|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონის საქვაბის შენობის და ღია აუზის დემონტაჟი
განაცხადის #:90808MDJ41014317 აუქციონის #: 90808 ლოტის #: 410143 დაწყება/დასრულება: 24/02/2017 14:30 - 06/03/2017 12:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 200GEL
მიმდინარე ფასი :
0 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონის საჯარო სკოლა მისამართი: ხობის რაიონი / ს. ზემო ქვალონი ტელეფონი: 995- |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სოფელი ზემო ქვალონი | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ხობი | შენობის ფართობი(მ²) | 180 | საკადასტრო კოდი | 45.05.22.035 | Rs რუკის მხარდაჭერა | - |
აღწერილობა
|
აღწერილობა | საკონტაქტო პირი: ჟანა ჯაიანი ტელ. 577 12 31 15 |
მოკლე აღწერილობა | შენობა-ნაგებობები არის შემდეგ მდგომარეობაში: საქვაბის შენობა არის ერთსართულიანი. გეგმაში 6X6(მ). აშენებულია 1974 წელს. მზიდი კედლები აგებულია წვრილი ბეტონის ბლოკით. დახურვა განხორციელებულია ანაკრები რკ/ბეტონის წიბოვანი ფილებით. ზღუდარები -ანაკრები რკ./ბეტონის. კედლების ცვეთის ხარისხი მაღალია. დახურვის წიბოვანი ფილების ზედაპირი გამწვანებულია, არმატურა გაშიშვლებული და კოროზირებულია. ღია აუზი აშენებულია 1974 წელს. გეგმაში 8X18 მ. ზომისაა. აუზის ბეტონის კედლები დაბზარული და ცვეთაგანცდილია. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს სსიპ- ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებული 180,0 კვ.მ. საქვაბის შენობის და ღია აუზის დემონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1,5 თვის ვადაში,თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტის შესაბამისად. შენობის საერთო ფართი შეადგენს 180,0კვ.მ. შენობის დემონტაჟზე გაცემულია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 27დეკემბერს ნებართვა #000053. |
პირობა | სსიპ – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონის საჯარო სკოლა აცხადებს სკოლის ტერიტორიაზე არსებული 180,0 კვ.მ.შენობა–ნაგებობების (საქვაბე,ღია აუზი) სადემონტაჟო საუშაოებზე, შენობა–ნაგებობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით, დარჩენილ სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1,5 თვის ვადაში, მათ შორის 4 დღე მოსამზადებელი სამუშაებისთვის. 1. პრეტედენტმა 180,0 კვ.მ. შენობა–ნაგებობების (საქვაბის შენობა და ღია აუზი) დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი „ ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო ქვალონის საჯარო სკოლის საქვაბის შენობის და ღია აუზის დემონტაჟი სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ 2016 წლის 27 დეკემბერს გაცემული ნებართვა #000053-ის შესაბამისად (იხ. მიმაგრებული ფაილები). 2. დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით. 3. აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონის საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების(მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით. 4. გამარჯვებული ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ინფორმაცია მინიმუმ ბოლო ერთწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით, ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი და ერთი წლის განმავლობაში 20000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებელად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები. 6. აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას. 7. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რომელიც შემდგომ დასადასტურებლად გადაეცემა სსიპ "სამეცნიერო დასაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს". სსიპ "სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს თანხმობის "გამყიდველისათვის" წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, გაფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება–ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას.
|
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |