|
![]() |
კატეგორია:
არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:ქ. თბილისი, მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით
განაცხადის #:38478AS2387416 აუქციონის #: 38478 ლოტის #: 23874 საქმის ნომერი: A16017002 დაწყება/დასრულება: 28/12/2016 17:00 - 05/01/2017 17:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 3950.00GEL
მიმდინარე ფასი :
39500.00 GEL
საწყისი ფასი: 39500.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 790.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. სააუქციონო მომსახურება კერძო აღმასრულებლისათვის. მისამართი: 1) ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი; 2) ქ. თბილისი, სანაპიროს №2 ( თბილისის იუსტიციის სახლი) ტელეფონი: 971-2749649 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ქუჩა იფანი, #6ბ | საქმის ნომერი | A16017002 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | რაოდენობა | 0 | მიწის ფართობი(მ²) | 71 | შენობის ფართობი(მ²) | 0 | საკადასტრო კოდი | 01.12.08.022.046 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 10 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 23 | შეფასების თანხა | 79000.00 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | სარეალიზაციოდ წარმოდგენილია უძრავი ქონება, საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემებით: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 71.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად სარეალიზაციო ქონების გაუმჯობესების ფართი არ არის დარეგისტრირებული, შემფასებელმა ფართის დადგენა მოახერხა გარე კონტურის აზომვის შედეგად, რომელიც არის 94 კვ.მ.; სარეალიზაციო ქონებას წარმოადგენს 2 სართულიანი საცხოვრებელი სახლი. სახლის შიდა ინსპექტირება ვერ მოხერხდა და შემფასებელმა გააკეთა დაშვება, რომ სახლი არის სარემონტო მდგომარეობაში. სარეალიზაციო ქონება მდებარეობს თბილისში სანზონის რაიონში, იფანის ქუჩაზე და მისი შემოგარენი წარმოადგენს საცხოვრებელ ზონას და ძირითადად განაშენიანებულია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებით, ბარაკებით და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსებით, შესაფასებელი ქონება 150 მეტრითაა დაშორებული გურამიშვილის გამზირიდან. -------------------------------------------------- ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 749 649 |
პირობა | ყურადღება!!! სარეალიზაციო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად რეგისტრირებულია ერთი რიგის ორი გარდამავალი იპოთეკის უფლება: სესხის ძირითადი თანხა - 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარი და 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე სამი პროცენტის დარიცხვითა და გადახდით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ძირი თანხის 0,12%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, ვალდებულების შესრულების დრო - 08.01.2015 წელი, თანახმად 08.10.2014 წლის #141108738 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა.შენიშვნა: აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ცნობილი გახდა, რომ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.12.2013 წლის კანონიერ ძალაში შესული #2/6936-13 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მოსარჩელის (სარეალიზაციო უძრავი ქონების ამჟამინდელი მესაკუთრის) სარჩელი მოპასუხის (მესამე პირის) მიმართ უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ხსენებული სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე (მესამე პირი) არის სარეალიზაციო უძრავი ქონების თავდაპირველი მოსარგებლეების უფლებამონაცვლე და შესაბამისად მოსარგებლე. "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ მხარეებს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, მესაკუთრეს უფლება აქვს მოსარგებლეს მოსთხოვოს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა, მხოლოდ მოსარგებლისათვის (ან თავდაპირველი მოსარგებლის უფლებამონაცვლისთვის) დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე (სარეალიზაციო უძრავი ქონების ამჟამინდელი მესაკუთრის) გამორიცხავდა მხარეთა შორის ურთიერთობის მორეგულირებას ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად, რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |