|
![]() |
კატეგორია:
არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:ქ. თბილისი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები
განაცხადის #:36565AF2132616 აუქციონის #: 36565 ლოტის #: 21326 საქმის ნომერი: A15042141, A15008384, A15077925, A15095304, A16019377, A16028199, A16040741, A16042108, A16055189, A16059682, A16071935, A16078943, A16081710 დაწყება/დასრულება: 21/11/2016 16:00 - 29/11/2016 16:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 5 ბიჯი საგარანტიო თანხა: 2000.00GEL
დასრულების დრო: 29.11.2016 16:06:00
გაყიდვის ფასი : 10000.0000 GEL
საწყისი ფასი: 0.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 2000.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. თბილისის სააღსრულებო ბიურო. მისამართი: 1) ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი ; 2) ქ. თბილისი, სანაპიროს №2 ( თბილისის იუსტიციის სახლი) ტელეფონი: 971-2749649 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ქ. თბილისი, საირმის ქ. N51 | საქმის ნომერი | A15042141, A15008384, A15077925, A15095304, A16019377, A16028199, A16040741, A16042108, A16055189, A16059682, A16071935, A16078943, A16081710 | გადახდის პერიოდი | 10 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 23 | შეფასების თანხა | 40000.00 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | რაოდენობა | 0 | მიწის ფართობი(მ²) | 70.00 | შენობის ფართობი(მ²) | 0 | საკადასტრო კოდი | 01.10.15.023.026 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - |
აღწერილობა
|
აღწერილობა | სარეალიზაციო ქონება წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სწორი რელიეფის მქონე მიწის ნაკვეთს და მასზედ განთავსებულ ერთსართეულიან ბეტონის შენობა-ნაგებობას (მფლობელის განცხადებით განკუთვნილი იყო ტრანსფორმატორისთვის). შენობას აქვს რკინის ჟალუზები. ქონების შიგნიდან დათვალიერება ვერ მოხერხდა. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, სარეალიზაციო უძრავი ქონების მახასიათებლებია: ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 70.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1. -------------------------------------------------- ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 749 649 |
პირობა | შესყიდვის ფასი მოიცავს დღგ-ს.ყურადღება!!! სარეალიზაციო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია გარდამავალია უფლება. 1. იპოთეკა. იპოთეკარი: სს "გაერთიანებული ქართული ბანკი" (ახლანდელი სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია"); იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმებული 2006 წლის 12 აპრილს, დამოწმებული ნოტარიუსის მიერ, რეესტრის N1-2968. იპოთეკარის 27.07.2016 წლის N08-1/856/3146 წერილის თანახმად, 24.07.2016 წლის მდგომარეობით ზ/აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება არ არსებობს.2. იპოთეკა. იპოთეკარი: სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია"; იპოთეკის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 30/01/2010. იპოთეკარის 15.06.2016 წლის N08-1/569/2388 წერილის თანახმად, აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება უზრუნველყოფს საკრედიტო ხელშეკრულებას თანხით 4264131 (ოთხი მილიონ ორასსამოცდაოთხი ათას ასოცდათერთმეტი) აშშ დოლარი. აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 2016 წლის 13 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 3520063.71 აშშ დოლარს. ზ/აღნიშნული საკრედიტო ვალდებულება არის მიმდინარე, შესაძლოა გამოიწვიოს მითითებული დავალიანების თანხის ცვლილება.3. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 იანვრის N09410 შეტყობინების საფუძველზე. სსიპ შემოსავლების სამსახურის 25/07/2016 წლის N21-05/67033 წერილის თანახმად, 2016 წლის 25 ივლისის მონაცემებით, უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული სალდირებული საგადასახადო დავალიანება 13430035.25 ლარს შეადგენს. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად, 02.11.2016 წლის მდგომარეობით, აღნიშნული დავალიანება შეადგენს 17802122.05 ლარს.4. საჯარო რეესტრის მონაცემებით უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია ვალდებულება; გამყიდველი: სახელმწიფო; მესაკუთრე: შპს „აქსისი“. ნასყიდობის ხელშეკრულების (გაფორმებული 22.09.2005 წ. რეესტრის N 1-9616) საფუძველზე, ქონების მესაკუთრე კისრულობს ვალდებულებას უზრუნველყოს ორი საცურაო აუზის (მათ შორის საჭყუმპალაო) ფუნქციონირება არანაკლებ 10 (ათი) წლის განმავლობაში. 2016 წლის 19 სექტემბერს აღნიშნულ ხელშეკრულებაში (ვალდებულებაში) შევიდა ცვლილება (სანოტარო რეესტრის N161074499), რომლის თანახმად ქონების მესაკუთრემ უნდა უზრუნველყოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან (გამყიდველთან) ახალი ხელშეკრულების გაფორმება ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ, რომლითაც იკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყოს ამავე ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის ვადაში, მიწის ნაკვეთზე (ს/კ 01.10.15.023.018; ს/კ 01.10.15.023.026; ს/კ 01.10.15.023.027) ორი საცურაო აუზის მშენებლობა (მათ შორის საჭყუმპალაო), ექსპლოატაციაში მიღება და 10 წლის განმავლობაში ფუნქციონირება, ხოლო თავის მხრივ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო (გამყიდველი) ვალდებულია აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაადასტუროს ვალდებულების სრულად შესრულების მიღება, რაც სსიპ საჯარო რეესტრში ეროვნულ სააგენტოში უძრავ ქონებაზე (ს/კ 01.10.15.023.018; ს/კ 01.10.15.023.026; ს/კ 01.10.15.023.027) ვალდებულების მოხსნის საფუძველია. აღნიშნული ცვლილების ფარგლებში, 2016 წლის 19 სექტემბერს, ქონების მესაკუთრესა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ (სანოტარო რეესტრის N161077548), რომლის თანახმად შპს აქსისმა და შპს საირმე პალასმა იკისრეს ვალდებულება უზრუნველყონ ამავე ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის ვადაში, მიწის ნაკვეთზე (ს/კ 01.10.15.023.018; ს/კ 01.10.15.023.026; ს/კ 01.10.15.023.027) ორი საცურაო აუზის მშენებლობა (მათ შორის საჭყუმპალაო), ექსპლოატაციაში მიღება და 10 წლის განმავლობაში ფუნქციონირება, ხოლო ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილია 2016 წლის 16 სექტემბერს გაცემული საბანკო გარანტიით. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |