ამობეჭდვის თარიღი: 06.05.2025 16:11:02
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის დემონტაჟი
განაცხადის #:15394HZ41802417
აუქციონის #: 15394
ლოტის #: 418024
დაწყება/დასრულება: 17/03/2017 18:00 - 31/03/2017 18:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1803 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 500GEL
დასრულების დრო: 31.03.2017 18:12:00
გაყიდვის ფასი : 19030.0000 GEL
საწყისი ფასი: 1000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. გეგუთის №1 სა
მისამართი: საქართველო, წყალტუბო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი სოფელი გეგუთი
ტელეფონი: 971-577964437
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელი გეგუთიქვეყანასაქართველო
ქალაქიწყალტუბომიწის ფართობი(მ²)30994
შენობის ფართობი(მ²)883.4საკადასტრო კოდი29.14.37.030
Rs რუკის მხარდაჭერა-
;
აღწერილობა
აღწერილობასაკონტაქტო პირი: მაია მამისეიშვილი 577964437
მოკლე აღწერილობა

სკოლის ორსართულიანი შენობა გეგმაში ,,П'' ფორმისაა, გაბარიტული ზომებით 60×27მ. კედლები აშენებულია ნათელი ქვით , წითელი აგურითა და ნიჟარქვით. საძირკველი ლენტური ტიპისაა შესრულებულია სავარაუდოდ ქვის წყობით. სართულშუა გადახურვები ხისაა. სახურავი დაფარულია თუნუქით.

შენობას არ გააჩნია ანტისეისმური სარტყელი, განივ მზიდ კედლებს შორის მანძილი აღემატება მაქსიმალურ დასაშვებს , ნაკვეთურები არ არიან გამოყოფილი ნაკერებით. 

შენობის   მზიდ   კედლებში  გაჩენილია   დახრილი   ბზარები. ხის   იატაკები   დახრილია   და   დეფორმირებული. გარე   კედლების   აგურის   წყობა  ძლიერ   გამოფიტული   და   დაზიანებულია. დაზიანებულია   ასევე   კიბის   კონსტრუქცია.    შენობის აღდგენა არარენტაბელურია და ექვემდებარება დემონტაჟს.

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟი სამუშაოების დაწყებიდან 3 თვის ვადაში , თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტის შესაბამისად. შენობის საერთო ფართი შეადგენს 883.4 კვ.მ.  შენობის დემონტაჟზე გაცემულია თანხმობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 06.02.2017 წლის N31/452 წერილით.

 
პირობა

სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს სკოლის შენობა-ნაგებობის სადემონტაჟო სამუშაოებზე, შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გადატანის პირობით დარჩენილ სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, სამუშაოს დაწყებიდან 3 თვის ვადაში , მათ შორის  მოსამზადებელი პერიოდის ხანგრძლივობა 0.3 თვე

1. გამარჯვებულმა სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის შენობის სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის მოთხოვნათა დაცვით.

2.დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ'' საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

3. აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის შედეგად მისაღებ მეორად სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით.

4. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ინფორმაცია მინიმუმ ბოლო ერთწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების ან ქონების დამადასტურებელი დოკუმენტი და ერთი წლის განმავლობაში 30000 ლარიანი ბრუნვის ქონების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები.

6. აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია , ასეთ შემთხვევაში , საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას. 

7.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად , გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან გონივრულ ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შერულების საბოლოო ანგარიში, რომელიც შემდგომ დასადასტურებლად გადაეცემა ''სსიპ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს თანხმობის ''გამყიდველისათვის'' წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, გაფორმდეს სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს ''მყიდველის'' მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დადასტურებას.

;