციის ოფიციალური მომართვის საფუძველზე.
სარეალიზაციო ობიექტის დასახელება ექსპლუატაციაში მიღების წელი დიამეტრი მმ სიგრძე მეტრი კედლის სისქე ნომინალური მმ მდგომარეობა
"გაზსადენი  (სართიჭალა-პატარძეული)" 1980 219 17300 8 მიწისქვეშა(უმოქმედო)
პირობა

1.      ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირს უფლება აქვს:

ა) აუქციონში მონაწილეობის მიღებამდე გამოითხოვოს სარეალიზაციო ობიექტთან დაკავშირებული, კორპორაციის ხელთ არსებული ინფორმაცია;

ბ) კორპორაციის წარმომადგენელთან ერთად/გარეშე ადგილზე დაათვალიეროს სარეალიზაციო ობიექტი;

გ) საკუთარი ხარჯებით აზომოს მეტალის დეტექტორის საშუალებით და მოახდინოს წერტილოვანი გათხრები, მოქმედი კანონმდებლობის ნორმებთან შესაბამისობაში;

2.      ლოტზე „ბე“-ს სახით შესატანი თანხის გადახდა უნდა მოხდეს,  აუქციონის დასრულებამდე არაუგვიანეს 5 (ხუთი) წუთით ადრე (www.eauction.ge-ის საიტზე განთავსებული პირობების შესაბამისად);

3.      ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირსა და სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება (www.eauction.ge-ის საიტზე განთავსებული პროექტის შესაბამისად) გაფორმდება ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში;

4.      თუ აუქციონში გამარჯვებული, ფიზიკურ ან იურიდიული პირი დადგენილ ვადებში არასაპატიო მიზით არ გააფორმებს ხელშეკრულებას სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“ აუქციონში გამარჯვებულს ერთმევა (უუქმდება) გამარჯვებულის სტატუსი და მის მიერ გადახდილი ბე-ს თანხა სრულად დარჩება კორპორაციას;

5.      ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში სრულად უნდა იქნეს გადახდილი ქონების ღირებულება და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ მხარეთა შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი;

6.      ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ქონებაზე საკუთრების უფლებას მოიპოვებს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და საჯარო რეესტრში ქონების მის სახელზე რეგისტრაციის შემდეგ; 

7.      თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული მიიღებს გადაწყვეტილებას შეძენილი ქონების დემონტაჟის თაობაზე, დემონტაჟის უფლება მას მიენიჭება მხოლოდ მე-6 პუნქტში გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შემდგომ;

8.      აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა პირობები და აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე მხარეთა უფლებამოვალეობანი (რომელსაც არ მოიცავს სააუქციონო განაცხადი და ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტი) დარეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

;