ამობეჭდვის თარიღი: 13.05.2025 03:08:13
კატეგორია: არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:აუქციონი შეწყვეტილია აღსრულების ეროვნული ბიუროს თავჯდომარის მიერ მცხეთის რაიონი, სოფელი ნატახტარი, მიწის ნაკვეთი საწაარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობებით და საქონლის სასაკლაო ხაზით
განაცხადის #:37318AF2321216
აუქციონის #: 37318
ლოტის #: 23212
საქმის ნომერი: A15022304
დაწყება/დასრულება: 22/11/2016 17:00 - 02/12/2016 16:00
ლოტის სტატუსი: შეწყვეტილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 340750.00GEL
მიმდინარე ფასი : 5111250.00 GEL
საწყისი ფასი: 5111250.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 68150.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. თბილისის სააღსრულებო ბიურო.
მისამართი: 1) ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი ; 2) ქ. თბილისი, სანაპიროს №2 ( თბილისის იუსტიციის სახლი)
ტელეფონი: 971-2749649
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)მცხეთის რაიონი, სოფელი ნატახტარისაქმის ნომერიA15022304
ქვეყანასაქართველოქალაქიმცხეთა
მიწის ფართობი(მ²)65625.00საკადასტრო კოდი72.03.29.378; 72.03.29.377.
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი10საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა23
შეფასების თანხა6815000.00
;
აღწერილობა
აღწერილობასარეალიზაციოდ წარმოადგენილია უძრავი ქონება მდებარე მცხეთის რაიონი სოფელ ნატახტარი 72.03.29.378 და 72.03.29.377 საკადასტრო კედებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები და ასევე მასში განთავსებული საქონლის სასაკლაო ხაზის ტექნიკა დანადგარები. ს.კ.72.03.29.377 არის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ფართით 28216 კვ.მ ხოლო მიწის ნაკვეთი ს.კ 72.03.29.378 არის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ფართით 37409 კვ.მ და მასზე გაბნთავსებულია შენობა ნაგებობები. მიწის ნაკვეთები მდებარეობს გვერდიგევრედ და გააჩნიათ სინერგიული ღირებულება, აქედან გამომდინარე აღნიშნული ქონებები შეფასებულ იქნა როგორც ერთი მთლიანი ქონება.
მიწის ნაკვეთი ს.კ 72.03.29.378 არის სწორი რელიეფის და მასზე განთავსებულია შენობა-ნაგებობები, შენობა N1 წარმოადგენს საოფისე, მისაღებ, საოპერატორო და საწარმოო დანიშნულების შენობას. მისი ნაწილი აშენებულია კაპიტალურად ხოლო ნაწილი სენდვიჩპანელის კონსტრუქციით. შენობიის კაპიტალური ნაწილი არის ორ სართულიანი და წარმოადგენს საოფისე დანიშნულების შენობას რომელიც შედგება საოფისე ოთახებისგან, სვ.წერტილისა და გამოსაცვლელი ოთახებისგან. ხოლო შენობის მეორე ნაწილი რომელიც აშენებულია სენდვიჩპანელის კონსტრუქციით არის ერთსართულიანი მაღალჭერიანი სასაწყობე, საწარმოო ფართი, შენობა არის კარგ მდგომარეობაში. შენობა N2 წარმოადგენს ერთსართულიან შენობას რომელიც ამჟამად გამოიყენება საქონლის სადგომად. მიწის ნაკვეთზე ასევე განთავსებულია ოთხი შენობა-ნაგებობა რომელიც არ არის დაფიქსირებული საჯარო რეესტრის ამონაწერში, რომელთაგან ერთი წარმოადგენს მცირე ზომის ერთსართულიან შენობას, ხოლო მეორე შენობა წარმოადგენს ერთსართულიან საქვაბე შენობას, ხოლო ორი შენობა არის დამხმარე სასაწყობე შენობა-ნაგებობა რომელთაგან ერთი დაუსრულებელია. მიწის ნაკვეთის ნაწილი მოპირკეთებულია ბეტონით რომელიც გამოიყენება ავტოსადგომად.
მიწის ნაკვეთი ს.კ 72.03.29.377 არის ვაკანტური რომლის ნაწილი დატვირთულია სერვიტუტით, ნაკვეთი სწორი რელიეფისაა, ნაწილ ფართობზე დასხმულია ბეტონი (ფილები), აღნიშნული ტერიტორია გამოიყენება ავტოსადგომად და ასევე შიდა გადაადგილებისთვის.
საჯარო რეესტრის მონაცემებით საკადასტრო კოდის 72.03.29.378, ნაკვეთის დანიშნულებაა არასასოფლო სამეურნეო, ფართობით: 37409.00 კვ.მ-ი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 საერთო ფართით 6924.00 კვ.მ, N2 საერთო ფართით 663.00 კვ.მ-ი, საკადასტრო კოდის 72.03.29.377, ნაკვეთის დანიშნულებაა: სასოფლო სამეურნეო, ფართობით: 28216.00 კვ.მ-ი.
სარეალიზაციოდ წარმოედგენილია ასევე მოძრვი ქონება, კერძოდ საქონლის სასაკლაო ხაზი. აღნიშნული მოძრავი ქონების ძირითადი ნაწილი განცალკევება უძრავი ქონებიდან შეუძლებელია მათი (უძრავი ქონების ან მოძრავი ქონების) ამჟაინდელი იერსახის დაზიანების ან შეცვლის გარეშე. მოძრავი ქონების ჩამონათვალი და რაოდენობა იხილეთ დანართში (მიმაგრებული ფალი).

--------------------------------------------------
ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 749 649
პირობაშესყიდვის ფასი მოიცავს დღგ-ს. სარეალიზაციო უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 72.03.29.377 საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად რეგისტრირებულია გარდამავალი შეზღუდული სარგებლობა: უფლების რეგისტრაციის ნომერი N882010824038; თარიღი 07/10/2010. მოსარგებლე: შპს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაზია" (ს/ნ 206237491); საგანი: 28216 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 1925 კვ.მ. მიწის ნაკვეთი; სერვიტუტის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 02/11/2010, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. სერვიტუტის ხელშეკრულება ძალაშია „მშენებლობის პერიოდისა“ და „ექსპლუატაციის პერიოდის“ განმავლობაში (იხილეთ დანართი - მიმაგრებული ფალი). ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები ეკისრება შემძენს.
;