|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძულიხის საჯარო სკოლის საქვაბე შენობის დემონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოები
განაცხადის #:89604LXH39469917 აუქციონის #: 89604 ლოტის #: 394699 დაწყება/დასრულება: 18/01/2017 13:15 - 12/02/2017 12:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 1000GEL
მიმდინარე ფასი :
0 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძულუხის საჯარო სკოლა მისამართი: ვანის რაიონი / სოფ.ძულუხი ტელეფონი: 971- |
თვისებები
|
Rs რუკის მხარდაჭერა | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ვანი | შენობის ფართობი(მ²) | 72 | საკადასტრო კოდი | 311922003 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | საკონტაქტო პირი: მერაბ ხურციძე. ტელეფონის ნომერი:577975732 |
მოკლე აღწერილობა | არსებული საქვაბის შენობა არის ერთ სართულიანი, გეგმაში 72მ². მზიდი კედლები აგებულია მსხვილი ორჭრადი ბლოკებით.დახურვა განხორციელებულია ანაკრები რკ/ბეტონის ღრუნჭიანი ფილებით; სარტყელი-ანაკრები რკ/ბეტონის, საქვაბეს გააჩნია ლითონის საკვამლე მილი. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს სსიპ-ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძულუხის საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული საქვაბის შენობა-ნაგებობის დემონტაჯი, ელშეკრულების გაფორმებიდან 1,5 თვის ვადაში, თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტის შესაბამისად. შენობის საერთო ფართი შეადგენს 6x12მ. შენობის დემონტაჟზე გაცემულია თანხმობა ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ, ბრძანება 2016 წლის 03 ნოემბრის N20/852. სადემონტაჯო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები. |
პირობა | სსიპ - ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძულუხის საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს 72მ² საქვაბე შენობა-ნაგებობის სადემონტაჟო სამუშაოებზე. შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების(მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით დარჩენილ სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად,ხელშეკრულების გაფორმებიდან 1,5 თვის ვადაში, მათ შორის 4დღე მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. 1.პრეტენდენტმა საქვაბის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი "ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძულუხის საჯარო სკოლის საქვაბის დემონტაჟი- სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის" მოთხოვნათა დაცვით და ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 03 ნოემბრის N 20/852 ბრძანების შესაბამისად.(იხილეთ მიმაგრებული ფაილი) 2.დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს "მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით. 3.აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ-ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძულუხის საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით. 4.გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ინფორმაცია მინიმუმ ბოლო სამწლიანი გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით, ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი და ერთი წლის განმავლობაში 50 000ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5.გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები. 6.აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას. 7.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჯო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რომელიც შემდგომ დასადასტურებლად გადაეცემა სსიპ "სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს". სსიპ "სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს" თანხმობის "გამყიდველისათვის" წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად,გაფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების "მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |