|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის საქვაბე შენობის დემონტაჟი
განაცხადის #:71558IBG41909517 აუქციონის #: 71558 ლოტის #: 419095 დაწყება/დასრულება: 24/03/2017 17:00 - 10/04/2017 18:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 100GEL
მიმდინარე ფასი :
0 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლა მისამართი: ოზურგეთის რაიონი / ს.ნარუჯა ტელეფონი: 995- |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | დაბა ნარუჯა | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ოზურგეთი | შენობის ფართობი(მ²) | 54.00 | საკადასტრო კოდი | 26.27.07.064 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | შეფასების თანხა | 0 | ზომის ერთეული | კვადრატული მეტრი |
აღწერილობა
|
აღწერილობა | საკონტაქტო ინფორმაცია: მედეა ობოლაძე 577 93 11 03 |
მოკლე აღწერილობა | შენობა წარმოადგენს ერთსართულიან წვრილპემზაბეტონისბლოკოვან კომპლექსური ტიპის ნაგებობას, რომლის ზომებია 6.0X9.0(მ). საძირკველი ბეტონისაა, გადახურვა მოწყობილია რკ.ბეტონის წიბოვანი ფილებით. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს სსიპ - სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული საქვაბის შენობა–ნაგებობის დემონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 კვირის ვადაში, თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტის შესაბამისად. შენობის საერთო ფართი შეადგენს 54.00 კვ.მ. შენობის დემონტაჟზე გაცემულია თანხმობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მიერ ბრძანება N50 80 10/12/2015წ.სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოს აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები. |
პირობა | სსიპ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს 54.00 კვ.მ საქვაბე შენობა–ნაგებობის სადემონტაჟო საუშაოებზე, შენობა–ნაგებობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით, დარჩენილ სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 კვირის ვადაში, მათ შორის 1 კვირა მოსამზადებელი სამუშაებისთვის. 1. პრეტედენტმა საქვაბის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი „ოზურგეთის რაიონში, სოფელ ნარუჯას საჯარო სკოლის საქვაბის ნაგებობის დემონტაჟი სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის N50 80 10/12/2015 შესაბამისად.(იხ. მიმაგრებული ფაილი). 2. დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით. 3. აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების(მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით. 4. გამარჯვებული ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ინფორმაცია მინიმუმ ბოლო ერთწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი და ერთი წლის განმავლობაში 5000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებელად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები. 6. აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას. 7. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რომელიც შემდგომ დასადასტურებლად გადაეცემა სსიპ "სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს". სსიპ "სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს თანხმობის "გამყიდველისათვის" წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, გაფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება–ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |