|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის #1 საჯარო სკოლის ახალშეძენილ ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟი
განაცხადის #:91138MFC39305317 აუქციონის #: 91138 ლოტის #: 393053 დაწყება/დასრულება: 17/01/2017 15:00 - 24/01/2017 12:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 200GEL
დასრულების დრო: 24.01.2017 12:00:00
გაყიდვის ფასი : 770.0000 GEL
საწყისი ფასი: 750 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის #1 საჯარო სკოლა მისამართი: ხობის რაიონი / ს. ქვემო ქვალონი ტელეფონი: 995- |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სოფელი ქვემო ქვალონი | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ხობი | შენობის ფართობი(მ²) | 137.5 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | საკადასტრო რუკა | 45.14.24.320 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | საკონტაქტო პირი: ლუარა ყალიჩავა 577 12 27 44 |
მოკლე აღწერილობა | შენობა-ნაგებობები არის შემდეგ მდგომარეობაში: 1. სასიმინდე არის ხის 2,5X3,0 (მ), ერთსართულიანი, ორი რკინის და ორი ბეტონის ბოძებზე, გადახურულია აზბესტცემენტის შიფერით. 2. ცხოვრების სადგომი არის ერთსართულიანი. გეგმაში 5X8(მ). სადგომი არის მთლიანად ხის. სახურავი დაფარულია აზბესტცემენტის შიფერით. 3. საცხოვრებელი სახლი არის ორსართულიანი. გეგმაში 9X10(მ). შენობის კედლები ბეტონის წვრილი ბლოკებისგანაა აშენებული. გადახურვები ხის, სახურავი გაფარულია აზბესტცემენტის შიფერით. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს სსიპ- ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის #1 საჯარო სკოლის ახალშეძენილ ტერიტორიაზე არსებული 137,5 კვ.მ. შენობა–ნაგებობის (საცხოვრებელი სახლი, საქონლის სადგომი და სასიმინდე) დემონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში, თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტის შესაბამისად. შენობების საერთო ფართი შეადგენს 137.5კვ.მ. შენობის დემონტაჟზე გაცემულია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 23 დეკემბერს ნებართვა #000050. |
პირობა | სსიპ – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის #1 საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს სკოლის ახალშეძენილ ტერიტორიაზე არსებული 137,5 კვ.მ.შენობა–ნაგებობის (საცხოვრებელი სახლი, საქონლის სადგომი და სასიმინდე) სადემონტაჟო საუშაოებზე, შენობა–ნაგებობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით, დარჩენილ სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში, მათ შორის 0,3 თვე მოსამზადებელი სამუშაებისთვის. 1. პრეტედენტმა 137,5 კვ.მ. შენობა–ნაგებობის (საცხოვრებელი სახლი, საქონლის სადგომი და სასიმინდე) დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი „ ხობის მუნიციპალიტეტის სოფ.ქვემო ქვალონის #1 საჯარო სკოლის ახლადშეძენილ ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს გაცემული ნებართვა #000050-ის შესაბამისად (იხ. მიმაგრებული ფაილები). 2. დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით. 3. აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის #1 საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების(მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით. 4. გამარჯვებული ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ინფორმაცია მინიმუმ ბოლო ერთწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით, ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი და ერთი წლის განმავლობაში 20000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებელად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები. 6. აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას. 7. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რომელიც შემდგომ დასადასტურებლად გადაეცემა სსიპ "სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს". სსიპ "სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს თანხმობის "გამყიდველისათვის" წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, გაფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება–ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |