ამობეჭდვის თარიღი: 06.05.2025 06:29:08
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლის ავარიული შენობა ნაგეგბობების (საქვაბე, სატრაქტორე ფარეხი და ელექტროგამანაწილებელი ჯიხური) დემონტაჟი
განაცხადის #:75342IVT37153016
აუქციონის #: 75342
ლოტის #: 371530
დაწყება/დასრულება: 01/12/2016 14:00 - 06/12/2016 16:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 300GEL
მიმდინარე ფასი : 300 GEL
საწყისი ფასი: 300 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ "გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. კაჭრეთის საჯარო სკოლა"
მისამართი: გურჯაანის რაიონი / სოფ. კაჭრეთი
ტელეფონი: 995-577679000
თვისებები
Rs რუკის მხარდაჭერა-ქვეყანასაქართველო
ქალაქიგურჯაანიშენობის ფართობი(მ²)141
საკადასტრო კოდი51.20.55.024შეფასების თანხა0
;
აღწერილობა
აღწერილობა

საკონტაქტო პირი- ლეილა ბაზერაშვილი;

 მობ: 577679000
მოკლე აღწერილობა

არსებული დენის ჯიხურის შენობა არის ერთსართულიანი აგურის კედლებით ნაშენი. 

სატრაქტორე ფარეხის შენობა წარმოადგენს ერთსართულიან პემზაბეტონის ბლოკით ნაწილობრივ დაშლილ შენობას.

საქვაბე წარმოადგენს აგურის კედლებით ნაშენ შენობას.

სამივე ნაგებობა აშენებული 1981 წელს.

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კვირის ვადაში, თანდართული სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზება პროექტის შესაბამისად. შენობების საერთო ფართი შეადგენს 141კვ.მ-ს. შენობის დემონტაჟზე გაცემულია თანხმობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ- ბრძანება N806 27.06.2016.

სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები.

პირობა

 სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ  კაჭრეთი საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს  სოფელ კაჭრეთში მდებარე  ჯამში 141 კვ.მ. ფართის ავარიული შენობა-ნაგებობების (პირველი კორპუსის საქვაბე, სატრაქტორე ფარეხი და ელექტროგამანაწილებელი ჯიხური) დემონტაჟზე. საქვაბე შენობა-ნაგებობა კონსტრუქციულად გამოუსადეგარია და მისი აღდგენა შეუძლებელია. ნაგებობის კედლებს გააჩნია ჰორიზონტალური და ვერტიკალური ბზარები. ბზარები შეიმჩნევა ანტისეისმურ სარტყელზე, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოებას. ელექტროგამანაწილებელი ჯიხურის ნაგებობის წიბოვანი ფილები გაწყლოვანებულია, არმატურა გაშიშვლებული და კოროზირებულია, ნაგეგბობის მზიდი კედლები ნალექისაგან დაზიანებულია. ნაგებობის აღდგენა შეუძლებელი და არაეკონომიურია. სატრაქტორე ფარეხის ნაგებობის მზიდი კონსტრუქციები, კედლები დაშლილია და იგი საფრთხეს უქმნის ადამინის სიცოცხლის უსაფრთხოებას. სამივე ნაგებობა ექვემდებარება სრულ დაშლას.

2. დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

3. აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლასთან გააფორმოს  შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით.

4. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს  ინფორმაცია მინიმუმ ბოლო სამწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებდამოწმებული ხელმოწერით ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი და ერთი წლის განმავლობაში  50000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5.გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებელად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები.

6. აუქციონში გამარჯვებულმა  საპრივატიზებო თანხა  სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთისამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.  ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიაასეთ შემთხვევაშისაქართველოს კომერციულიბანკების მიერ გაცემული  უპირობო დაგამოუხმობადი საბანკო  გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას.

7.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რომელიც შემდგომ დასადასტურებლად გადაეცემა სსიპ "სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს".  სსიპ "სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს თანხმობის "გამყიდველისათვის" წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, გაფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება–ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას.

;