|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის #2 საჯარო სკოლის სათავსოს და ჯიხურის ნაგებობების დემონტაჟი
განაცხადის #:91200MFQ41899717 აუქციონის #: 91200 ლოტის #: 418997 დაწყება/დასრულება: 23/03/2017 10:30 - 30/03/2017 13:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 100GEL
მიმდინარე ფასი :
500 GEL
საწყისი ფასი: 500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონის საჯარო სკოლა მისამართი: ხობის რაიონი / ს. ქვემო ქვალონი ტელეფონი: 971- |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სოფელი ქვემო ქვალონი | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ხობი | შენობის ფართობი(მ²) | 55.5 | Rs რუკის მხარდაჭერა | - |
აღწერილობა
|
აღწერილობა | საკონტაქტო პირი: ცისანა ცხადაია ტელ. 591 71 37 17 |
მოკლე აღწერილობა | შენობა-ნაგებობები არის შემდეგ მდგომარეობაში: 1. სათავსო არის 6X8 (მ), ერთსართულიანი, წვრილი ბლოკით ნაშენი. კედების ცვეთის ხარისხი მაღალია. დახურვის რ/ბ ღრუტანიანი ფილების ზედაპირი გათეთრებული, არმატურა კოროზირებულია. საძირკველი ბეტონისაა 2. ჯიხური არის ერთსართულიანი. გეგმაში 2,5X3(მ). 1970 წელს აშენებული. წვრილი ბლოკით ნაშენი.კედელბი დაბზარულია, ხის სახურავი ჩამონგრეულია. საძირკვლები ბეტონისაა. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს სსიპ- ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის #2 საჯარო სკოლის ახალშეძენილ ტერიტორიაზე არსებული 55,37 კვ.მ. შენობა–ნაგებობის (სათავსო და ჯიხური) დემონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 7კვირის ვადაში,თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტის შესაბამისად. შენობების საერთო ფართი შეადგენს 55.37კვ.მ. შენობის დემონტაჟზე გაცემულია ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 01 მარტის თანხმობა #06/474 |
პირობა | სსიპ – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის #2 საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს სკოლის სათავსოს (48.38კვ.მ) და ჯიხურის (6,99 კვ.მ) სულ 55,37 კვ.მ. ნაგებობების სადემონტაჟო საუშაოებზე, შენობა–ნაგებობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით, დარჩენილ სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 კვირის ვადაში, მათ შორის 0,1 კვირა მოსამზადებელი სამუშაებისთვის. 1. პრეტედენტმა 55,37 კვ.მ. ნაგებობების (სათავსო და ჯიხური) დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი „ ხობის მუნიციპალიტეტის სოფ.ქვემო ქვალონის #2 საჯარო სკოლის სათვსოს და ჯიხურის შენობების ნაგებობების დემონტაჟი სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2016 წლის 01 მარტში გაცემული თანხმობა #06/474-ის შესაბამისად (იხ. მიმაგრებული ფაილები). 2. დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით. 3. აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის #2 საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების(მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით. 4. გამარჯვებული ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ინფორმაცია მინიმუმ ბოლო ერთწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით, ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი და ერთი წლის განმავლობაში 20000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებელად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები. 6. აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას. 7. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რომელიც შემდგომ დასადასტურებლად გადაეცემა სსიპ "სამეცნიერო დასაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს". სსიპ "სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს თანხმობის "გამყიდველისათვის" წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, გაფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება–ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |