ამობეჭდვის თარიღი: 06.05.2025 19:56:04
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლის ძველი შენობის დემონტაჟი
განაცხადის #:90793MDI43290117
აუქციონის #: 90793
ლოტის #: 432901
დაწყება/დასრულება: 04/05/2017 10:20 - 09/05/2017 15:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1202 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 450.31GEL
დასრულების დრო: 09.05.2017 15:16:00
გაყიდვის ფასი : 16523.1000 GEL
საწყისი ფასი: 4503.1 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლა
მისამართი: ლაგოდეხის რაიონი / ს.ნინიგორი
ტელეფონი: 995-595928030
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელი ნინიგორიქვეყანასაქართველო
ქალაქილაგოდეხიშენობის ფართობი(მ²)600
საკადასტრო კოდი54.04.56.296Rs რუკის მხარდაჭერა-
;
აღწერილობა
აღწერილობა

საკონტაქტო პირი: თებრონე სულაძე 

ტელ:959 92 80 30

მოკლე აღწერილობა

არსებული სკოლის ძველი შენობის  არის ერთსართულიანი "П"-ფორმის გაბარიტული ზომით 30მx20მ (ნაკერების გარეშე). შენობა აშენებულია 1948 წელს. კედები წითელი აგურითაა ნაშენი, საძირკველი-ქვის რიყის წყობის , გადახურვები ხის კონსტრუქციის. ძველი შენობის მარჯვენა ფრთაში (ძირითადი შენობის მომიჯნავე), რომელიც სკოლის ძირითად შენობასთან ერთად საერთო სახურავის ქვეშა მოქცეული.

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული ძველი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი ხელშეკურლების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში, თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტის შესაბამისად. შენობის საერთო ფართი შეადგენს 30მx20მ , შენობის დემონტაჟზე გაცემულია თანხმობა სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ბრძანება N1390 08/12/2016  წელი.

სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები.

პირობა                                                
  1. სადემონტაჟო ძველი შენობის "ნულისქვეშა" კონსტრუქციული ნაწილის დემონტაჟის დაწყებამდე დემონტაჟის შემსრულებელმა ორგანიზაციამ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს სკოლის არასადემოტაჟო შენობის და სადემონტაჟო ძველი შენობის ურთიერთმომიჯნავედ განლაგებული საძირკვლების ტექნიკური მდგომარეობისა და განლაგების დონეების შესწავლა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ.
  2. სსიპ – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს, სკოლის ძველი ერთსართულიანი "П"-ფორმის გაბარიტული ზომით 30მx20მ (ნაკერების გარეშე)  შენობა–ნაგებობის სადემონტაჟო საუშაოებზე, შენობა–ნაგებობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დეონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით დარჩენილ სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში, მათ შორის 0,5 თვე მოსამზადებელი სამუშაოებისთვის.
  3. პრეტედენტმა სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლის ძველი შენობის - სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის N1390   08/12/2016   შესაბამისად.
  4. დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
  5. აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის შედეგად მისაღებ მეორად სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით.
  6. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ინფორმაცია მინიმუმ ბოლო სამწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების ან ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი და ერთი წლის განმავლობაში 50000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.        
  7. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებელად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები.
  8. აუქციონში გამარჯვებულმა  საპრივატიზებო თანხა  სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთისამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით  .ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიაასეთ შემთხვევაშისაქართველოს კომერციულიბანკების მიერ გაცემული  უპირობო დაგამოუხმობადი საბანკო   გარანტიისმოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას.
  9.  ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებების დასადასტურებლად,გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში,რომელიც შემდგომ დასადასტურებლად გადაეცემა "სსიპ სამეცინიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს".სსიპ "სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების საგენტოს თანხმობის "გამყიდველისათვის" წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, გაფორმდეს სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას.                                                               
;