ამობეჭდვის თარიღი: 06.05.2025 08:41:57
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის საჯარო სკოლის დამხმარე შენობის (სახელოსნო-საწყობი-ავტოფარეხის) დემონტაჟი
განაცხადის #:91662MID39525317
აუქციონის #: 91662
ლოტის #: 395253
დაწყება/დასრულება: 06/02/2017 11:00 - 20/02/2017 20:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 280 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 200GEL
დასრულების დრო: 20.02.2017 20:38:00
გაყიდვის ფასი : 2800.0000 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ხვიჩა ბიძინაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის საჯარო სკოლა
მისამართი: სიღნაღის რაიონი / ს.ტიბაანი 0
ტელეფონი: 995-577640380
თვისებები
Rs რუკის მხარდაჭერა-ქვეყანასაქართველო
ქალაქისიღნაღიშენობის ფართობი(მ²)180
საკადასტრო კოდი56.07.55.108
;
აღწერილობა
აღწერილობა

საკონტაქტო პირი- მარინე ათანელიშვილი;

 მობ: 577640380
მოკლე აღწერილობა

შენობა-ნაგებობები არის შემდეგ მდგომარეობაში:

ობიექტი წარმოადგენს ერთ წითელ ხაზებში და ერთ შემოღობილ ეზოშიგანთავსებულ საჯარო სკოლის დამხმარე შენობის  საკადასტრო გეგმაზე ნომრით 2 ზომებით    6X30.შენობას; შენობა შედგება ერთმანეთზე მიშენებული სამი ნაგებობისაგან. შენობის კედლები წვრილი საკედლე ბლოკით და წითელი აგურითაა ნაშენი.

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 კვირის ვადაში, თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზება პროექტის შესაბამისად. შენობების საერთო ფართი შეადგენს 180კვ.მ-ს. შენობის დემონტაჟზე გაცემულია თანხმობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ- ბრძანება N11 09.01.2017.

სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები.

პირობა

სსიპ სიღნაღის  მუნიციპალიტეტის სოფელ  ტიბაანის საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს  სოფელ ტიბაანში მდებარე  ჯამში 180კვ.ფართის ავარიული დამხმარე შენობა-ნაგებობის სადემონტაჟო საუშაოებზე, შენობა–ნაგებობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით. დემონტაჟი უნდა განხორციელდეს სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, დემონტაჟის განხორციელების გეგმიური ხანგრძლივობაა  5 კვირა.  პირველი კვირა ეთმობა მოსამზადებელ სამუშაოებს. ბოლო კვირაში განხორციელდება დემონტირებული  მასალის საბოლოო გატანა მოედნიდან და ტერიტორიის გასუფთავება მომზადება ჩაბარებისათვის.

1. პრეტედენტმა 180,0 კვ.მ. დამხმარე  შენობა–ნაგებობების (სახელოსნო-საწყობი-ავტოფარეხის) დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი „ სიღნაღის რაიონის სოფელ  ტიბაანის   საჯარო სკოლის  დამხმარე შენობის   (02/1)    დემონტაჟი სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით და სიღნაღის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ 2017 წლის 09 იანვარს გაცემული ნებართვა N11-ის შესაბამისად (იხ. მიმაგრებული ფაილები).

2. დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

3. აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის საჯარო სკოლასთან გააფორმოს  შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით.

4. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს  ინფორმაცია მინიმუმ ბოლო სამწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებდამოწმებული ხელმოწერით ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი და ერთი წლის განმავლობაში  20000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5.
გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებელად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები.

6.
 აუქციონში გამარჯვებულმა  საპრივატიზებო თანხა  სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთისამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.  ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიაასეთ შემთხვევაშისაქართველოს კომერციულიბანკების მიერ გაცემული  უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას.
7.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რომელიც შემდგომ დასადასტურებლად გადაეცემა სსიპ "სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს".  სსიპ "სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს თანხმობის "გამყიდველისათვის" წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, გაფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება–ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას.

;