ამობეჭდვის თარიღი: 06.05.2025 22:15:32
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟი
განაცხადის #:94567MXO43470717
აუქციონის #: 94567
ლოტის #: 434707
დაწყება/დასრულება: 11/05/2017 17:00 - 17/05/2017 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 3000GEL
დასრულების დრო: 17.05.2017 17:00:00
გაყიდვის ფასი : 9810.0000 GEL
საწყისი ფასი: 9800 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლა
მისამართი: ქ.წყალტუბო / ს.წყალტუბო
ტელეფონი: 995-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელი წყალტუბოქვეყანასაქართველო
ქალაქიწყალტუბოშენობის ფართობი(მ²)1472
საკადასტრო კოდი29.14.37.030Rs რუკის მხარდაჭერა+
;
აღწერილობა
აღწერილობა

საკონტაქტო პირი : ზურაბ მამარდაშვილი

ტელ:577 96 55 75

email: mamardashvili.zurab@gmail.com

მოკლე აღწერილობა

წყალტუბოს   მუნიციპალიტეტის    სოფ.   წყალტუბოს   საჯარო    სკოლის    შენობა (01),გაბარიტული ზომებით ღერძებში38x44  მ,შედგება  1961  წელს   აშენებული  ძველი  შენობისგან   და  მასთან  1975  წელს  მიშენებული  ორი  ფლიგელისგან.

   დამრეც  რელიეფზე  მდგარი  შენობის  აღმოსავლეთი  ნაწილი   ორსართულიანია, დასავლეთი  ნაწილი-ერთსართულიანი.  სკოლის  შენობა   ფლეთილი  ქვით  და  დაბალი  მარკის  წვრილი  თლილი   ბლოკითაა  ნაშენი.  ძველი   შენობის  პერიმეტრული  კედლები  40  სმ  სისქისაა. შიდა  მზიდი  კედლების   სისქე - 20  სმ.   მიშენებული   ფლიგელების   კედლების  სისქე   20  სმ.  სკოლის  პერიმეტრული  კედლების  შუაკედლისების   სიგანე  ბევრ  ადგილას  60  სმ-ს  არ  აღემატება. ანტისეისმური  რ/ბ   სარტყლები  არ  არის   მოწყობილი  კედლების   მთელ  პერიმეტრზე.  შენობის  გადახურვები ,  დახურვა  და  სახურავი  ხისაა.  სახურავი  დაფარულია  თუნუქით.  სკოლის  შენობის  აღმოსავლეთ   ნაწილის   კედლებს  აღენიშნება   ბზარები  და  დეპლანირება   თავდაპირველი  სიბრტყიდან. ჩამოშლილია  შენობის  აღმოსავლეთი  ფასადის   კედლის  ნაწილი.არსებობს   ამ  კედლის   მთლიანად   ჩამონგრევის   საშიშროება.  აღინიშნება   ჭერის   კონსტრუქციის   დაზიანება(ჩამოღუნვა).    

  კონსტრუქციული    დარღვევებით    ნაშენი  ,  დაზიანებული   სკოლის   შენობა  სადემონტაჟოა.

პირობა

 სსიპ – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლა აცხადებს დემონტაჟის აუქციონს სკოლის ტერიტორიაზე არსებული 1472 კვ.მ.-ის წყალტუბოს  სკოლის ძველი  შენობის  სადემონტაჟო საუშაოებზე, შენობა–ნაგებობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით.   შენობის    დემონტაჟის  ხანგრძლივობა განსაზღვრულია და შეადგენს სამუშაოების დაწყებიდან         3 თვეს, მათ შორის მოსამზადებელი პერიოდის ხანგრძლივობა-0,3 თვე.
   ცალკეულ სადემონტაჟო სამუშაოთა ტექნოლოგიური თანამიმდევრობა და ხანგრძლივობა მოცემულია „სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარულ გეგმა“-ში. 

1. პრეტედენტმა 1472 კვ.მ. სკოლის შენობა–ნაგებობის  დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი  სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. წყალტუბოს საჯარო სკოლის სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის მოთხოვნათა დაცვით და წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ 2017 წლის 03 აპრილს გაცემული ნებართვის N31/1272 შესაბამისად (იხ. მიმაგრებული ფაილები).

2. დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

3.  აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებადემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგებისდა გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით.

4. გამარჯვებული ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს  ინფორმაცია მინიმუმ ბოლო სამწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით, ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი და ერთი წლის განმავლობაში 50000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებელად სადემონტაჟო სამუშაოთა პროექტში ჩამოთვლილი შესაბამისი საჭირო მანქანა-მექანიზმები და სატრანსპორტო საშუალებები.

6. აუქციონში გამარჯვებულმა  საპრივატიზებო თანხა  სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.  ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული  უპირობო და გამოუხმობადი საბანკო  გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას.

7. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან გონივრულ ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რომელიც შემდგომ დასადასტურებლად გადაეცემა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს. სსიპ  საგანმანათლებლო  და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს თანხმობის "გამყიდველისათვის" წარდგენის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, გაფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება–ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას.

;