ამობეჭდვის თარიღი: 29.03.2024 05:07:32
კატეგორია: არასაცხოვრებელი ფართი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, მ. აბაშიძის ქუჩა N25 მდებარე 2 424,7 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის (ს/კ: 05.22.26.009.01.506), 148,7 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის (ს/კ: 05.22.26.009.01.501), 72,8 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის (ს/კ: 05.22.26.009.01.502), 21,2 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის (ს/კ: 05.22.26.009.01.503, ჯამში: 2 667,4 კვ.მ ფართი) და ქ. ბათუმში, მ. აბაშიძის ქუჩა N25 მდებარე ეროვნული ბანკის ყოფილ შენობასთან დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის ერთ ლოტად, პრივატიზების მიზნით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონი
განაცხადის #:8BC117
აუქციონის #: 8
ლოტის #: 1
დაწყება/დასრულება: 13/04/2017 13:00 - 27/04/2017 17:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 3000000GEL
მიმდინარე ფასი : 15000000 GEL
საწყისი ფასი: 15000000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 300000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
მისამართი: 6118. ქ. ბათუმი. კომახიძის 119.
ტელეფონი: 971-422273510
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ. ბათუმი, მ. აბაშიძის ქუჩა N25/კ. გამსახურდიას ქ.N12კონდიციონერი-
შენობის ფართობი(მ²)2667.4საკადასტრო კოდის/კ 05.22.26.009.01.506, ს/კ: 05.22.26.009.01.501, ს/კ: 05.22.26.009.01.502, ს/კ: 05.22.26.009.01.503.
გუგლის კოორდინატებიhttps://www.google.com/maps/d/edit?mid=zDfi2gZxgb-E.k8NHBGRQ2i_Y&usp=sharingRs რუკის მხარდაჭერა-
წყალი და კანალიზაცია+ელექტრო მომარაგება+
ბუნებრივი გაზი-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება+
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობაძველი გარემონტებული
ლიფტი-ბუხარი-
ავეჯი-აივანი+
ქვეყანასაქართველოქალაქიბათუმი
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-გათბობა-
სათავსო+გადახდის პერიოდი730
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა776ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
;
აღწერილობა
აღწერილობა

შენიშვნა: უძრავი ქონების პრივატიზების შემთხვევაში ს/კ: 05.22.26.009.01.503 და ს/კ: 05.22.26.009.01.504 უძრავი ქონების სარგებლობის შესახებ N41 ხელშეკრულების  6.3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავი ქონების მოსარგებლე ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სამინისტროს შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოფს ფართის გამოთავისუფლებას, ხოლო რაც შეეხება   21,2 კვ.მ (ს/კ: 05.22.26.009.01.503) არასაცხოვრებელ ფართს, მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს  საქველმოქმედო ფონდი "საქართველოს კარიტასი"-ს მიერ  იჯარით აღებული ფართის სარგებლობის უფლება უზრუნველყოს ხელშეკრულების ვადის გასვლამდე (დასაშვებია საქველმოქმედო ფონდი "საქართველოს კარიტასი"-სა და ქონების შემძენს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სარგებლობის ვადაში შეტანილ იქნას ცვლილებები).

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონზე 577 90 60 23 ია ზაქარაძე

მოკლე აღწერილობა

ქ. ბათუმში, მ. აბაშიძის ქუჩა N25/კ. გამსახურდიას ქ.N12-ში მდებარე 2 424,7 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (ს/კ: 05.22.26.009.01.506), 148,7 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (ს/კ: 05.22.26.009.01.501), 72,8 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (ს/კ: 05.22.26.009.01.502), 21,2 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (ს/კ: 05.22.26.009.01.503; ჯამში: 2 667,4 კვ.მ ფართი) და ქ. ბათუმში, მ. აბაშიძის ქუჩა N25 მდებარე ეროვნული ბანკის ყოფილი შენობასთან დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარი (დანართი N1).

- უძრავ ქონებას გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

- შენობის გუმბათზე დამონტაჟებული საათი წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.

- შენობის პირველ სართულზე არსებული 148,7 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (ს/კ: 05.22.26.009..01.501) და 72,8 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (ს/კ: 05.22.26.009.01.502)  2015 წლის 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად სარგებლობაში გადაცემულია 2 წლის ვადით.  

- შენობის პირველ სართულზე არსებული 21,2 კვ.მ (ს/კ: 05.22.26.009.01.503) არასაცხოვრებელი ფართი 2014 წლის 1 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად სარგებლობაში გადაცემულია 5 წლის ვადით. 

პირობა

ა) ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში ნასყიდობის საფასურის (გარდა „ბე“-ს ან საბანკო გარანტიისა, რომელიც ჩაირიცხება შესაბამის ბიუჯეტში აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში და რომელიც ითვლება ანგარიშსწორებისას) გადახდა თანაბარწილად ყოველ 6 (ექვსი) თვეში; 
ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემული ქონების (ძეგლის) მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით  შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენა; 
გ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში განთავსებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საათის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან  გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენა; 
დ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში არანაკლებ 25 (ოცდახუთი) ნომრიანი სასტუმროს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის ამოქმედება;
ე) აღნიშნულ პროექტში ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში არანაკლებ 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარის ინვესტიციის  განხორციელება; 
ვ) საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში არანაკლებ 25 (ოცდახუთი) ნომრიანი სასტუმროს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის ამოქმედებიდან 2 (ორი) თვის ვადაში, მყიდველის ან/და მესამე პირის მიერ, არანაკლებ 50  (ორმოცდაათი) მოქალაქის დასაქმება,  სადაც დასაქმებულთა არანაკლებ  90%-ს უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეები; 
ზ) სასტუმროს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის პროფილის და დასაქმებულთა რაოდენობის მუდმივად 20 (ოცი) წლის ვადით შენარჩუნება.

აუქციონის ჩატარების პირობები:იხილეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 5 მაისის N103  ბრძანებით დამტკიცებული ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი’’

საუკეთესო წინადადებების გამოვლენის კრიტერიუმად განისაზღვროს:მაქსიმალური გასაყიდი ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს დამატებული არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობა (ქონება ითვლება პრივატიზირებულად  ელექტრონულ აუქციონში საბოლოო თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე).

;