|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:ქ. ხაშურის N4 საჯარო სკოლის შენობის ავარიული N1 ფლიგელის დემონტაჟი
განაცხადის #:28262BNR39020117 აუქციონის #: 28262 ლოტის #: 390201 დაწყება/დასრულება: 05/01/2017 12:00 - 12/01/2017 13:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1503 ბიჯი საგარანტიო თანხა: 50GEL
დასრულების დრო: 12.01.2017 13:08:00
გაყიდვის ფასი : 15030.0000 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ქალაქ ხაშურის #4 საჯარო სკოლა მისამართი: ხაშურის რაიონში / ქ.სარაჯიშვილი 49 ტელეფონი: 995-0368242048 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სარაჯიშვილის ქ. N49 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ხაშური | შენობის ფართობი(მ²) | 685.33 | საკადასტრო კოდი | 69.08.52.099 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ამონაწერი საჯარო რეესტრიდან | კი |
აღწერილობა
|
აღწერილობა | საკონტაქტო პირის ტელ.: 551 099 800 ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601 |
მოკლე აღწერილობა | ქ. ხაშურის N4 საჯარო სკოლის შენობა წარმოადგენს რუსული Π ფორმის ორსართულიან ნაგებობას, შენობის N1 ფლიგელს გააჩნია კორიდორული-გეგმარებითი გადაწყვეტილება, სარდაფი არ გააჩნია, ექსპლუატაციაში გაშვებულია 1965 წელს. კონსტრუქციულად წარმოადგენს 38 სმ სისქის აგურით ნაშენებ გრძივ და განივ მზიდ კედლებიან სისტემას. შენობას ანტისეისმური სარტყელი არ გააჩნია, ნაშენებია არასრული კარკასით. სახურავი ხის კონსტრუქციებით, ბურული-მოთუთიებული თუნუქის ფურცლებით. კიბე -ლითონის კოსოურებზე განლაგებული კიბის მარშებით. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა განახორციელოს N4 საჯარო სკოლის N1 ფლიგელის დემონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) თვის ვადაში თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტის შესაბამისად. შენობის დემონტაჟზე გაცემულია 2016 წლის 24 ოქტომბრის N105 ნებართვა. |
პირობა | 1. სსიპ ქალაქ ხაშურის N4 საჯარო სკოლა აცხადებს სკოლის შენობის N1 ფლიგელის სადემონტაჟო სამუშაოებზე (ლიკვიდაცია) შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილების და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით, სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) თვე (იხ. მიმაგრებული ფაილები). 2. პრეტენდენტმა 685,33 კვ.მ. შენობა-ნაგებობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი ქალაქ ხაშურის N4 საჯარო სკოლის შენობის ავარიული N1 ფლიგელის დემონტაჟის პროექტის მოთხოვნათა დაცვით და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული 2016 წლის 24 ოქტომბრის N105 დემონტაჟის ნებართვის შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილები). 3. დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს "მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად უსაფრთხოების ნორმების დაცვით. 4. აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია N4 საჯარო სკოლასთან დადოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსედაგარი მასალების ტერიტორიიდან გატანის პირობით. 5. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები. 6. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ინფორმაცია მინიმუმ ბოლო ერთწლიანი სამუშაოთა გამოცდილების შესახებ დამოწმებული, ხელმოწერილი, ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი და ერთი წლის განმავლობაში 20000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. 7. აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. გამყიდველის საბანკო ანგარიშზე გადახდის გზით ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. ასეთ შემთხვევაში საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა ერთი თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებების შესრულების ვადას. 8. ხელშეკრულების გათვალისწინებულ ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოთა შესრულების საბოლოო ანგარიში, რომელიც შემდგომ დასადასტურებლად გადაეცემა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს. სააგენტოს თანხმობის გამყიდველისათვის წარდგენიდან სამი სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისად გაფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |