ამობეჭდვის თარიღი: 06.05.2025 16:08:16
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლის საქვაბე შენობის დემონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოები
განაცხადის #:86842LFU42382117
აუქციონის #: 86842
ლოტის #: 423821
დაწყება/დასრულება: 10/04/2017 13:00 - 15/04/2017 16:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 200GEL
დასრულების დრო: 15.04.2017 16:00:00
გაყიდვის ფასი : 20.0000 GEL
საწყისი ფასი: 10 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლა
მისამართი: ხარაგაულის რაიონი / ს. ნადაბური
ტელეფონი: 995-
თვისებები
Rs რუკის მხარდაჭერა-ქვეყანასაქართველო
შენობის ფართობი(მ²)35.84საკადასტრო კოდი36.20.32.031
;
აღწერილობა
აღწერილობა
 საკონტაქტო ინფორმაცია: დოდო ხაჩიძე 595 13-28-12
მოკლე აღწერილობა

 არსებული საქვაბის  შენობა არის ერთსართულიანი, მართკუთხედის ფორმის, ზომებით ღერძებში 6x6მ. შენობა აშენებულია 1975 წელს. საძირკვლები-მონოლითური  რკ/ ბეტონის; მზიდი კედლები - თეთრი აგურის; დახურვა-ანაკრები რკ/ბეტონის ღრუტანიანი ფილებით;სახურავი - ბრტყელი. საქვაბეს გააჩნია 16მ სიმაღლის ლითონის საკვამლე მილი. 

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს სსიპ -ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული საქვაბის შენობა–ნაგებობის დემონტაჟი ხელშეკრუელბის გაფორმებიდან 1,5 თვის ვადაში, თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტის შესაბამისად. შენობის საერთო ფართი შეადგენს 35.84 კვ.მ. შენობის დემონტაჟზე გაცემულია თანხმობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ბრძანება N49 52 14/01/2016წ.

 სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოს აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები.

პირობა

სსიპ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს 35.84 კვ.მ საქვაბე შენობა–ნაგებობის სადემონტაჟო საუშაოებზე, შენობა–ნაგებობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დეონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით დარჩენილ სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1,5 თვის ვადაში, მათ შორის 4 დღე მოსამზადებელი სამუშაებისთვის.

1. პრეტედენტმა საქვაბის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლის საქვაბის დემონტაჟი – სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის N49 52  14/01/206 შესაბამისად.(იხ. მიმაგრებული ფაილი).

2. დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

3.  აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლასთან გააფორმოს  შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის შედეგად მისაღებიმეორადი სამშენებლო მასალების(მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით.

4. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს  ინფორმაცია მინიმუმ ბოლო ერთწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებდამოწმებული ხელმოწერით ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი და ერთი წლის განმავლობაში 20000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებელად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების მოყვანა.

6. აუქციონში გამარჯვებულმა  საპრივატიზებო თანხა  სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთისამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.  ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიაასეთ შემთხვევაშისაქართველოს კომერციულიბანკების მიერ გაცემული  უპირობო დაგამოუხმობადი საბანკო  გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას.

7. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რომელიც შემდგომ დასადასტურებლად გადაეცემა სსიპ "სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს".  სსიპ "სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს თანხმობის "გამყიდველისათვის" წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, გაფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება–ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას.

;