ამობეჭდვის თარიღი: 06.05.2025 16:05:19
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლა
განაცხადის #:75941IZC41964517
აუქციონის #: 75941
ლოტის #: 419645
დაწყება/დასრულება: 24/03/2017 13:00 - 07/04/2017 13:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 4090 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 10GEL
დასრულების დრო: 07.04.2017 13:00:00
გაყიდვის ფასი : 41000.0000 GEL
საწყისი ფასი: 100 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლა
მისამართი: ქ.ზუგდიდი / სოფ. ჭითაწყარი
ტელეფონი: 995-
თვისებები
Rs რუკის მხარდაჭერა+ქვეყანასაქართველო
ქალაქიზუგდიდისაკადასტრო კოდი43.14.41.005
ზომის ერთეულიკვადრატული მეტრი
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

მოკლე აღწერილობა

დემონტაჟს ექვემდებარება სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის ბალანსზე არსებული სკოლის სპორტული დარბაზის( 229,36კვ.მ), სასადილოსა(337,36) და გადასასვლელი(132,59) ერთ სართულიანი შენობები. კონსტრუქციული ელემენტების მოკლე აღწერა: ლენტური, ანაკრები ცოკოლის ბლოკები, სილიკატური აგური, რ/ბეტონის ღრუტანიანი ფილები, არმატურა და სხვა რკინის პროფილები.

შენობის დემონტაჟზე გაცემულია თანხმობები:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ;

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ და

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის  24.02.2017წლის #602 ბრძანება.

შენობა მდებარეობს სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე. მისამართი: ზუგდიდი, სოფელი ჭითაწყარი.

საკონტაქტო პირი: მანანა ვართაგავა 577 17 74 76

პირობა

სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლა აცხადებს სკოლის სპორტული დარბაზის, სასადილოსა და გადასასვლელი შენობების დემონტაჟის აუქციონს.  დემონტაჟის განხორციელებისას მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით. სამუშაოები განხორციელდეს სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, სამუშაოს დაწყებიდან 3 თვის ვადაში, მათ შორის მოსამზადებელი პერიოდის ხანგრძლივობა 0,5 თვე.

1. გამარჯვებულმა ორგანიზაციამ სკოლის სპორტული დარბაზის , სასადილოსა და გადასასვლელი შენობების დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის  სპორტული დარბაზის, სასადილოსა და გადასასვლელის შენობების სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის მოთხოვნათა დაცვით.

2. დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს ,, მშენებლობის ნებართვის გაცემისა და  სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

3. აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის შედეგად მისაღებ მეორად სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით.

4. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები.

5. გამარჯვებულმა კომპანიამ  დემონტაჟის პერიოდში გადაიხადოს მის მიერ გახარჯული კომუნალური (ელექტროენერგიის) გადასახადები.

6. დემონტაჟის დაწყებამდე დემონტაჟის შემსრულებელმა ორგანიზაციამ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს სკოლის სასწავლო შენობისა და გადასასვლელი შენობის ურთიერთმომიჯნავედ განლაგებული საძირკველების ტექნიკური მდგომარეობისა და  განლაგების დონეების შესწავლა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს სასწავლო შენობის საძირკველების გამაგრება-გაძლიერება.

7. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან გონივრულ ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რომელიც შემდგომ დასადასტურებლად გადაეცემა  ,,სსიპ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს თანხმობის „გამყიდველისათვის“ წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, გაფორმდეს სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოედგენს ,,მყიდველის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დადასტურებას.

;