ამობეჭდვის თარიღი: 06.05.2025 16:13:57
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ყურადღება! აუქციონი შეწყვეტილია განმკარგავი ორგანიზაციის ოფიციალური მომართვის საფუძველზე. სსიპ ქალაქ ხაშურის გალაქტიონ ტაბიძის სახელობის N6საჯარო სკოლის სან. კვანძის სადემონტაჟო სამუშაოები
განაცხადის #:28755BTG41656417
აუქციონის #: 28755
ლოტის #: 416564
დაწყება/დასრულება: 15/03/2017 13:38 - 25/03/2017 13:00
ლოტის სტატუსი: შეწყვეტილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 400GEL
მიმდინარე ფასი : 1725 GEL
საწყისი ფასი: 1725 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის #6 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. ხაშური / ზ.ფალიაშვილის N 10
ტელეფონი: 995-0368246032
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ფალიაშვილი ქ.N10ქვეყანასაქართველო
ქალაქიხაშურიშენობის ფართობი(მ²)31.45
საკადასტრო კოდი69.08.63.147Rs რუკის მხარდაჭერა-
;
აღწერილობა
აღწერილობასაკონტაქტო პირი: თამარ ხადური  ტელ.591 05 70 78
მოკლე აღწერილობაყურადღება! აუქციონი შეწყვეტილია განმკარგავი ორგანიზაციის ოფიციალური მომართვის საფუძველზე.

სადემონტაჟო ობიექტის ქვეშ განთავსებული ტერიტორია განთავსებულია ქალაქ ხაშურში, . ფალიაშვილის #10-ში სკ 69.08.63.147 ობიექტი წარმოადგენს ერთ წითელ ხაზებში და ერთ შემოღობილ ეზოში განთავსებულ #6 საჯარო სკოლის სან.კვანძის საკადასტრო გეგმაზე ნომრით 2 ზომებით 3X10.შენობას; სანკვანძის  შენობა ერთსართულიანია  კედლები წითელი აგურითაა ნაგები. ხის სახურავი აზბესტცემენტის შიფერითაა დაფარული. სან.კვანძის კედლები ცვეთაგანცდილია, სახურავი ამორტიზებულია, ბურული დაზიანებულია. აღდგენა არანერტაბელურია და მოსაწავლეთათვის საფრთხეს წარმოადგენს იტომ ექვემდებარება დემონტაჟს.

 პროექტი ითვალისწინებს  02/1 შენობის სრულ დემონტაჟს და ტერიტორიის მოსუფთავებას. ტერიტორია ხასიათდება სწორი რელიეფით. N02/1  სანკვანძის ნაგებობის საერთო ფართი  -31,45 მ2 .

ობიექტზე საინჟინრო კომუნიკაციების, ასევე რაიმე ქსელის არსებობის შემთხვევაში, დემონტაჟის დაწყებამდე აუცილებელია მათი ჩაჭრა საექსპლუატაციო ორგანიზაციების მეთვალყუროების ქვეშ დადგენილი ნორმატიული და კანონმდებლობითი  პირობების გათვალისწინებით, უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით.

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6  საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული ძველი შენობა-ნაგებობების დემონტაჟი ხელშეკურლების გაფორმებიდან  4   კვირის ვადაში, თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტის შესაბამისად. შენობის დემონტაჟზე გაცემულია თანხმობა სსიპ ხაშურის  მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016   ლის 22 სექტემბრის N2760  ბრძანებით.

სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები.

პირობა

1.  . .სსიპ გალაქტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის  N6 საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს, სკოლის სან. კვანძის (საპირფარეშო)  შენობანაგებობის სადემონტაჟო საუშაოებზე, შენობანაგებობების დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დეონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით დარჩენილ სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან  4 კვირის ვადაში, მათ შორის პირველი კვირა ეთმობა  მოსამზადებელ სამუშაოებს. კალენდარულ თვეში მიღებულია 25 სამუშაო დღე შაბათის ჩათვლით, კვირა დასვენების დღედაა ჩათვლილი.

2.    .გამარჯვებულმა სკოლის სან. კვანძის  დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი „სსიპ გალაქტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლის სან.კვანძის შენობის სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტისმოთხოვნათა დაცვით.

3.    .დემონტაჟი საჭიროა განხორციელდესმშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებსაქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

4.    .აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ  გალაქტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის  N6  საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, დემონტაჟის შედეგად მისაღებ მეორად სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით.

5.    .გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ინფორმაცია მინიმუმ ბოლო ერთწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების ან ქონების დამადასტურებელი დოკუმენტი და ერთი წლის განმავლობაში 20000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.       

6.    .გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებელად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები.

7.    .აუქციონში გამარჯვებულმა  საპრივატიზებო თანხა  სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით  .ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციულიბანკების მიერ გაცემული  უპირობო და გამოუხმობადი საბანკო   გარანტიისმოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას.

8.    .ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებების დასადასტურებლად,გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში,რომელიც შემდგომ დასადასტურებლად გადაეცემა "სსიპ სამეცინიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს".სსიპ "სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების საგენტოს თანხმობის "გამყიდველისათვის" წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, გაფორმდეს სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას.                                                 

;