|
![]() |
კატეგორია:
არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:ქალაქი ფოთი, მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით
განაცხადის #:38194AS2373216 აუქციონის #: 38194 ლოტის #: 23732 საქმის ნომერი: A16094211 დაწყება/დასრულება: 16/12/2016 17:30 - 26/12/2016 16:45 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 4200.00GEL
მიმდინარე ფასი :
63000.00 GEL
საწყისი ფასი: 63000.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 840.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. სააუქციონო მომსახურება კერძო აღმასრულებლისათვის. მისამართი: 1) ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი; 2) ქ. თბილისი, სანაპიროს №2 ( თბილისის იუსტიციის სახლი) ტელეფონი: 971-2749649 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ქუჩა პუშკინი #26 | საქმის ნომერი | A16094211 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ფოთი | რაოდენობა | 0 | მიწის ფართობი(მ²) | 1048 | შენობის ფართობი(მ²) | 0 | საკადასტრო კოდი | 04.01.12.007 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 10 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 23 | შეფასების თანხა | 84000.00 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | სარეალიზაციოდ წარმოდგენილია უძრავი ქონება, საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემებით: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 1048.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1, #2, #3. შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 276.42; სარეალიზაციო ქონება წარმოადგენს ორსართულიან საცხოვრებელ სახლს, რომელიც ნაშენებია ბლოკით და აგურით, სახლი გადახურულია ე.წ. შიფერით, შემოღობილია ლითონის ღობით, მეორე სართულზე ასასვლელი გააჩნია გარე კიბე. -------------------------------------------------- ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 749 649 |
პირობა | ყურადღება!!! სარეალიზაციო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემებით რეგისტრირებულია 2 რიგის გარდამავალი იპოთეკის უფლება: 1) სესხის ძირითადი თანხა - 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარი, სარგებელი სესხის ძირითადი თანხის 3.5% დარიცხვითა და გადახდით; მხარეთა შეთანხმებით საპროცენტო დავალიანება 2016 წლის 18 თებერვლის ჩათვლით არის 700 (შვიდასი) აშშ დოლარი; ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის სესხის ძირითადი თანხის 0.15%-ის ოდენობით აღსრულებამდე, ვალდებულების შესრულების დრო - 16.05.2016 წელი, თანახმად 08.09.2014 წლის #140961267 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, 18.11.2014 წლის #141264712 შეთანხმების სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივი გაუქმების შესახებ და 16.02.2016 წლის #160135889 შეთანხმებისა სესხისა და იპოთეკის ერთიან ხელშეკრულებაში ცვლილებების და / ან დამატებების შეტანის შესახებ. იპოთეკარის 14.12.2016 წლის განცხადების თანახმად მისი მოთხოვნა ძირითადი თანხის ნაწილში შეადგენს 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარს, რომელსაც ასევე ერიცხება პროცენტები. შენიშვნა! 18.11.2014 წლის #141264712 შეთანხმება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივი გაუქმების შესახებ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.2) სესხის ძირითადი თანხა - 40000 (ორმოცი ათასი) აშშ დოლარი, სარგებელი სესხის ძირითადი თანხის 3% დარიცხვითა და გადახდით; ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის სესხის ძირითადი თანხის 0.15%-ის ოდენობით აღსრულებამდე, ვალდებულების შესრულების დრო - 18.02.2015 წელი, თანახმად 18.11.2014 წლის #141264675 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების და 04.06.2016 წლის #160599333 მოთხოვნის უფლების დათმობის/ ცესიის ხელშეკრულებისა. ყურადღება!!! სარეალიზაციო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემებით რეგისტრირებულია სარგებლობის უფლება, რომლის წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 21,07.2014 წლის იჯარის ხელშეკრულება. ხსენებული იჯარის ხელშეკრულების თანახმად იჯარის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს უძრავი ქონების ნაწილი, კერძოდ: #1 შენობის ნაწილი 260.42 კვ.მ. ფართი; ვადა - 1 წელი - 2015 წლის 18 ივლისის ჩათვლით; საიჯარო ქირის გადასახადი 1აგვისტოდან 1 ოქტომბრის ჩათვლით განისაზღვრება 530 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობით, ხოლო 1 ოქტომბრიდან ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით; საიჯარო გადასახადის გადახდა მოხდება ყოველი თვის ბოლოს, მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ყველა გადასახადის გადახდა ეკისრება "მოიჯარეს". საიჯარო გადასახადის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში მოიჯარე მეიჯარეს გადაუხდის პირგასამტეხლოს გადასახდელი თანხის 0.01 პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე სამი კვირით ადრე არცერთი მხარე წერილობით არ გამოთქვამს სურვილს შეწყვიტოს ხელშეკრულება, მაშინ ხელშეკრულება ჩაითვლება გაგრძელებულად კიდევ 3 (სამი) თვის ვადით, მისი შემდგომი გაგრძელების უფლებით, იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |