|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლის მასწავლებელთა სახლის შენობის დემონტაჟი
განაცხადის #:91225MFS38959016 აუქციონის #: 91225 ლოტის #: 389590 დაწყება/დასრულება: 30/12/2016 18:00 - 09/01/2017 12:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 500GEL
მიმდინარე ფასი :
0 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლა მისამართი: ხობის რაიონი / სოფ ქარიატა ტელეფონი: 995- |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სოფელი ქარიატა | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ხობი | შენობის ფართობი(მ²) | 88.00 | საკადასტრო კოდი | 45.13.22.031 | Rs რუკის მხარდაჭერა | - |
აღწერილობა
|
აღწერილობა | საკონტაქტო პირი: მაია ალექსანდრია ტელ. 577 64 38 88 |
მოკლე აღწერილობა | შენობა-ნაგებობა არის შემდეგ მდგომარეობაში: მასწავლებელტა სახლის შენობა არის ერთსართულიანი. გეგმაში 8X11(მ). სახურავი არ გააჩნია. ამჟამად დარჩენილია მხოლოდ წვრილი ბლოკით ნაშენი ცვეთაგანცდილი კედლები და მცირე რკინაბეტონის სარტყელის ფრაგმენტი აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს სსიპ- ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებული 88,0 კვ.მ. მასწავლებელთა სახლის შემობის დემონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 კვირის ვადაში,თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზების პროექტის შესაბამისად. შენობის საერთო ფართი შეადგენს 88,0კვ.მ. შენობის დემონტაჟზე გაცემულია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 27დეკემბერს ნებართვა #000051. |
პირობა | სსიპ – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლა აცხადებს სკოლის ტერიტორიაზე არსებული 88,0 კვ.მ.შენობა–ნაგებობის (მასწავლებლის სახლი) სადემონტაჟო საუშაოებზე, შენობა–ნაგებობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით, დარჩენილ სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 კვირის ვადაში, მათ შორის 0,1 კვირა მოსამზადებელი სამუშაებისთვის. 1. პრეტედენტმა 88,0 კვ.მ. შენობა–ნაგებობის (მასწავლებლისსახლი) დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი „ ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. ქარიატის საჯარო სკოლის მასწავლებელთა სახლის შენობის დემონტაჟი სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ 2016 წლის 27 დეკემბერს გაცემული ნებართვა #000051-ის შესაბამისად (იხ. მიმაგრებული ფაილები). 2. დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით. 3. აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების(მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით. 4. გამარჯვებული ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ინფორმაცია მინიმუმ ბოლო ერთწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით, ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი და ერთი წლის განმავლობაში 20000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებელად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები. 6. აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას. 7. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რომელიც შემდგომ დასადასტურებლად გადაეცემა სსიპ "სამეცნიერო დასაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს". სსიპ "სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს თანხმობის "გამყიდველისათვის" წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, გაფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება–ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |