ამობეჭდვის თარიღი: 06.05.2025 10:32:35
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის სასაწყობე შენობის დემონტაჟი
განაცხადის #:91831MIZ39708017
აუქციონის #: 91831
ლოტის #: 397080
დაწყება/დასრულება: 06/02/2017 10:00 - 13/02/2017 12:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 200GEL
მიმდინარე ფასი : 0 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა
მისამართი: ხობის რაიონი / ს. ახალი სოფელი
ტელეფონი: 995-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელი ახალსოფელიქვეყანასაქართველო
ქალაქიხობიშენობის ფართობი(მ²)112
საკადასტრო კოდი45.01.26.001Rs რუკის მხარდაჭერა-
;
აღწერილობა
აღწერილობასაკონტაქტო პირი: კუკური ნაცვლიშვილი ტელ. 577 12 27 10
მოკლე აღწერილობა

შენობა-ნაგებობა არის შემდეგ მდგომარეობაში:

სასაწყობო შენობა არის ერთსართულიანი. გეგმაში 7X16(). მზიდი კედლები აგებულია წითელი აგურით. დახურვა განხორციელებულია ანაკრები ხის კონსტრუქიციებით. სახურავი - ხის კონსტრუქციებზე, აზბესტცემენტის შიფერით. შენობა იმყოფება მძიმე მდგომარეობაში. კედლები და სახურავი სრულად ამორტიზირებულია და ნაწილობრივ ჩამონგრეულია.

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს სსიპხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის  ტერიტორიაზე არსებული 112,0 კვ.მ. სასაწყობე შემობის დემონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1,5 თვის ვადაში,თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტის შესაბამისადშენობის საერთო ფართი შეადგენს 112,0კვ..

შენობის დემონტაჟზე გაცემულია ხობის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის  2016 წლის 27დეკემბერს ნებართვა #000052.

პირობა

 სსიპ – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა აცხადებს სკოლის ტერიტორიაზე არსებული 112 კვ.მ.შენობა–ნაგებობის (სასაწყობე შენობა) სადემონტაჟო საუშაოებზე, შენობა–ნაგებობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით, დარჩენილ სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1,5 თვის ვადაში, მათ შორის 4 დღე მოსამზადებელი სამუშაებისთვის.

1. პრეტედენტმა 112,0 კვ.მ. შენობა–ნაგებობის (სასაწყობო შენობა) დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი „ ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალსოფლის საჯარო სკოლის სასაწყობო შენობის დემონტაჟი სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით და ხობის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ 2016 წლის 27 დეკემბერს გაცემული ნებართვა #000052-ის შესაბამისად (იხ. მიმაგრებული ფაილები).

2. დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

3.  აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების(მარაგებისდა გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით.

4. გამარჯვებული ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს  ინფორმაცია მინიმუმ ბოლო ერთწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით, ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი და ერთი წლის განმავლობაში  20000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებელად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები.

6. აუქციონში გამარჯვებულმა  საპრივატიზებო თანხა  სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.  ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული  უპირობო და გამოუხმობადი საბანკო  გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას.

7. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლადგამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიშირომელიც შემდგომ დასადასტურებლად გადაეცემა სსიპ "სამეცნიერო დასაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს".  სსიპ "სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს თანხმობის "გამყიდველისათვის" წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, გაფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება–ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას.

;