|
![]() |
კატეგორია:
არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:ქ.მარნეული, არასასოფლო მიწა შენობით
განაცხადის #:36836AF2297516 აუქციონის #: 36836 ლოტის #: 22975 საქმის ნომერი: A14094654 დაწყება/დასრულება: 18/11/2016 16:00 - 25/11/2016 16:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 36450.00GEL
მიმდინარე ფასი :
364500.00 GEL
საწყისი ფასი: 364500.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 7290.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. თბილისის სააღსრულებო ბიურო. მისამართი: 1) ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი ; 2) ქ. თბილისი, სანაპიროს №2 ( თბილისის იუსტიციის სახლი) ტელეფონი: 971-2749649 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | მარნეული, ლაღიძის ქ. #55 | საქმის ნომერი | A14094654 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | მარნეული | რაოდენობა | 0 | მიწის ფართობი(მ²) | 15000.00 | შენობის ფართობი(მ²) | 0 | საკადასტრო კოდი | 83.02.14.103 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 10 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 23 | შეფასების თანხა | 729000.00 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | სარეალიზაციოდ წარმოდგენილია უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ქალაქი მარნეული, ქუჩა ლაღიძე, №55-ში. საჯარო რეესტრის მონაცემებით იგი წარმოადგენს არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს დაზუსტებული ფართობით: 15000.00 კვ.მ. და მასზედ განლაგებულ შენობა-ნაგებობებს, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: განაშენიანების ფართებით: №01- 300 კვ.მ; №02- 416 კვ.მ; №03- 98 კვ.მ; №04- 18 კვ.მ; №05- 594 კვ.მ; №06- 64 კვ.მ; №07- 25 კვ.მ; №08- 21 კვ.მ; №09- 21 კვ.მ; №10- 412 კვ.მ; №11- 7 კვ.მ; №12- 35 კვ.მ; №13- 40 კვ.მ., ხოლო რეალურად წარმოადგენს შენობა-ნაგებობა №01 – 586.00 კვ.მ. (დაახლოებით); შენობა-ნაგებობა №02 – 473.00 კვ.მ. (დაახლოებით); შენობა-ნაგებობა №03 – 374.00 კვ.მ.(დაახლოებით); შენობა-ნაგებობა №04 – 276.00 კვ.მ. (დაახლოებით), შენობა-ნაგებობა №05 – 95.00 კვ.მ.(დაახლოებით), შენობა-ნაგებობა №06 – 57.00 კვ.მ. (დაახლოებით), შენობა-ნაგებობა №07 – 33.00 კვ.მ.(დაახლოებით), შენობა-ნაგებობა №08 – 42.00 კვ.მ. (დაახლოებით), შენობა-ნაგებობა №09 – 42.00 კვ.მ. (დაახლოებით), შენობა-ნაგებობა №10 - 3.00 კვ.მ. (დაახლოებით),შენობა-ნაგებობა №11 – 9.00 კვ.მ. (დაახლოებით), შენობა-ნაგებობა №12 – 16.00 კვ.მ. (დაახლოებით), შენობა-ნაგებობა №13 – 5.00 კვ.მ. (დაახლოებით), შენობა-ნაგებობა (არარეგისტრირებული) – 8.00 კვ.მ. (დაახლოებით). სარეალიზაციო მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობა №01 (შენობა-ნაგებობის ნუმერაცია მოცემულია საკადასტრო გეგმის მიხედვით) ნაშენებია სამშენებლო ბლოკითა და აგურით. შენობა-ნაგებობა შედგება დანაყოფებისაგან. შენობანაგებობაში შესვლა და დათვალიერება ვერ მოხერხდა. ამასთან, შენობა-ნაგებობა ნაწილობრივ დაზიანებულ მდგომარეობაშია. შენობა-ნაგებობა №02 ნაშენებია ძირითადად მსხვილი, ასევე წვრილი სამშენებლო ბლოკით. ნაგებობა გადახურულია ნაწილობრივ სინკარული ფილებით, ხოლო ნაწილობრივ გადაუხურავია. შენობა-ნაგებობა შედგება დანაყოფებისაგან და მასზედ მიდგმულია მსხვილი და წვრილი სამშენებლო ბლოკით ნაშენები, გადაუხურავი კონსტრუქცია. შენობა-ნაგებობა დაუსრულებელ, კარკასულ მდგომარეობაშია. შენობა-ნაგებობა №03 წარმოადგენს ღია, თაღოვან კონსტრუქციას. შენობა-ნაგებობა №04 წარმოადგენს ორსართულიან ნაგებობას. შენობის მეორე სართულზე ასვლა შესაძლებელია გარე კიბით. მეორე სართული გამოიყენება საცხოვრებელი დანიშნულებით. ამასთან, აღნიშნულ შენობა-ნაგებობაში შესვლა და დათვალიერება ვერ მოხერხდა. შენობა-ნაგებობა №05 ნაშენებია ძირითადად სამშენებლო წვრილი ბლოკითა და აგურით, ხოლო გადახურულია ე.წ. ,,შიფერით”. შენობაში შესვლა შესაძლებელია მომცრო კიბის ავლის შემდგომ. შენობას გააჩნია მომცრო ზომის აივანი. შენობა-ნაგებობაში შესვლა, დათვალიერება და დასურათება ვერ მოხერხდა. შენობა-ნაგებობა №06 გადახურულია ე.წ. ,,შიფერით”. ნაგებობა შედგება ორი ოთახისაგან, რომელთაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელები. აღნიშნულ ოთახებში შესვლა, დათვალიერება და დასურათება ვერ მოხერხდა. შენობა-ნაგებობა №07 ნაშენებია სინკარული ფილებითა და სამშენებლო წვრილი ბლოკით, ხოლო გადახურულია სინკარული ფილებით. ნაგებობა შედგება ერთი დანაყოფისაგან. შენობანაგებობები №08 და №09 წარმოადგენს აუზის ტი პის ნაგებობებს. აღნიშნული ნაგებობების ექსპლოატაციისათვის ვარგისიანობა დაუდგენელია.როგორც სარეალიზაციო მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების შედეგად ირკვევა შენობა-ნაგებობები №10 და №11 გაერთიანებულია და წარმოდგენილია ორდანაყოფიანი შენობის სახით. აღნიშნულ ნაგებობაში შესვლა და დათვალიერება ვერ მოხერხდა. შენობა-ნაგებობა №12 წარმოადგენს ერთდანაყოფიან ნაგებობას. ნაგებობაში შესვლა და დათვალიერება ვერ მოხერხდა. შენობა-ნაგებობა №13 ნაშენებია აგურით. იგი წარმოადგენს ორდანაყოფიან მომცრო ზომის შენობა-ნაგებობას სავარაუდოდ საპირფარეშოს), რომელსაც გადახურვა არ გააჩნია. სარეალიზაციო მიწის ნაკვეთი შემოუღობავია და მასზედ განლაგებულია მომცრო ზომის არარეგისტრირებული შენობანაგებობა. მიწის ნაკვეთზე გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავები. მიწის ნაკვეთზე განლაგებულია ორი კაპიტალური საპირფარეშო, ასევე ბოძები და მოწყობილობა ელ.ენერგიისათვის (სავარაუდოდ). სარეალიზაციო ობიექტის კომუნიკაციებით უზრუნველყოფის საკითხი დაუდგენელია. -------------------------------------------------- ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 749 649 |
პირობა | შესყიდვის ფასი მოიცავს დღგ-ს. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია გარდამავალი უფლება - იპოთეკა. იპოთეკარი: სს ,,ვითიბი ბანკი. იპოთეკარის წერილის თანახმად, 2016 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა შეადგენს 117701.13 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 110797.24 ლარი, პროცენტი 5383.04 ლარი და ჯარიმა 1520.85 ლარი. საფუძველი: იპოთეკის ხელშეკრულება #03-407, რეესტრის ნომერი #1-4480, დამოწმების თარიღი 30/04/2008 წელი. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |