ამობეჭდვის თარიღი: 07.05.2025 04:11:54
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიას საჯარო სკოლის ძველი შენობის; სახელოსნოსა და საწყობის შენობების დემონტაჟი
განაცხადის #:94968NAH43472117
აუქციონის #: 94968
ლოტის #: 434721
დაწყება/დასრულება: 20/06/2017 15:30 - 27/06/2017 18:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 200.00GEL
მიმდინარე ფასი : 600.00 GEL
საწყისი ფასი: 600.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლა
მისამართი: ქ.ტყიბული / სოფ.ციხია
ტელეფონი: 995-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელი ციხიაქვეყანასაქართველო
შენობის ფართობი(მ²)327საკადასტრო კოდი39.09.26.045
Rs რუკის მხარდაჭერა-
;
აღწერილობა
აღწერილობა

საკონტაქტო პასუხისმგებელი პირი: სკოლის დირექტორი ეკა აბესაძე 

ტელ: 595400739

მოკლე აღწერილობა

სადემონტაჟო ობიექტის ქვეშ განთავსებული ტერიტორია განთავსებულია  ტყიბულის რაიონში; სოფელ ციხია-ში. სკოლის ძველი შენობა, სახელოსნოს შენობა და საწყობის შენობა წარმოადგენენ ხის სრულად ამორტიზებულ ნაგებობებს, რომლებიც აღდგენას არ ექვემდებარებიან. სადემონტაჟო პროექტი ითვალისწინებს   სამივე შენობის სრულ დემონტაჟს და ტერიტორიის მოსუფთავებას. 

შენობა-ნაგებობების დემონტაჟზე ნებართვა გაცემულია  ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 22 მარტის N47 244 ბრძანებით.

პირობა1.სსიპ ტყიბულის  მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის  საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს, სკოლის ძველი შენობის , სახელოსნოსა და დამხმარე ნაგებობების სადემონტაჟო საუშაოებზე, შენობა ნაგებობების დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით.  სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, დემონტაჟის ხანგრძლივობა განისაზღვრა 7 კვირის  პერიოდით,  I კვირა ეთმობა მოსამზადებელ სამუშაოებს. მეორე  კვირიდან დაიწყება არსებული სახურავის მოსახსნელად მის ქვეშ დროებითი გამაგრება ხის მასალით  და შემდეგ ჩამონგრეული სახურავების დემონტაჟი სამივე შენობაზე; სახურავებზე თავდაპირველად იწარმოებს  აზბესტოცემენტის შიფერის  მოხსნა და მოხსნის პარალელურად  მათი   შეფუთვა ორმაგი პოლიეთილენით,  მათი გატანა სპეც. ნაგავსაყრელზე და მიწაში ჩამარხვა. სახურავების ფენილის დემონტაჟის შემდეგ დაიწყება ხის სანივნივე სისტემის დემონტაჟი შემდეგ კარ-ფანჯრების; ღიობების; კედლების, იატაკების, კიბეების  და ა. შ  სამივე ნაგებობის   სრული დემონტაჟი ზემოდან ქვევით საძირკვლის ძირის ნიშნულებამდე.

 ბოლო კვირეებში განხორციელდება დემონტირებული მასალის საბოლოო გატანა მოედიდან და ტერიტორიის გასუფთავება მომზადება ჩაბარებისათვის.

2.პრეტედენტმა სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი „ სსიპ ტყიბულის  მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლის ძველი შენობის , სახელოსნოსა და საწყობი შენობა   ნაგებობების  სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით.

3.დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

4 .აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის შედეგად მისაღებ მეორად სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით

5.გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ინფორმაცია მინიმუმ ბოლო ერთწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების ან ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი და ერთი წლის განმავლობაში10000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი

6.გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებელად სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზების პროექტში გათვალისწინებული შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები.

7.აუქციონში გამარჯვებულმა  საპრივატიზებო თანხა  სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით  ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციულიბანკების მიერ გაცემული  უპირობო და გამოუხმობადი საბანკო   გარანტიისმოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას.

8.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან გონივრულ  ვადაში  წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, ფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას.

9.  თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;

10.    თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ  წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში;

11.  ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

12.  სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.

მიმაგრებულ  ფაილებში იხილეთ დემონტაჟთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაცია და  “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება.

;